ხანმოკლე წვიმა, ელჭექი – როგორი ამინდი იქნება 16 აპრილამდე ქალაქების მიხედვით

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 16 აპრილამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში შენარჩუნდება დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი. თბილისში 13 აპრილს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 14-15 აპრილს შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი იქნება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი):13 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 14-15 აპრილს იწვიმებს, ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი იქნება. […]

“მისი პასუხისმგებლობაა უდანაშაულო კაცი ციხეში დარჩება, თუ გათავისუფლდება” – ჩერგოლეიშვილი

მეგობრებო, მე არაფერს ველი. მე მხოლოდ საკუთარ თავზე და გუნდზე ვაგებ პასუხს და ვმოქმედებ, არაფერს ველი. პრეზიდენტს ევროპულმა საქართველომ გაუგზავნა დეტალური ახსნა იმისა, რომ ლაზარეს წინააღმდეგ მტკიცებულებები არ არსებობს და ის უდანაშაულოა. ეს იყო ჩვენი მოქმედება. ამის შემდეგაც მოქმედება იქნება და არა ლოდინი. მოქმედება კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ლეგიტიმაცია არ ექნება არავის, ვინც უდანაშაულო […]

“არ არსებობს კადრი, არ არის ბენზინის კვალი ტანსაცმელზე, პირადობის ფოტოთი აღწერეს – ლაზარე უდანაშაულოა”– სალომე ხვადაგიანი

ლაზარე გრიგორიადისი უდანაშაულოა. სასამართლოს ყველა ექსპერტის ჩვენება არის ლაზარეს სასარგებლოდ. ლაზარე ექსპერტმა ვერ ამოიცნო მოლოტოვის სროლის კადრში. ვერ ამოიცნო მანქანის დაწვის კადრში. ვერ. არ არსებობს ლაზარეს კადრი სადაც მოლოტოვს ისვრის. ასევე ვერ აღმოაჩინეს ბენზინის კვალი მის ტანსაცმელზე. ნახეს მხოლოდ უმცირესი კვალი ნავთობპროდუქტის და ეს შეიძლება იყოს სუნამოც კი, ისეთი კვალია. ანუ ჩემი ტანსაცმელი რომ წაიღონ, […]

ბოკერია: თუ ლაზარეს შემთხვევაში არ შეიძლება შეწყალების გამოყენება, მაშინ რისთვის შეიქმნა?

ლაზარეს მაგალითი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, როგორ ჩიხშია შეყვანილი ქვეყანა რეჟიმის მიერ. ამ რეჟიმის დემოკრატიულ დამარცხებასთან ერთად ჩვენ გვჭირდება იმ სისტემის ცვლილება, რომელიც ნებისმიერ ხელისუფლებას ასე სამარცხვინოდ მოემსახუროს. რაც შეეხება პრეზიდენტს, მე არ ვიცი, არანაირ პროგნოზს არ გავაკეთებ, მაგრამ თუ ასეთ შემთხვევაში არ შეიძლება გამოყენებულ იქნას ეს კონსტიტუციური უფლება, აბა, რა შემთხვევებისთვის არის შექმნილი.

NGO-ები: ოცნების ანტიევროპული რიტორიკა, რუსული კანონის მიღების მცდელობა – ხალხის ღალატია

არასამთავრობო ორგანიზაციები ქართული ოცნების მიერ ბოლო დროს გაჟღერებულ ანტიევროპულ განცხადებებს ეხმაურებიან და ამბობენ, რომ მმართველი გუნდის რიტორიკა ქართველი ხალხის ნებას და საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. სამოქალაქო სექტორი ხელისუფლებას შეახსენებს, რომ საქართველოს ევროატლანტიკური კურსი ქვეყნის კონსტიტუციაშია გაწერილი, ხოლო რუსული კანონის მიღების მცდელობა “ქართველი ხალხის ღალატია”. “გუშინ, 11 აპრილს, ქართულმა ოცნებამ ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა პარტიის გენერალური მდივნის, […]

„მთავრობა კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შესამცირებლად დაფინანსებას ზრდის“ – ნინო თანდილაშვილი

ადრეული შეტყობინების სისტემის გაფართოებაზე, კლიმატის ცვლილებებისადმი ადაპტაციის შესაძლებლობებსა და საზოგადოების რისკებისადმი მედეგობის გაძლიერების საკითხებზე პროგრამის „კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ მმართველი კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი, საქართველოში შვეიცარიის საელჩოს სამხრეთ კავკასიის თანამშრომლობის რეგიონული დირექტორი ბარბარა ბონი, შვედეთის საელჩოს განვითარების თანამშრომლობის გარემოსდაცვითი პროგრამის […]

საქართველოს მოსახლეობა ბერდება – ADB-ის ანგარიში

აზიის განვითარების ბანკის ანგარიშის თანახმად, საქართველოს მოსახლეობა ბერდება. აღნიშნული უმეტესად განპირობებულია დაბალი შობადობით, სიცოცხლის ხანგრძლივობის გაუმჯობესებისა და შრომისუნარიანი ასაკის ადამიანების ემიგრაციის გამო. „სახელმწიფოს შეუძლია, გაზარდოს დასაქმებულთა შრომის ნაყოფიერება უნარ-ჩვევების განვითარებისა და ტექნოლოგიების გამოყენების ზრდით“, – აღნიშნულია ანგარიშში. აღსანიშნავია ისიც, რომ კვლავ პრობლემურია განსხვავება მამაკაცებისა და ქალების სამუშაო ძალაში მონაწილეობის კუთხით. „მუშახელის სტაბილური დეფიციტის მიუხედავად, დიდი […]

ხოხბებისთვის 18 ტონა საკვების შესაძენად 29 800 ლარის დახარჯვა იგეგმება

სსიპ „ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს“ მიერ ხოხბის საკვების შესაძენად გამოცხადებულ ტენდერში შპს Bueno-მ გაიმარჯვა. ტენდერში წინადადებების მიღების პერიოდად 31 მარტი -2 აპრილი განსაზღვრული. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 29 800 ლარი. ტექნიკური დოკუმენტაციის თანახმად საკვების საერთო რაოდენობა 18000 კგ უნდა იყოს. საკვები ხოხბის 4 ასაკობრივი კატეგორიისთვის არის განსაზღვრული, სხვადასხვა რაოდენობით. საკვები უნდა იყოს შეფუთული 20-50 კგ […]

ომბუდსმენი გრიგორიადისზე: უკვე დასრულებულ საქმეს გამოვითხოვთ და შევისწავლით

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის თქმით, ომბუდსმენის აპარატი ლაზარე გრიგორიადისის დასრულებულ საქმეს სასამართლოდან გამოითხოვს და დამატებით შეისწავლის. ამის შესახებ, ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებს უთხრა. “ლაზარე გრიგორიადისთან დაკავშირებით, რამდენჯერმე გავაკეთე კომენტარი, რომ როდესაც მისი საქმე დასრულდებოდა, ჩვენ დამატებით დავუბრუნდებოდით ამ საქმის შესწავლას. უკვე დასრულებულ საქმეს გამოვითხოვთ და შევისწავლით – რამდენჯერმე გავაკეთე კომენტარი ამ საქმესთან დაკავშირებით, სად იყო პრობლემა, […]

ქობულეთში სახლში ხანძრის გამო მამაკაცი დაიღუპა

ქობულეთში, საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა. გარდაცვლილია მამაკაცი. როგორც ტაბულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ეუბნებიან, ხანძარი ლიკვიდირებულია.