ლაზარეს შეწყალებას ექნება მკვეთრი რეაქცია – ოხანაშვილი პრეზიდენტს

“ქართული ოცნების” დეპუტატი ანრი ოხანაშვილი პრეზიდენტის მიერ ლაზარეს შესაძლო შეწყალების საკითხს ეხმაურება და ამბობს: ეს რა გზავნილია ჩვენი საზოგადოების წინაშე, რომ საზოგადოებას თვალში ნაცარს ვაყრით და პირდაპირ ვეუბნებით, რომ მოლოტოვის კოქტეილი შეიძლება ესროლოთ პოლიციელს, მეხანძრეს, ნებისმიერ პირს, ვინც წესრიგს იცავს – თუ ამის წახალისება სურს პრეზიდენტად წოდებულ თანამდებობის პირს, რა თქმა უნდა, ის იქნება ამ […]

(ვიდეო) – “დარბაზის რეაქცია ნახეთ დოის სიტყვებზე” – ინგა გრიგოლია

ჟურნალისტი, ინგა გრიგოლია: დარბაზის რეაქცია ნახეთ დოის სიტყვებზე, ამჯერადაც, როგორც დავით ბეშიტაიშვილზე სწორედ დარბაზების ეს რეაქციები მეტყველებს,რომ საზოგადოება არ შეეგუება რუსულ თამაშებს ამ ქვეყანაში!! არა რუსულ კანონს!!! P.s-ეჭვი მაქვს, სულ ცეცხლითა და მახვილით გააკონტროლებენ სპექტაკლებს http://

საქართველოს ყოფილი ახალგაზრდა ელჩები: დავდგებით დასავლეთის მხარდაჭერის დაკარგვის საფრთხის წინაშე

საქართველოს 20-ზე მეტი ახალგაზრდა ელჩი ეხმაურება უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” რუსული სტილის კანონპროექტის კიდევ ერთხელ ინიციირებას პარლამენტში. ახალგაზრდა ელჩები, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა ქვეყანაში წარმოადგენდნენ, ზემოხსენებული კანონის მიღებას მხარს არ უჭერენ. “ჩვენ, საქართველოს ახალგაზრდა ელჩები 2014-2023 წლებში, დაუშვებლად მივიჩნევთ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის პარლამენტში განსახილველად კიდევ ერთხელ დაბრუნებას. აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივით საფრთხე ემუქრება საქართველოს ეროვნულ […]

“ალა ლუსულ კანონს”- თეა წულუკიანი

“ალა ლუსულ კანონს”- თეა წულუკიანი “ალა ლუსულ კანონს” – ასე გამოეხმაურა კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი მის შესახებ გაკეთებულ საპროტესტო მინაწერს.

ომბუდსმენი ლაზარე გრიგორიადისის საქმეს გამოითხოვს და შეისწავლის

საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ გამოითხოვენ და შეისწავლიან ლაზარე გრიგორიადისის საქმეს. “უკვე დასრულებულ საქმეს გამოვითხოვთ, შევისწავლით და დამატებით ჩვენს აზრს ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას ვაცნობებთ”, – თქვა ლევან იოსელიანმა ლაგოდეხში, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში. დღეს, 12 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლოში 2023 წლის 7-9 მარტის აქციების მონაწილის, 22 წლის […]

ჩინური ბანკები ბლოკავენ რუსეთიდან ფულის გადახდას ელექტრონიკის მიწოდების საფასურად

ჩინური ბანკები ბლოკავენ რუსული კომპანიებისგან ფულის გადახდას ელექტრონიკის აწყობისთვის საჭირო კომპონენტებისა და მაკომპლექტებელი ნაწილების მიწოდების საფასურად. ამის შესახებ გაზეთი „კომერსანტი“ იუწყება. გაზეთის წყაროების თქმით, ჩინეთთან ფულად ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით პირველი სირთულეები, რომლებიც ჯერ კიდევ დეკემბერში წარმოიშვა, ძირითადად მზა პროდუქტებს ეხებოდა. 2023 წლის ივნისში ჩინეთის ბანკმა (Bank of China) შეზღუდა რუსული ბანკის მომხმარებლებისთვის ევროკავშირში, შეერთებულ შტატებში, დიდ […]

კულტურის მინისტრი ქუჩაში წარწერებზე: “ალა ლუსულ კანონს”

კულტურის და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი ფეისბუკის პირად გვერდზე გამოეხმაურა თბილისის ქუჩებში გამოჩენილ წარწერებს, რომელთა ადრესატიც თავადაა. ის კრიტიკულ წარწერებს “ათეიზმად” მიიჩნევს და მის ავტორებს მოუწოდებს, “დღის შუქზე” წერონ ქუჩაში. მინისტრი ამავე სტატუსში ცინიკურად იხსენიებს “აგენტების კანონის” მოწინააღმდეგეებსაც. “ათეიზმის ეს ფორმა საინტერესო მგონია. ამის დამწერმა ავტორებმა ღამე რატომ გატეხეთ, დღის შუქზე გააკეთეთ რაღა. ტარაკანა ხომ […]

არეგ კოჩინიანი – „ზანგეზურის კორიდორის“ საკითხში მოსკოვის პოზიცია აღმოჩნდა საკვანძო, რის გამოც არა მარტო გართულდა სომხეთ-რუსეთის ურთიერთობები, არამედ სომხეთმა თავის საგარეო პოლიტიკაში სერიოზული კორექტივები შეიტანა

სომხეთ-აზერბაიჯანის პრობლემურ საკითხებზე, სავარაუდოდ, რის გამო ყოვნდება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმებაზე ხელმოწერა, სომხეთისა და დასავლეთის ურთიერთობებსა და პერსპექტივებზე, ასევე იმაზე, თუ რა ვითარებაა ზანგეზურის კორიდორთან დაკავშირებით, „ინტერპრესნიუსი“ უსაფრთხოების პოლიტიკის შემსწავლელი ანალიტიკური ცენტრის პრეზიდენტს, არეგ კოჩინიანს ესაუბრა. – ბატონო არეგ, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ბოლო ომის შემდეგ საკმაოდ დიდი დრო გავიდა და იყო მოლოდინი, […]

ანრი ოხანაშვილი – პრეზიდენტად წოდებულმა თანამდებობის პირმაც და სხვებმაც უნდა იცოდნენ, რომ „მოლოტოვის კოქტეილების“ წახალისება პოლიტიკური დანაშაულია და დაუშვებელია – კანონის დამრღვევის დახსნა ძალიან მძიმე ქმედებაა

პრეზიდენტად წოდებულმა თანამდებობის პირმაც და სხვებმაც უნდა იცოდნენ, რომ „მოლოტოვის კოქტეილების“ წახალისება პოლიტიკური დანაშაულია და ეს არის დაუშვებელი – კანონის დამრღვევის დახსნა არის ძალიან მძიმე ქმედება, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ლაზარე გრიგორიადისის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, თუ სალომე ზურაბიშვილს „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლის წახალისება სურს, ის ამ კამპანიის ავანგარდში […]

არა რუსულ კანონს! – ამ მოწოდებით ქუთაისში აქცია გაიმართა

არა რუსულ კანონს! – ამ მოწოდებით ქუთაისში აქცია გაიმართა. მედიის, „ენჯეოსა“ და სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებმა გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი გააპროტესტეს. მათი თქმით, აღნიშნული კანონი არის რუსული და ემსახურება არა გამჭვირვალობას, არამედ, არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის შეზღუდვას და საფრთხეს უქმნის დემოკრატიას. მათი თქმით, აქციები გაგრძელდება, ვიდრე არ მოხდება კანონპროექტის გაუქმება.