„ოცნების“ მთავრობის ექს-მინისტრი ხელისუფლების მომხრეებს და საჯარო სექტორს მიმართავს

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი (2015-2018 წწ) მიხეილ ჯანელიძე „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის და საჯარო სექტორის საყურადღებოდ აქვეყნებს ვრცელ ხედვას მიმდინარე პოლიტიკური პროცესის შესახებ. „ნეტგაზეთი“ უცვლელად გთავაზობთ ჯანელიძის პოსტს. „ყოველგვარი პოლიტიკური თუ სხვა ინტერესის გარეშე (კერძო სექტორში წარმატებით ვსაქმიანობ ქვეყნის გარეთ უკვე რამდენიმე წელია), გარდა ერთისა, ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისა და ევროპული მომავლისა, მინდა ცოტა ვრცლად დავწერო ჩემი, […]

პაატა მანჯგალაძე – არ ავარევინებთ „ქართულ ოცნებას“

„ქართული ოცნება“ გეგმავს პროვოკაციას ოპოზიციის მისამართით, მათ შორის არის ფიზიკური დაპირისპირების რისკი – ორშაბათს და სამშაბათს ძალიან მძიმე დღეები იქნება, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ თვლის, რომ გასულ წელს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რბილი იყვნენ, წელს კი მკაცრი უნდა იყვნენ. როგორც მანჯგალაძე აღნიშნავს, […]

გერმანიის თავდაცვის მინისტრი უკრაინის წინააღმდეგ ვლადიმერ პუტინის ომს ჰიტლერის გერმანიის მიერ 1938 წელს ჩეხოსლოვაკიის ტერიტორიის ანექსიას ადარებს

გერმანიის თავდაცვის მინისტრი, ბორის პისტორიუსი უკრაინის წინააღმდეგ ვლადიმერ პუტინის ომს ჰიტლერის გერმანიის მიერ 1938 წელს ჩეხოსლოვაკიის ტერიტორიის ანექსიას ადარებს და აცხადებს, რომ ევროპა რუსეთის ფედერაციის მხრიდან ფართომასშტაბიანი შეტევისთვის უნდა მოემზადოს. მისი თქმით, ვლადიმერ პუტინი არ გაჩერდება, როცა უკრაინის წინააღმდეგ ომი დასრულდება. „მანაც გარკვევით თქვა ეს. ისევე ნათლად, როგორც ჰიტლერმა, რომელიც ასევე ყოველთვის ამბობდა, რომ არ […]

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე, ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, სამუშაო ვიზიტით ჩეხეთში იმყოფებოდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე, ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, ჩეხეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა მორავიის კარსტის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციაში, სადაც საქართველოს და ჩეხეთის მხარის წარმომადგენლებმა ტყის და დაცული ლანდშაფტის მართვის პრინციპებზე იმსჯელეს. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ტყის სექტორის მართვის რეფორმის ფარგლებში, აქტიურად მიმდინარეობს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება. […]

რატი ბრეგაძე სომხეთის რესპუბლიკის პარლამენტის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს შეხვდა

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სომხეთის რესპუბლიკის პარლამენტის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელ რუბენ რუბენიანს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, რატი ბრეგაძემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ინტენსიურ ურთიერთობას ხელს უწყობს საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პარლამენტებს შორის მოქმედი მეგობრობის ჯგუფი, რომლის ფარგლებშიც ყოველწლიურად იმართება თემატური შეხვედრები. „მინისტრის თქმით, მე-5 სამართლებრივი ფორუმი კიდევ უფრო […]

პარლამენტი ფიზიკური პირებისთვის 2021 წლის 1-ელ იანვრამდე დარიცხული საგადასახადო დავალიანებების და შესაბამისი საურავების ჩამოწერის თაობაზე პროექტს დაჩქარებული წესით განიხილავს

პარლამენტს დაჩქარებული წესით განსახილველად წარედგინა კანონის პროექტი, რომელიც ფიზიკური პირებისთვის 2021 წლის 1-ელ იანვრამდე დარიცხული საგადასახადო დავალიანებების და შესაბამისი საურავების ჩამოწერას ითვალისწინებს. ამავე პროექტით, საგადასახადო შეღავათები წესდება ე.წ. ოფშორში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს ყველა აქტივზე საკუთრების უფლების საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის ოპერაციებზე, რომლებიც 2028 წლის 1-ელ იანვრამდე განხორციელდება. ამ მიმართულებით “საგადასახადო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა […]

რიგით მე-5 სომხურ-ქართული სამართლებრივი ფორუმის ფარგლებში, რატი ბრეგაძე სომეხ კოლეგას შეხვდა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სომხეთის იუსტიციის მინისტრ გრიგორ მინასიანს შეხვდა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, გრიგორ მინასიანთან შეხვედრაზე რატი ბრეგაძემ ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ფორმატში სამართლებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მნიშვნელობასა და ორმხრივი სექტორული თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრა. მინისტრმა შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა ორ ქვეყანას შორის სამართლებრივი რეგულაციების გამარტივებაზე რაც, თავის მხრივ, დადებითად აისახება ორი ქვეყნის ეკონომიკების განვითარებაზე. […]

“ლუფტანზამ” თეირანში ფრენები შეწყვიტა

გერმანულმა აივახაზებმა “ლუფთანზამ” თეირანში ფრენები შეწყვიტა. მიზეზი ახლო აღმოსავლეთში არსებული რთული სამხედრო მდგომარეობაა. ირანულმა ახალი ამბების სააგენტომ, სოციალურ პლატფრომა “ექსზე” არაბული ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, თეირანის თავზე საჰაერო სივრცე სამხედრო წვრთნების გამო დახურულია. თუმცა, მოგვიანებით, მათ ეს ანგარიში წაშალეს და უარყვეს, რომ მსგავსი ახალი ამბავი გაუვრცელებიათ. “ლუფთანზა” და მისი შვილობილი ავსტრიული ავიახაზები ერთადერთი დასავლური ავიაკომპანიაა, […]

რუსეთმა უკრაინის სამხრეთ და ჩრდილოეთ ნაწილებზე მორიგი შეტევა განახორციელა

რუსეთმა უკრაინაზე მორიგი სამხედრო შეტევა განახორციელა. მიზანში ამჯერად უკრაინის სამხრეთი და ჩრდილოეთ ნაწილები იყო ამოღებული. გარცელებული ინფორმაციით, თავდასხმას ხარკივისა და ოდესის რეგიონებში 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ოდესის სამხრეთით, საღამოს განხორციელებულმა სარაკეტო თვდასხმამ ოთხი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მათ შორის იყო 10 წლის გოგონა. დაშავებულია 14-ზე მეტი. ინფორმაციას ამის შესახებ გუბერნატორი ოლეჰ კიპერი ავრცელებს. “ტელეგრამის” აპლიკაციაში გამოქვეყნებულ […]

ირაკლი კობახიძე ოლაფ შოლცს შეხვდა

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე გერმანიის კანცლერ, ოლაფ შოლცს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობილია, რომ დახვედრის ცერემონიალის შემდეგ მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება. გერმანიის ფედერალურ კანცელარიაში საქართველოს მთავრობის მეთაურის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ირაკლი კობახიძეს, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა ოლაფ შოლცმა უმასპინძლა. ირაკლი კობახიძისა და ოლაფ შოლცის პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მოლაპარაკებები […]