ირაკლი კობახიძე ოლაფ შოლცს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გერმანიის ფედერალურ კანცლერს ოლაფ შოლცს შეხვდა. გერმანიის ფედერალურ კანცელარიაში პირისპირ შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოსა და გერმანიას შორის არსებულ მაღალი დონის პოლიტიკურ დიალოგს და ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკას. პრემიერ-მინისტრმა ფედერალურ კანცლერს ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ხაზი გაესვა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას, როგორც ახალ ეტაპს საქართველო-ევროკავშირის […]
საფრანგეთი მოქალაქეებს ირანში, ისრაელში, ლიბანსა და პალესტინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოგზაურობისგან თავის შეკავებას ურჩევს

საფრანგეთი საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, „აბსოლუტურად თავი შეიკავონ“ ირანში, ლიბანში, ისრაელსა და პალესტინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოგზაურობისგან, – ინფორმაციას CNN-ი საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. უწყების ცნობით, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სტეფან სეჟურნემ სამხედრო ესკალაციის რისკის საკითხზე გამართული შეხვედრის შემდეგ ახალი მითითებები გამოსცა. გადაწყვეტილების თანახმად, ირანის დედაქალაქ თეირანში მყოფი დიპლომატების ოჯახები საფრანგეთში დაბრუნდებიან და საჯარო მოხელეებს […]
ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში „საკურას ყვავილობის დღეები“ გაიმართება

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, 13 და 14 აპრილს „საკურას ყვავილობის დღეები“ გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, წლევანდელი ღონისძიებისთვის ბოტანიკურ ბაღს, იაპონური ბაღის მიმდებარედ ვარდისფრად და თეთრად მოყვავილე საკურას 10 ახალი ნერგი შეემატა. დედაქალაქის მერიის ცნობით, „საკურას ყვავილობის დღეები“ ტრადიციული იაპონური სახვითი ხელოვნების – „შოდოს“ წარმოდგენითა და იაპონური ჩაის ცერემონიით გაიხსნება. […]
“20 წლის ვიყავი, როცა ოჯახი შევქმენი; 21 წლისას პირველი შვილი მეყოლა… მენტალურად გამიჭირდა” – სალიტა ჩუბინიძის ცხოვრება – Marao

წლების წინ სატელევიზიო შოუ „თქვენი შოუ“, რომელშიც მაყურებელმა ბევრი ახალი სახე იხილა, მეტად პოპულარული იყო. მაყურებელმა ძალიან შეიყვარა ამ გუნდის წევრი სალიტა ჩუბინიძეც, მისი და გიორგი აფციაურის დაქორწინების შემდეგ კი სალიტა ეკრანს ჩამოშორდა და წლებია, აღარ ჩანს. სალიტა ჩუბინიძე: თსუში სწავლის დროს „კა-ვე-ენის“ გუნდის წევრი გავხდი და კონცერტებზე გამოვდიოდი. ერთ-ერთ შემაჯამებელ კონცერტზე ცნობილი სახეები იყვნენ […]
მე ეს გერმანიაში ვისწავლე და დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნული კანონი გამჭვირვალობის შესახებ ხელს შეუწყობს ძლიერი, დასაბუთებული, ფუნდამენტური დემოკრატიის ჩამოყალიბებას

მე ეს გერმანიაში ვისწავლე და დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნული კანონი გამჭვირვალობის შესახებ ხელს შეუწყობს ძლიერი, დასაბუთებული, ფუნდამენტური დემოკრატიის ჩამოყალიბებას ვისაუბრეთ კანონზე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ და ამასთან დაკავშირებითაც მინდა რამდენიმე სიტყვა ვთქვა. აღნიშნული კანონი შეესაბამება ყველა ძირითად პრინციპს და ამ კანონს ცოტა ხნის წინ ევროკომისიამაც დაუჭირა მხარი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გერმანიის […]
ოზურგეთის თეატრს ხელმძღვანელის ყურის აწევის არ შეეშინდა

რუსეთი ოკუპანტია! ჩვენ ვირჩევთ ევროპას! – ოზურგეთის დრამატული თეატრის მსახიობებმა სცენაზე რუსეთის საწინააღმდეგო პოსტერი გამოიტანეს. 11 აპრილს ოზურგეთის დრამატული თეატრის ხელმძღვანელმა, ვასილ ჩიგოგიძემ თქვა, რომ მასთან რომ ვინმემ სხვა მსახიობების მსგავსად რუსული კანონის პროტესტი გაბედოს – ყურით გაათრევს სცენიდან. “ხვალ ვინმემ რომ მოინდომოს, ჩემი სცენიდანაც იგივე გაიმეოროს, სცენაზე გავალ, ყურში ხელს წავავლებ და გარეთ გამოვათრევ”. […]
ბელგიამ გამოძიება დაიწყო ევროკავშირის არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევაზე

ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდერ დე კროომ 12 აპრილს განაცხადა, რომ დაიწყო გამოძიება ივნისის საერთოევროპულ არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საკითხზე და თქვა, რომ მისი ქვეყნის დაზვერვის სამსახურმა დაადასტურა არსებობა ქსელისა, რომელიც ცდილობს უკრაინის მხარდაჭერისთვის ძირის გამოთხრას. დე კროომ, რომლის ქვეყანა ახლა ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარეა, თქვა ასევე, რომ „მიზანი სრულიად ცხადია: უკრაინის დახმარების შესუსტება რუსეთს ემსახურება ბრძოლის ველზე […]
კობახიძემ შოლცის კრიტიკის პასუხად “აგენტების კანონის” აუცილებლობაზე ისაუბრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გერმანიაში თავისი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა ე.წ. აგენტების კანონზე, რომელიც მმართველი გუნდის მიერ პარლამენტშია ინიციირებული. კობახიძის სიტყვის ქართულენოვანი თარგმანის მიხედვით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი“ შეესაბამება ყველა ძირითად პრინციპს და „ამ კანონს ცოტა ხნის წინ ევროკომისიამაც დაუჭირა მხარი“. „გამჭვირვალობას ალტერნატივა არ გააჩნია დემოკრატიულ სახელმწიფოში და […]
მარტში ქუთაისის აეროპორტში მგზავრთნაკადი 39%-ით გაიზარდა

აეროპორტების გაერთიანების მონაცემებით, 2024 წლის მარტში ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 39%-ით გაიზარდა. ამავე ცნობით, მარტში დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტით 127,569 მგზავრმა ისარგებლა. (2023 წლის მარტი 91,802 მგზავრი). მგზავრთნაკადის გარდა, წლის დასაწყისში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავიარეისების რაოდენობის კუთხითაც ზრდა იყო. მარტში აეროპორტში რეისები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით […]
„ჩვენი ეკონომიკის მაღალი ზრდა მნიშვნელოვანი ფაქტორია იმისთვის, რომ ბიზნესში და დასაქმებაში ქალების მეტი აქტივობა გვქონდეს“ – ლევან დავითაშვილი

„ქვეყნის ეკონომიკაში ქალების როლი ძალიან დიდია, ჩვენი ეკონომიკის მაღალი ზრდა და ამ კუთხით არსებული პოტენციალი მნიშვნელოვანი ფაქტორია იმისთვის, რომ ბიზნეს საქმიანობასა და დასაქმებაში ქალების უფრო მაღალი აქტივობა გვქონდეს”, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ბიზნესფედერაცია „ქალები მომავლისთვის” ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე. ლევან დავითაშვილმა ღონისძიების მონაწილეებს თავისი ხედვა გააცნო საქართველოს ეკონომიკურ ცხოვრებაში ქალების როლის […]