ხაზარაძე: ლაზარეს დაშინებით, ხელისუფლებას უნდა, რომ ახალგაზრდები დააშინოს

დღეს სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მაგრამ, სანამ ეს სხდომა გაიმართებოდა, ეს განაჩენი 1 წლით ადრე მოვისმინეთ, როცა ირაკლი ღარიბაშვილმა და ქართულმა ოცნებამ ლაზარეს, პრაქტიკულად, პოლიტიკური განაჩენი გამოუტანეს და მისი გასამართლება მხოლოდ ამის შემდეგ მოხდა იმ სასამართლოსა და მოსამართლეების მიერ, რომლებიც კორუმპირებულები, პოლიტიკურად მართულები და მმართველი გუნდისა და ივანიშვილის მხრიდან დამორჩილებულები არიან. ამიტომ, პრეზიდენტისგან […]

„საგაზაფხულო ბაზრობა 2024“ „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით გაიმართება

„ქალთა საერთაშორისო ასოციაცია საქართველოს“ (IWAG) ორგანიზებითა და „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა „საგაზაფხულო ბაზრობა 2024“ გაიმართება. ღონისძიებას 14 აპრილს სასტუმრო „პარაგრაფი“ უმასპინძლებს.

VIDEO: “გიორგი ქოჩორაშვილი რომ დღეს ეროვნული ნაკრების წევრია, ჩემი პატარა დამსახურებაც არის” – როგორ ეხმაურება კახა კალაძე ქოჩორაშვილს

ქოჩორაშვილსა და კალაძეს შორის სკანდალი გრძელდება: “რატომ გაგიკვირდათ როინ ქოჩორაშვილის, ნაცია. რა არის ამაში პრობლემა, როინ ქოჩორაშვილი არის ნაცი, გახარიას პარტიის წარმომადგენელია. ხომ იცით ჩემზე უკეთესად? რატომ გიკვირთ, რა არის ამაში გასაკვირი? […] ჩვენ ყველას გვინდა ევროპა. თქვენ როგორ ფიქრობთ, მე არ მინდა ევროპა? მაგრამ პირველ რიგში, ევროპა საქართველოში მინდა.” – დაწერა კახა კალაძემ რამდენიმე […]

დელ პიერო: ჩემი აზრით, გრიზმანი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია

ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა ალესანდრო დელ პიერომ “ატლეტიკოს” შემტევის, ანტუან გრიზმანის შესახებ ისაუბრა. ვეტერანი თავდამსხმელის თქმით, ფრანგი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. “ვფიქრობ, გრიზმანი დღესდღეობით მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. ზოგმა შეიძლება პირველ, მეორე ან მესამე ადგილზე გაიყვანოს, თუმცა ნამდვილად საუკეთესოთა შორისაა. ის არის მოთამაშე, რომელსაც თამაშის ბედის შეცვლა შეუძლია”, – განაცხადა დელ პიერომ CBS Sport-თან ინტერვიუში. შეგახსენებთ, გრიზმანმა […]

ევრო 2024 | ბილეთების შეძენის წესები

ქართველი გულშემატკივრებისთვის ევროპის ჩემპიონატის ბილეთების შეძენა უეფას ბილეთების პორტალზე იქნება შესაძლებელი – https://www.uefa.com/euro2024/ticketing/ პორტალზე შესასვლელად საჭიროა შექმნათ პირადი გვერდი ან ასეთის არსებობის შემთხვევაში, გაიაროთ ავტორიზაცია. მომხმარებლის სრულყოფილი პროფილის შესაქმნელად დაგჭირდებათ საიტზე არსებული აუცილებელი ველების შევსება: სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი ან პასპორტის ნომერი, საცხოვრებელი მისამართი, მობილური ტელეფონის ნომერი და ელ-ფოსტის მისამართი. ბილეთების გაყიდვის პროცესის […]

“დიდი იმედი მაქვს, პრეზიდენტი ამ გადაწყვეტილებას მიიღებს” – დეკანოიძე ლაზარეს შეწყალებაზე

ევროოპტიმისტების წევრი, ხატია დეკანოიძე იმედოვნებს, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლაზარე გრიგორიადისს შეიწყალებს. “ეს 9 წელიც ძალიან ცინიკურია, გულწრფელად რომ გითხრათ. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, მიუხედავად დაშინებისა, რეპრესიისა, მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყანაში სასამართლო არ არსებობს, რომელიც რეალურად, ჩვენი უფლებების, ადამიანის უფლებების საკუთრების დაცვას მოემსახურება, სამწუხაროდ, ხდება ასეთი რეპრესიული მიდგომა. შეწყალებაზე მე დიდი იმედი […]

კობახიძე: უცხოური ორგანიზაციები მიზნების მისაღწევად ინვესტირებას ახდენენ ქართულ NGO-ებში

პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ გერმანიის კანცლერთან ოლაფ შოლცთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე უცხოური და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები გააკრიტიკა. კობახიძემ ოცნების მიერ ინიცირებული რუსული კანონის “მნიშვნელობაზე” ისაუბრა და ირწმუნებოდა, რომ უცხოური ორგანიზაციები საქართველოს გარკვეულ ორგანიზაციებში ინვესტირებას ახდენენ, რათა თავიანთ მიზნებს მიაღწიონ. “ეს არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ საქართველოს მთავრობის ოპერატიულობა შევინარჩუნოთ. უნდა არსებობდეს გარკვეული, მინიმალური ზღვარი გამჭვირვალობისა. […]

„საქართველოს ელექტროენერგიის ბაზარი: სამომავლო პერსპექტივები“ – თიბისი კაპიტალმა ახალი პუბლიკაცია წარადგინა

თიბისი კაპიტალმა, ელექტროენერგიის ბაზრის წამყვან მოთამაშეებთან ერთად, ელექტროენერგიის მოხმარების, გენერაციისა და ფასის ტენდენციები, ბაზრის სამომავლო განვითარება, ექსპორტის პოტენციალი და დარგში ინვესტირებამდე გასათვალისწინებელი ფაქტორები მიმოიხილა. საქართველოს ელექტროენერგიის ბაზარზე, ბოლო 28 წლის განმავლობაში, 1996 წელს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს შექმნიდან, 2023 წელს ელექტროსადგურების მშენებლობის ხელშემწყობი ახალი მექანიზმის ამოქმედებით დასრულებული, არაერთი გარდამტეხი ცვლილება განხორციელდა. 2015-2023 წლის პერიოდში, საქართველოში ელექტროენერგიის სექტორში […]

მატყუარა, თუ უვიცი? – “ვარწმუნებდი კანცლერს” – კობახიძის არგუმენტები და შოლცის პასუხები

რუსული კანონი იყო ერთ–ერთი მთავარი სასაუბრო თემა პრემიერ ირაკლი კობახიძესა და გერმანიის კანცლერს შორის. ირაკლი კობახიძე შოლცის მთავარ კრიტიკულ გზავნილებზე საჯაროდ პასუხის გაცემისას, ამბობს, რომ ის უმტკიცებდა შოლცს, რომ ამ კანონის მიზანი გამჭვირვალობაა. თუმცა, როგორც ჩანს, ვერ დაუმტკიცა, ან როგორ დაუმტკიცებდა, როცა დასავლეთის გრანტები ისედაც გამჭვირვალეა და როცა ქვეყანა, რომლის მიწაზეც ამწუთებშიც ავლებს მავთულხლართებს რუსეთი, […]

იმედია, კანონს უკან გაიწვევთ! – გერმანია საქართველოს

იმედი მაქვს, ამ კანონს ისევ უკან გაიწვევთ – გერმანიაში ჩასული ირაკლი კობახიძე ოლაფ შოლცმა რუსული კანონის გამო ღიად გააკრიტიკა. გემანიის კანცლერმა ერთობლივ კონფერენციაზე საქართველოს პრემიერს პირდაპირ უთხრა, რომ უკმაყოფილოა რუსული კანონის უკან შემობრუნებით და იქვე აღნიშნა, რომ კანონპროექტი ზუსტად შარშანდელის ანალოგია. ჩვენ, მთელი ევროკავშირი ძალიან კრიტიკულად ვუყურებთ ე.წ. აგენტების შესახებ კანონს. ახალი კანონპროექტი, ფაქტობრივად, არ […]