IBSU-ს თვითმმართველობა: არა რუსულ კანონს – ერთად შევუერთდეთ პროტესტს

შავი ზღვის უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ რუსული კანონის წინააღმდეგ პროტესტს უერთდება. “შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა, რა თქმა უნდა, კვლავ მტკიცედ ამბობს – “არა რუსულ კანონს”. ვიაზრებთ ჩვენს პასუხისმგებლობასა და სტუდენტური ძალის მნიშვნელობას, სწორედ ამიტომ მოგიწოდებთ ყველას, გავერთიანდეთ და ერთად შევუერთდეთ პროტესტს. ერთად ვებძოლოთ ყველაფერს, რაც ევროპულ გზაზე სვლაში მავნებლურად […]

TBILISI PRIDE: ლაზარეს განაჩენი გზავნილია, რომ შეგვეშინდეს და რუსული კანონი არ გავაპროტესტოთ

არასამთავრობო ორგანიზაცია TBILISI PRIDE მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისისთვის სასამართლოს მიერ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს განცხადებით ეხმიანება. “დღევანდელი განაჩენი კი საბოლოო გზავნილი იყო ხელისუფლებისგან, რათა დაგვაშინოს და ამით ხელი შეუშალოს რუსული კანონისა და რუსულ პოლიტიკის გაპროტესტებას”. – წერს ორგანიზაცია. “სამარცხვინო კლანურმა სასამართლომ უდანაშაულო ლაზარე გრიგორიადისს წარმოუდგენლად სასტიკი განაჩენი გამოუტანა და 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა! 2023 წლის […]

IBSU-ს თვითმმართველობა რუსულ კანონზე: “არა რუსულ კანონს” – ერთად შევუერთდეთ პროტესტს

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა რუსული კანონის პარლამენტში დაბრუნების საკითხს ეხმაურება. ქართულმა ოცნებამ რუსული კანონი პარლამენტში, ბიუროს სხდომაზე 8 აპრილს დაარეგისტრირა. ივანიშვილის ხელისუფლებას უკვე მეორედ სურს გასულ წელს მოქალაქეების პროტესტით შეჩერებული რუსული კანონის მიღება. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა “აგენტი” ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა. 2023 წლის 7 მარტს […]

“არა რუსულ კანონს” – საპროტეტსო აქცია ქუთაისში

“არა რუსულ კანონს” – ამ სლოგანით ქუთაისში სამოქალაქო სექტორისა და მედიის წარმომადგენლების აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეების განცხადებით, ერთადერთი ვისაც ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონი მოსწონს რუსეთი და ქართული ოცნებაა. გარდა ამისა, აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ კანონი არა გამჭვირვალობისთვის, არამედ კრიტიკული აზრის გაქრობისთვის იქმნება. “ქუთაისელებს არ გვიჭირს იმის გაანალიზება, რომ წინააღმდეგობაა საჭირო იმიტომ, რომ, რომ შევხედოთ, […]

“ერთად დავიცვათ ევროპული მომავალი” – 15 აპრილის აქციას ილიაუნის სტუდენტები შეუერთდებიან

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 15 აპრილს, ქართული ოცნების მიერ ხელახლად ინიცირებული რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციას მსვლელობით შეუერთდებიან. ილიაუნის სტუდენტები უნივერსიტეტის შენობიდან პარლამენტამდე მსვლელობას 11:00 საათზე დაიწყებენ “15 აპრილს, 11 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ვერთიანდებით რუსული კანონის წინააღმდეგ. მსვლელობით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან პარლამენტამდე, რათა ერთად დავიცვათ ჩვენი ევროპული მომავალი. 15 აპრილს იურიდიული კომიტეტი განიხილავს კანონპროექტს, […]

პაპუაშვილს აინტერესებს, ლაზარეს განაჩენის შემდეგ NGO-ები და ოპოზიცია მოიხდიან თუ არა ბოდიშს

პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს აინტერესებს, ლაზარე გრიგორიადისის საქმის განაჩენის შემდეგ აპირებენ თუ არა არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიცია ბოდიშის მოხდას. ყაზახეთში ვიზიტით მყოფი სპიკერი აცხადებს, რომ ლაზარეს მიმართ ყველა ბრალდება და ეჭვი სასამართლომ დაადასტურა. “ის ჯგუფები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიცია, რომლებიც ერთხმად თავს ესხმოდნენ ქართულ მართლმსაჯულებას და მათ შორის ბრალდების მხარეს და უნდოდათ პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანა […]

იოსელიანი: გრიგორიადისის უკვე დასრულებულ საქმეს სასამართლოდან გამოვითხოვთ და შევისწავლით

სახალხო დამცველის ლევან იოსელიანის თქმით, ომბუდსმენის აპარატი მარტის აქციების შემდეგ დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის დასრულებულ საქმეს სასამართლოდან გამოითხოვს და დამატებით შეისწავლის. ეს განცხადება ომბუდსმენმა დღეს გააკეთა, მას შემდეგ, რაც სასამართლომ მარტის აქციების შემდეგ დაკავებულ აქტივისტს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. “ლაზარესთან დაკავშირებით რამდენჯერმე გავაკეთე კომენტარი, რომ როდესაც დასრულდებოდა მისი საქმე, ჩვენ დამატებით დავუბრუნდებოდით ამ საქმის შესწავლას. […]

საქართველოდან ოქროს ექსპორტი 2 მლნ დოლარით შემცირდა – რამდენი მილიარდის ოქრო შეიძინეს ცენტრალურმა ბანკებმა ბოლო წლებში?

მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში ოქროს ექსპორტის წლიურად 14.2%-ით, 16 მლნ დოლარიდან 14 მლნ დოლარამდე შემცირდა. გლობალურად ფასის ზრდამ ექსპორტის საშუალო ფასზეც იმოქმედა, რომელიც წლიურად 17.0%-ით გაიზარდა. ინფორმაციას Galt&Taggart აქვეყნებს. რაც სეეხება მსოფლიოში არსებულ ტენდენციას, 2024 წლის მარტში ოქროს ფასი თვიურად 9.1%-ით გაიზარდა (+8.1% 1კვ24-ში). გასული კვარტლის განმავლობაში ძვირფასმა მეტალმა არაერთხელ მიაღწია რეკორდულ ნიშნულს. ზრდის განმაპირობებელი ფაქტორებია: […]

სემეკი რეგულირებად კომპანიებში მარეგულირებელ აუდიტს ამკაცრებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) რეგულირებად სექტორებში მოქმედ რეგულირებად კომპანიებში მარეგულირებელ აუდიტს ამკაცრებს. სემეკის გადაწყვეტილების შესაბამისად, გეგმურ მარეგულირებელ აუდიტთან ერთად სისტემატურად მოხდება არაგეგმური მარეგულირებელი აუდიტის განხორციელება, რაც გულისხმობს რეგულირებული კომპანიების ფინანსური და ტექნიკური მდგომარეობის, მათ მიერ განხორციელებული შესყიდვების მიზნობრიობის შესწავლას, დანახარჯების რეგულირებად საქმიანობასთან კავშირის/საჭიროების დადგენას, მიზანშეწონილობისა და გონივრულობის განსაზღვრას. სემეკში სპეციალური დეპარტამენტი […]

გერმანიის კანცლერი საქართველოს პრემიერს შეხვდა

გერმანიის კანცლერი საქართველოს პრემიერს შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფება. გერმანიის ფედერალურ კანცელარიაში საქართველოს მთავრობის მეთაურის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ირაკლი კობახიძეს, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა ოლაფ შოლცმა უმასპინძლა. ირაკლი კობახიძისა და ოლაფ შოლცის პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება, რომელშიც ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მიიღებენ მონაწილეობას.