საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Greet – ის ბრენდის ახალი სასტუმრო შენდება

საქართველოს ბანკი სტუმარმასპინძლობის სექტორის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ბანკთან პარტნიორობით, შპს ჰოტელეა საერთაშორისო ბრენდის, Greet by Accor -ის სასტუმროს, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილი #4 – ში აშენებს. პროექტის ჯამური ღირებულება 6.5 მილიონი ევროა, საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია 3 მილიონ ევროს შეადგენს, რომელიც EBRD-ის, DCFTA პროგრამის ფარგლებში გაიცა. Greet by Accor არის საერთაშორისო ბრენდ Greet-ის პირველი […]

კახა კალაძე ლაზარე გრიგორიადისზე – თავისუფლება არ უნდა გადაიზარდოს ქაოსსა და მარაზმში – როდესაც ე.წ. მოლოტოვის კოქტეილს ესვრი ცოცხალ ადამიანებს და განზრახვა გაქვს, რომ დაწვა, რა კომენტარი უნდა გავაკეთო? ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი

თავისუფლება არ უნდა გადაიზარდოს ქაოსსა და მარაზმში – როდესაც ე.წ. მოლოტოვის კოქტეილს ესვრი ცოცხალ ადამიანებს და განზრახვა გაქვს, რომ დაწვა, რა კომენტარი უნდა გავაკეთო? ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც ის ფაქტი შეაფასა, რომ ლაზარე გრიგორიადისს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. კალაძის თქმით, ქვეყანაში სიტყვის და გამოხატვის […]

დავით ნარმანია – სემეკ-მა კომუნალურ კომპანიებში მარეგულირებელი აუდიტი გაამკაცრა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, სემეკ-მა კომუნალურ კომპანიებში მარეგულირებელი აუდიტი გაამკაცრა. როგორც მან მედიაცენტრ „მთავარში“ განაცხადა, ვინაიდან უფრო მეტი რესურსები და მეტი ინვესტიცია ჩაიდება ქსელის მოწესრიგებაში, მარეგულირებელი კომისია მიიჩნევს, რომ უფრო უნდა გამკაცრდეს მონიტორინგი და აუდიტი. „როგორც მოგეხსენებათ, მარეგულირებელმა კომისიამ მნიშვნელოვნად გაზარდა რეგულირებად სექტორებში ინვესტიციები, რაც იმას ნიშნავს, […]

მაკა ბოჭორიშვილი – ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და საქართველოს განსხვავებულ ტალღაზე დაყენება, როდესაც ვსაუბრობთ ერთი და იმავე გამოწვევაზე, აბსოლუტურად არარელევანტურია

ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და საქართველოს განსხვავებულ ტალღაზე დაყენება, როდესაც ვსაუბრობთ ერთი და იმავე გამოწვევაზე, აბსოლუტურად არარელევანტურია – თუ კანონპროექტის გარშემო სპეკულაციები და დეზინფორმაციული კამპანია აღარ იქნება, პოლიტიკოსები ჩაერთვებიან განხილვის პროცესში და არგუმენტირებული დისკუსია მოხდება. დარწმუნებული ვარ, ყველა კითხვის ნიშანი გაქრება, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, როდესაც […]

პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარეობისა და ე.წ. პროფესიული წევრების კანდიდატურები ასარჩევად გია ვოლსკის მიერ წარედგინა

პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარეობისა და ე.წ. პროფესიული წევრების კანდიდატურები ასარჩევად პირველი ვიცე-სპიკერისა და პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის გია ვოლსკის მიერ წარედგინა. საკითხი განსახილველად იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეცა, რომელიც მოსმენას მომავალ კვირას გამართავს. ცესკოს ხელმძღვანელის პოსტზე – გიორგი კალანდარიშვილი, ხოლო ცესკოს ე.წ. პროფესიული წევრობის თანამდებობაზე მაია ზარიძის, გიორგი შარაბიძისა და გია ცაცაშვილის კანდიდატურებია წარდგენილი. “საარჩევნო კოდექსში“ განხორციელებული […]

მარტში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 39 %-ით გაიზარდა

2024 წლის მარტში ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 39 %-ით გაიზარდა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, მარტში დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტით 127,569 მგზავრმა ისარგებლა. (2023 წლის მარტი 91,802 მგზავრი). „მგზავრთნაკადის გარდა, წლის დასაწყისში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავიარეისების რაოდენობის კუთხითაც ზრდა იყო. მარტში აეროპორტში რეისები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით […]

ნინო ბურჭულაძე – აბულმუგის აბანო საქართველოში ყველაზე მოვლილი ძეგლია

საყდრისის კომიტეტი “მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის” ხელმძღვანელმა ნინო ბურჭულაძემ დმანისის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად, პარლამენტის განათლების მეცნიერების და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრებს, განათლების და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულს XVIII საუკუნის აბულმუგის სპარსული აბანო დაათვალიერებინა. „ჩვენ აქტივისტები უკვე 10 წელია სამთო მოპოვების არეალში თუ მის მიმდებარედ კულტურული მემკვიდრეობის გადასარჩენად ვიბრძვით და აბულმუგის აბანო ამის ნათელი […]

„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით Greet-ის ბრენდის ახალი სასტუმრო შენდება

„საქართველოს ბანკი“ სტუმარ – მასპინძლობის სექტორის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ბანკთან პარტნიორობით, შპს “ჰოტელეა” საერთაშორისო ბრენდის, Greet by Accor -ის სასტუმროს, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილი #4 – ში აშენებს. აღნიშნულ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, პროექტის ჯამური ღირებულება 6.5 მილიონი ევროა, საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია 3 მილიონ ევროს შეადგენს, რომელიც EBRD-ის, DCFTA პროგრამის ფარგლებში […]

ირაკლი ფავლენიშვილი – ლაზარეს განაჩენი, ისევე, როგორც განაჩენი, რომელიც ივანიშვილმა გამოუტანა ხალხს, შეიცვლება ქართველი ხალხის მიერ

ლაზარეს განაჩენი, ისევე, როგორც განაჩენი, რომელიც ივანიშვილმა გამოუტანა ხალხს, შეიცვლება ქართველი ხალხის მიერ, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ლაზარე გრიგორიადისი აუცილებლად გათავისუფლდება. „ეს განაჩენი, ისევე, როგორც განაჩენი, რომელიც ივანიშვილმა გამოუტანა ქართველ ხალხს – კრემლის ინტერესების გატარება, საქართველოს გაღარიბება, პოლიტიკური პატიმრებით ქვეყნის გავსება, ეს განაჩენი შეიცვლება ისევ […]

„ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი ტიტე გედენიძე – ლაზარე გრიგორიადისის მიმართ განაჩენი დაშინება და სიგნალია ყველასთვის: „ასე მოუვა ყველას, ვინც სამართლიანად დაუპირისპირდება სისტემას“

„ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრის, ტიტე გედენიძის განცხადებით, ლაზარე გრიგორიადისის მიმართ გამოტანილი განაჩენი, რითაც მას – წლიანი პატიმრობა მიესაჯა, აშკარა დაშინება და სიგნალია ყველასთვის – „ასე მოუვა ყველას, ვინც სამართლიანად დაუპირისპირდება სისტემას“. „დავიწყებ იმით, რომ ეს არის ხელისუფლების მხრიდან აშკარა დაშინება, არამარტო ლაზარესი, არამედ ყველა ჩვენგანის. ეს არის სიგნალი ყველასთვის, რომ ასე მოუვა ყველას ვინც […]