დეოლიგარქიზაცია, სასამართლო რეფორმები, სამართლიანი არჩევნები – შოლცი რეფორმების აუცილებლობაზე

გერმანიის კანცლერმა “ოცნების” ხელისუფლებას რეფორმები კიდევ ერთხელ შეახსენა და პირდაპირ უთხრა, რომ ევროკავშირში გასაწევრიანებლად აუცილებელია მისი შესრულება. ოლაფ შოლცმა კობახიძესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე, თქვა: უნდა გაგრძელდეს სასამართლო რეფორმა, ასევე საპარლამენტო დარგში რეფორმა, ასევე დეოლიგარქიზაციის შესახებ რეფორმა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს მომავალ არჩევნებს და აუცილებელია, რომ ის სამართლიანად ჩატარდეს. ეს გახლავთ საფუძველი კანდიდატის სტატუსის […]

“ამაზე მეტი ველურობა არის შეუძლებელი” – გვარამია

“ახალის თანათავმჯდომარე, ნიკა გვარამია შოცლთან პრესკონფერენციაზე ირაკლი კობახიძის მხრიდან გახმოვანებულ ბრალდებებს დასავლეთის მიმართ, ეხმაურება და ამბობს: როცა მთავარ ევროპელ ლიდერთან გვერდით დგახარ და ახმოვანებ მესიჯს, რომ დასავლეთი არის ავტორი სახელმწიფო გადატრიალებების თუ წამქეზებელი სახელმწიფო გადატრიალებების, ამაზე მეტი ველურობა არის შეუძლებელი. მინდა ქართველებს მივმართო, რომ სანამ საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე წარმოადგენენ ველურები, ამ ქვეყანას განვითარების შანსი არ […]

ევროკავშირს არ აქვს მსგავსი კანონმდებლობა – შოლცი რუსულ კანონზე

“ევროკავშირს არ აქვს მსგავსი კანონმდებლობა” – გერმანიის კანცლერი პირდაპირ ამბობს, რომ რუსული კანონი ევროკავშირს არ აქვს. კანცლერმა ეს პასუხი ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ გააკეთა. ევროკავშირს არ აქვს მსგავსი კანონმდებლობა. არსებობს დისკუსია იმის შესახებ, რომ ტრანფარენტულობა დამყარდეს სხვადასხვა სფეროში, მაგრამ ეს სრულიად სხვა კონცეფცია გახლავთ და დიდი ალბათობით, არც იქნება გადაწყვეტილი,“ – ამბობს შოლცი.

მიხეილ ჯანელიძე – იმ ადამიანების საყურადღებოდ, ვისთან ერთადაც ევროპული მომავლისთვის მიბრძოლია და „ცალ-ფეხზეც დავმდგარვარ“ – პროპაგანდაა, თითქოს ერთი ბატონი მოვიშორეთ და მეორეს არ დავემონებით

დაუშვებლად მიმაჩნია, პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალის მხრიდან საკუთარი პარტიული ინტერესის კონსტიტუციით გამყარებულ ეროვნულ ინტერესებზე წინ დაყენება და მოსახლეობის პოპულისტური პროპაგანდით მართვა – პროპაგანდაა ის, თითქოს ერთი ბატონი მოვიშორეთ და მეორეს არ დავემონებით, – აღნიშნული განცხადებით ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს ეხმაურება. ჯანელიძე საკითხს სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს უძღვნის, სადაც აღნიშნავს, […]

პაატა მანჯგალაძე – გერმანიის კანცლერმა პირდაპირ თქვა, რომ ეს კანონი არ არის ევროპული – „ქართული ოცნება“ უფრო ახლოს არის „გუთენ ტრაკენის“ სტანდარტთან, ვიდრე ევროპასთან

გერმანიის კანცლერმა ე.წ. აგენტების კანონი ახსენა და პირდაპირ თქვა, რომ ეს კანონი არ არის ევროპული – როგორც აღმოჩნდა, როგორც „ქართულ ოცნებას” ახასიათებს, ის უფრო ახლოს არის “გუთენ ტრაკენის” სტანდარტთან, ვიდრე ევროპასთან, – ასე შეაფასა „სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალურმა მდივანმა პაატა მანჯგალაძემ გერმანიაში ირაკლი კობახიძისა და გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის ერთობლივ პრესკონფერენციაზე შოლცის მიერ “უცხოური გავლენების გამჭვირვალობის […]

მაკა ბოჭორიშვილი შოლცის განცხადებაზე – ევროკავშირის დონეზე ასეთი კანონი განიხილება, მომზადებულია დირექტივა – ევროპარლამენტი ამ კანონპროექტს განიხილავს და დიდი ალბათობით, მას რაღაც ფორმით მიიღებს

ევროკავშირის დონეზე ასეთი კანონი განიხილება, მომზადებულია დირექტივა – ევროპარლამენტი ამ კანონპროექტს განიხილავს და დიდი ალბათობით, მას რაღაც ფორმით მიიღებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რითაც გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის მიერ „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ” გაკეთებული განცხადება შეაფასა. მისივე თქმით, ევროკომისია დირექტივებს ტყუილად არ ამზადებს. როგორც ბოჭორიშვილი აღნიშნავს, არ შეიძლება გამჭვირვალობა საქართველოსთვის […]

ბექა ლილუაშვილი – არშემდგარ პრემიერს ჰქონდა დავალება ერთი გერმანელი დაერწმუნებინა, რომ ეს კანონი არ არის რუსული და ეს ვერ მოახერხა – ნაბიჯ-ნაბიჯ ყველა სიგიჟეს შემოიტანენ დღის წესრიგში, რათა არჩევნებზე გადარჩნენ

არშემდგარ პრემიერს ჰქონდა ერთი ამოცანა, დავალება, ერთი გერმანელი დაერწმუნებინა, რომ ეს კანონი არ არის რუსული და ეს ვერ მოახერხა – ნაბიჯ-ნაბიჯ ყველა სიგიჟეს შემოიტანენ დღის წესრიგში, რათა არჩევნებზე გადარჩნენ, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის” დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც შეაფასა გერმანიაში ირაკლი კობახიძისა და გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის ერთობლივ პრესკონფერენციაზე შოლცის მიერ “უცხოური გავლენების […]

წყალტუბოს ბალნეოლოგიური ცენტრის აღდგენა იწყება – „ალდაგმა“ ნახევარ მილიონ ლარზე მეტი აანაზღაურა

წყალტუბოს ბალნეო სარეაბილიტაციო ცენტრი, ხანძრის შემდეგ პირვანდელ სახეს იბრუნებს და მაისში, განახლებულ მდგომარეობაში დაიწყებს ფუნქციონირებას. აღნიშნულ ინფორმაციას სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“ ავრცელებს. მათი ცნობით, ზიანის ასანაზღაურებლად, „ალდაგმა“, ნახევარ მლნ ლარზე მეტი უკვე გასცა. წყალტუბოს ბალნეო სარეაბილიტაციო ცენტრი ქონების დაზღვევის პროდუქტით სარგებლობდა. დაზღვევისგან მიღებული თანხით ხანძრისგან დაზიანებული ნაწილები სრულად აღდგება და ცენტრი დასრულებული იერსახით გააგრძელებს ოპერირებას. „Park […]

ლევან დავითაშვილი – ჩვენი ეკონომიკის მაღალი ზრდა მნიშვნელოვანი ფაქტორია იმისთვის, რომ ბიზნესში და დასაქმებაში ქალების მეტი აქტივობა გვქონდეს

ქვეყნის ეკონომიკაში ქალების როლი ძალიან დიდია, ჩვენი ეკონომიკის მაღალი ზრდა და ამ კუთხით არსებული პოტენციალი მნიშვნელოვანი ფაქტორია იმისთვის, რომ ბიზნეს საქმიანობასა და დასაქმებაში ქალების უფრო მაღალი აქტივობა გვქონდეს, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ბიზნესფედერაცია „ქალები მომავლისთვის“ ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. ლევან დავითაშვილმა ღონისძიების მონაწილეებს საქართველოს ეკონომიკურ ცხოვრებაში ქალების როლის გააქტიურების […]

ირაკლი ზარქუა სებ-ის საბჭოს წევრების შესარჩევ კომისიაზე – ვინც კომისიაში არიან, ქვეყანას უმუხთლეს, მცდელობა ჰქონდათ ჩამოეშალათ და ეროვნული ბანკის პარალიზება მოეხდინათ, ამ ხალხისგან დაკომპლექტებული კომისიისგან რას უნდა ველოდოთ – არაფერს კარგს

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ზარქუა სალომე ზურაბიშვილის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების შესარჩევ კომისიასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ „ვინც კომისიაშია, თავის დროზე ქვეყანას უმუხთლეს“. „ვინც არიან კომისიაში, თავის დროზე ქვეყანას უმუხთლეს. მცდელობა ჰქონდათ, ჩამოეშალათ და ეროვნული ბანკის პარალიზება მოეხდინათ. ასეთი ადამიანების შერჩეული რა იქნება. ისევ იქნება ცალ ფეხზე მდგომი, […]