გერმანიაში ირაკლი კობახიძის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფება. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გერმანიის ფედერალურ კანცელარიაში საქართველოს მთავრობის მეთაურის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ირაკლი კობახიძეს, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა ოლაფ შოლცმა უმასპინძლა. ირაკლი კობახიძისა და ოლაფ შოლცის პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება, რომელშიც ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მიიღებენ მონაწილეობას.

შალვა პაპუაშვილი – დადასტურდა, რომ ლაზარე გრიგორიადისი არის დამნაშავე – საინტერესოა, ჯგუფები, რომლებიც მართლმსაჯულებას თავს ესხმოდნენ, ბოდიშის მოხდას აპირებენ თუ არა

მნიშვნელოვანია, რომ დადასტურდა ეჭვი, რაც არსებობდა მასთან დაკავშირებით, რომ ის დამნაშავეა პოლიციელის მიმართ „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლაში და მცდელობაში, რომ ადამიანი ცოცხლად დაეწვა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ახლა როდესაც ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე სასამართლოს განაჩენი დადგა, ახლა საინტერესოა იმ ჯგუფების, არასამთავრობო ორგანიზაციების და ოპოზიციის პოზიცია, რომლებიც ერთხმად თავს ესხმოდნენ […]

მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე საქართველოში გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მისიის ხელმძღვანელს, კემლინ ფურლის შეხვდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მხარეებმა, თავშესაფრის მაძიებლებისთვის, ლტოლვილებისთვის, მოქალაქეობის არ მქონე პირების საინტეგრაციო მხარდაჭერასა და საერთაშორისო დაცვის ქვეშ მყოფი პირების უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ისაუბრეს. განიხილეს დევნილთა პოლიტიკისა და პრაქტიკის გაუმჯობესების […]

ჯაბა სამუშია თსუ-ს კომპიუტერული სპორტის კლუბის პრეზენტაციას დაესწრო

საქართველოს საუნივერსიტეტო სივრცეში პირველად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კომპიუტერული სპორტის კლუბი დაარსდა. პრეზენტაციაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ სტუდენტებს ახალი კლუბის დაარსება მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. „უკვე სპორტის სახეობად ჩამოყალიბდა კომპიუტერული თამაშების მიმართულება. მთელი მსოფლიო გადადის იმ სამყაროში, სადაც გლობალურ ქსელებს განუზომელი რესურსი აქვს და ამ რესურსების გამოუყენებლობა იქნება დანაშაული. ეს არის […]

ზურაბ ჭიაბერაშვილი – „ქართული ოცნების“ მხრიდან რუსეთისა და ევროპის ერთ სიბრტყეზე დაყენება აჩვენებს, ვის და რას ემსახურება ეს ხელისუფლება

ამ კანონპროექტს „ქართული ოცნება“ განიხილავს, როგორც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნების საშუალებას, ისინი საერთოდ არ ღელავენ ქვეყნის ინტერესზე, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საგარეო მიმართულების მდივანმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა, რომელიც თბილისის მერის, კახა კალაძის მიერ „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა. მისი შეფასებით, კანონპროექტს მხოლოდ კრემლი, მხოლოდ პუტინის მარჯვენა ხელი პესკოვი იწონებენ. „ამ […]

“სოლიდარობა ადიგენის ქართველ მუსლიმებს” – მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გაიმართა

მთავრობის ადმინისტრაციასთან ადიგენში მცხოვრები ქართველი მუსლიმების სოლიდარობის აქცია გაიმართა. მონაწილეები სიმბოლურად შეიკრიბნენ პარასკევს – ლოცვის დღეს, რათა მხარდაჭერა გამოეცხადებინათ თანამოქალაქეებისთვის, რომლებიც ადიგენში ლოცვას ვერ ახერხებენ. “სახელმწიფო არ იჩენს საკმარის ძალისხმევას, რომ ეს კონფლიქტი მოგვარდეს. დღეს არის პარასკევი და სამწუხაროდ, დღეს, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები ვერ ასრულებენ ლოცვას, რაც მიუღებელია. ეს ეწინააღმდეგება კონსტიტუციას”, – ამბობს უფლებადამცველი აქტივისტი, […]

კორპორაციული მდგრადობის ჯილდოს კონკურსზე განაცხადების მიღება დაიწყო

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ინიციატივით, შვედეთისა და USAID–ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის დაფინანსებით, მიმდინარე წლის ოქტომბერში, კორპორაციული მდგრადობის ჯილდოს კონკურსი საქართველოში მეშვიდედ გაიმართება. “კორპორაციული მდგრადობის ჯილდო 2024 “ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის” ქართულ ბაზარზე მოქმედი სწორედ ისეთი ბიზნესისთვისაა განკუთვნილი, რომელიც არის პროგრესული, თანამედროვე, ღირებულებებზე დაფუძნებული; ნომინაციები, ტრადიციულად, გაეროს მიერ 2015 წელს მიღებული მდგრადი განვითარების მიზნების მიხედვით […]

არასამთავრობოები: „ოცნება“ ანტიდასავლური გზავნილებით დასავლური კურსის შეცვლას ცდილობს

არასამთავრობო ორგანიზაციები ფიქრობენ, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ცდილობს, შეცვალოს ქვეყნის ანტიდასავლური კურსი. ამ ეჭვს მათ უმყარებთ მმართველი პარტიის გენერალური მდივნის, კახა კალაძის ბოლო განცხადებაც. „’ქართული ოცნება’ მსგავს გზავნილებს უკვე ღიად ავრცელებს. ბოლო პერიოდში ხელახლა წამოწყებული მასშტაბური ანტიდასავლური კამპანია, რუსული კანონის მიღების მცდელობა და საქართველოს ევროპელი და ამერიკელი მეგობრების მოწოდებების უგულვებელყოფა გვაფიქრებინებს, რომ „ქართული ოცნება” […]

“გამარჯობა, მე ვარ მარიამ ლამაზი მაიამიდან…” – გაიცანით ტიკტოკის ვარსკვლავი, მარიამ ლამაზი და მისი ოჯახი – Marao

სოციალურ ქსელში ბოლო დროს, ალბათ, ბევრ თქვენგანს ერთხელ მაინც შეხვედრია გატეხილი ქართულით მოსაუბრე, მშვენიერი, ენერგიული და მუდამ მხიარული გოგონას ვიდეო, სახელით “მარიამ ლამაზი”. “გამარჯობა, მე ვარ მარიამ ლამაზი მაიამიდან…” – სწირედ ასე იწყებს ის თავის ყოველდღიურ ვლოგებს ტიკტოკზე, სადაც ამერიკულ ცხოვრებას, მაიამისა და საკუთარ ოჯახს მაყურებელს აცნობს. მარიამი ამბობს, რომ 20 წლის იყო, როცა პირველად […]

“როდემდე უნდა ვითმენდეთ ლაყე გოგლიმოგლისტებს?” – შათირიშვილი

რამდენი ხანია არაფერი გამომიქვეყნებია, ვდუმდი და ვდუმვარ, რადგან დავრწმუნდი, სიმართლის თქმა დღევანდელ პირობებში. მთქმელს რომ ავნებს უპირველესად, ეს არაფერია, არავის რომ არ ესმის და მნიშვნელობას კარგავს, ეს არის ხელისჩაქნევის უპირველესი საფუძველი და, ახლა მინდა გითხრათ: როდემდე უნდა ითმენდეს, ე. ი. ვითმენდეთ ქართველი საზოგადოება ლაყე გოგლიმოგლისტებს?.. ვინ არის ეს დოყლაპია, კაცობიდან აცდენილი დოიაშვილი, ასეთი ტრადიციისა და […]