Politico-ს ცნობით, ევროკომისიამ საქართველოს „რუსული კანონის“ უკან გაწვევისკენ მოუწოდა

Politico-ს ცნობით, ბრიუსელი შიშობს, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის საბოტაჟს მისივე მთავრობა ახორციელებს. გამოცემა წერს, რომ თბილისში საპროტესტო მოძრაობა დაიწყო საკამათო კანონპროექტის გამო, რომელიც „რუსულ კანონმდებლობას მოგვაგონებს“. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გარდა, სტატიაში საუბარია ჰომოფობიური ხასიათის კანონპროექტებზე. „რეპრესიული კანონპროექტები, რომლებიც, ბრიუსელის თქმით, ეწინააღმდეგება ქვეყნის სავარაუდო ევროკავშირის ტრაექტორიას — ბადებს კითხვებს მმართველი პარტიის ზრახვებთან დაკავშირებით. […]

არჩევნების თავისუფლად და სამართლიანად ჩატარება კანდიდატის სტატუსის შემდეგი პროცესის საფუძველი იქნება – შოლცი

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების თავისუფლად და სამართლიანად ჩატარება საფუძველი იქნება იმისა, თუ როგორ გაგრძელდება საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ. ეს განცხადება შოლცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან ერთად პრესკონფერენციისას გააკეთა. “მომავალი საპარლამენტო არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ისინი თავისუფლად და სამართლიანად ჩატარდეს. ეს გახლავთ […]

PHOTO: საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, საბა კვირკველია სოციალურ ქსელში კახა კალაძესთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, საბა კვირკველია სოციალურ ქსელში თბილისის მერ, კახა კალაძესთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს. შეგახსენებთ, რომ კახა კალაძემ გიორგი ქოჩორაშვილს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოს შემდეგ განცხადება გააკეთა და თქვა რომ მამამისი “ნაცია”. ნახეთ ფოტო:

სრული სიგიჟე – “ალ იტიჰადის” ფეხბურთელი მარცხის შემდეგ გაროზგეს [VIDEO]

საუდის არაბეთის სუპერთასის ფინალში “ალ იტიჰადი” “ალ ჰილალთან” 1:4 განადგურდა. “ალ ჰილალის” მხრიდან დუბლი ალ დავსარიმ და მალკომმა შეასრულეს, “ალ იტიჰადის” მხრიდან კი ერთი გოლის გატანა ჰამდალამ მოახერხა. მატჩის დასრულების შემდეგ “ალ იტიჰადის” ფეხბურთელი გულშემატკივარმა ტრიბუნებიდან გაროზგა. შეგახსენებთ, “ალ ჰილალმა” საუდის არაბეთის სუპერთასი მეოთხედ მოიგო.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6709 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6709 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6709 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6720 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0011 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8453 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8663 ლარს შეადგენდა. […]

„საგაზაფხულო ბაზრობა 2024“ „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით გაიმართება

„ქალთა საერთაშორისო ასოციაცია საქართველოს“ (IWAG) ორგანიზებითა და „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა „საგაზაფხულო ბაზრობა 2024“ გაიმართება. ღონისძიებას 14 აპრილს სასტუმრო „პარაგრაფი“ უმასპინძლებს. ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, შეიძინონ ადგილობრივი წარმოების მრავალფეროვანი პროდუქცია. მათ შორის, საგაზაფხულო თემატიკის ნაკეთობები, ხელნაკეთი სამკაულები, ქართველი დიზაინერების მიერ შექმნილი სამოსი და აქსესუარები. გამოფენა-გაყიდვიდან შემოსული თანხა კი სრულად მოხმარდება საქველმოქმედო პროექტების დაფინანსებას, […]

კობახიძე: ვერავინ იტყვის, რომ ფინანსების საჯაროობა ცუდად აისახება NGO-ების საქმიანობაზე

მე უკვე აღვნიშნე, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონი სრულად შეესაბამება სამართლებრივ პრინციპებს. ჩვენ მზად ვართ, რომ ეს დისკუსია ჩვენს ევროპელ, ამერიკელ თუ ადგილობრივ ქართველ პარტნიორებთან წარვმართოთ, ჩვენი პოზიციები ძალიან მყარია, ეს კანონი ძალიან მოკლეა და ერთადერთი, რასაც აღნიშნული კანონი ითვალისწინებს, არის ყოველწლიური გასაჯაროება ფინანსებისა არასამთავრობოების მხრიდან. ვერავინ ვერ იტყვის იმას, რომ ფინანსების გასაჯაროება შეიძლება უარყოფითად აისახოს […]

ჩერგოლეიშვილი ლაზარეზე: პრეზიდენტის მხრიდან ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება შეწყალებაა

ლაზარე გრიგორიადისი არის უდანაშაულო, სახელმწიფოს მის წინააღმდეგ არ გააჩნია არცერთი მტკიცებულება, ეს ძალიან ნათლად არის მოცემული ევროპული საქართველოს და თავისუფლების ინსტიტუტის პროექტში “ლაზარეს 12 მსაჯული”. პრეზიდენტს ამის შესახებ აქვს ინფორმაცია და ვისაც აქვს შესაძლებლობა, რომ უდანაშაულო ადამიანი გაათავისუფლოს და არ ათავისუფლებს, ის, ბუნებრივია, ევროპაში ინტეგრაციაზე ვერ ისაუბრებს, ამ საუბარს ლეგიტიმაცია არ ექნება. ამიტომ, ვფიქრობ, რომ […]

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6709 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6709 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6709 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6720 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0011 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8453 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8663 ლარს შეადგენდა. […]

ირაკლი კობახიძე – დარწმუნებული ვარ, რომ გერმანიის ინტერესი საქართველოს მიმართ კიდევ უფრო გაიზრდება მას შემდეგ, რაც საქართველოს ეროვნული ნაკრები ისტორიაში პირველად მიიღებს მონაწილეობას ევროპის ჩემპიონატზე

დარწმუნებული ვარ, რომ გერმანიის ინტერესი საქართველოს მიმართ კიდევ უფრო გაიზრდება მას შემდეგ, რაც საქართველოს ეროვნული ნაკრები მიმდინარე წლის ივნისში ქვეყნის დამოუკიდებლობის პერიოდში პირველად, ისტორიაში პირველად, სწორედ, გერმანიაში მიიღებს ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა გერმანიის კანცლერი საქართველოში საპასუხო ვიზიტით მოიწვია. „დარწმუნებული […]