BSU-ს სტუდენტები: ჩვენ გვართმევენ ჩვენივე მოპოვებულ კანდიდატის სტატუსს, გვართმევენ ევროპას

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ განცხადებას ავრცელებენ და 15 აპრილს სასწავლებელთან შეკრებას აანონსებენ. განცხადებაში წერია, რომ “ოცნებამ სიტყვა გატეხა”, ხოლო ახალგაზრდებს ევროპული მომავალი სურთ. ზუსტად ერთი წლის წინ ჩვენი აქციებით შეშინებულმა ხელისუფლებამ უკან დაიხია, რუსული კანონი გაიწვია და პირობა დადო, რომ აღარასდროს აღარ შემოიტანდა. ოცნებამ სიტყვა გატეხა, გადაგვაგდო. ეროვნული ნაკრების წარმატებით […]

„არა რუსულ კანონს!” – ქუთაისში სამოქალაქო სექტორის და მედიის აქცია გაიმართა

„არა რუსულ კანონს”, – ამ დევიზით ქუთაისში სამოქალაქო სექტორის და მედიის წარმომადგენლების აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეების თქმით, „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული კანონპროექტის კანონად ქცევის შემთხვევაში ქვეყანაში მესამე სექტორისა და კრიტიკული მედიის დიდი ნაწილი აღარ იარსებებს. „რუსული კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. რაც შეეხება იმ მოტივს, თითქოსდა გამჭვირვალობის და სამართლიანობის მოტივით არის ნაკარნახევი ამ […]

ის, რაც პრესკონფერენციაზე თარჯიმანმა იკადრა, არის მიზანმიმართული ბოროტება! კანცლერ შოლცს “აგენტების კანონი” არ უხსენებია – სასწრაფოდ უნდა გაირკვეს ვინ თარგმნიდა მის საუბარს, რომ ამ პოლიტიკურ სკანდალს ნათელი მოეფინოს

ის, რაც პრესკონფერენციაზე თარჯიმანმა იკადრა, არის მიზანმიმართული ბოროტება! კანცლერ შოლცს “აგენტების კანონი” არ უხსენებია – სასწრაფოდ უნდა გაირკვეს ვინ თარგმნიდა მის საუბარს, რომ ამ პოლიტიკურ სკანდალს ნათელი მოეფინოს პრემიერ კობახიძის და კანცლერ შოლცის პრესკონფერენციას გერმანულ ენაზე ვუსმინე. შემდეგ ჩავრთე ქართული არხი და კიდევ ერთხელ ვუსმინე ქართულად. ის, რაც თარჯიმანმა იკადრა, არის მიზანმიმართული ბოროტება! კანცლერ შოლცს […]

ბრიფინგს პოლიტიკურად ანგაჟირებული ნაცმოძრაობის მეხოტბე რომ თარგმნის, კი არის მისი ნათარგმნი გადასამოწმებელი. ბატონ შოლცს საერთოდ არ უხსენებია სიტყვა ” აგენტი”, მაგრამ ნაცმოძრაობის მეხოტბემ თარგმანიც გააყალბა

ბრიფინგს პოლიტიკურად ანგაჟირებული ნაცმოძრაობის მეხოტბე რომ თარგმნის, კი არის მისი ნათარგმნი გადასამოწმებელი. ბატონ შოლცს საერთოდ არ უხსენებია სიტყვა ” აგენტი”, მაგრამ ნაცმოძრაობის მეხოტბემ თარგმანიც გააყალბა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გრეტა წიწავა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის ერთობლივ პრესკონფერენციას გამოეხმაურა. დეპუტატი აღნიშნავს, რომ ბრიფინგს პოლიტიკურად ანგაჟირებული, „ნაციონალური მოძრაობის“ მეხოტბე […]

კანცლერმა დაადასტურა, რომ მსგავსი კანონპროექტი არის ევროკავშირშიც, ოღონდ არც ერთი მოსწონს და არც მეორე

კანცლერმა დაადასტურა, რომ მსგავსი კანონპროექტი არის ევროკავშირშიც, ოღონდ არც ერთი მოსწონს და არც მეორე აბა, რუსული კანონიო?! შოლცმა, იმედია, არც ევროკავშირში დაინიცირებულ კანონს მივიღებთ და არც საქართველო მიიღებს იგივე კანონსო. ანუ, კანცლერმა დაადასტურა, რომ მსგავსი კანონპროექტი არის ევროკავშირშიც, ოღონდ არც ერთი მოსწონს და არც მეორე, – ასე ეხმიანება პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი […]

“ხელისუფლება აწყობს გადატრიალებას – ხალხი უფლებამოსილია დროებით აიღოს ხელში ძალაუფლება” – ხუხაშვილი

პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი: საქართველოს კონსტიტუცია ითხოვს, რომ ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთოს ევროინტეგრაციისთვის. ხელისუფლება არა თუ ყველაფერს არ აკეთებს ამისთვის, არამედ ფაქტობრივი საბოტაჟით არის დაკავებული და ეს დასტურდება ევრო-კავშირის პრაქტიკულად ყველა ლიდერის შეფასებებით. ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლება გასულია კონსტიტუციური ფარგლებიდან, ანუ აწყობს “რბილი ფორმით” სახელმწიფო გადატრიალებას. ასეთ დროს, ქართველი ხალხი უფლებამოსილია დროებით აიღოს ხელში ძალაუფლება და აიძულოს […]

“ქართულ ოცნებას აქვს ორი არჩევანი” – ხაზარაძე

“ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე ეხმაურება ირაკლი კობახიძისა და გერმანიის კანცლერის შეხვედრას, სადაც ოლაფ შოლცმა უმკაცრესი გზავნილები გაახმოვანა რუსულ კანონთან დაკავშირებით და ამბობს: ველოდებოდი, რომ იქნებოდა ასეთი შეფასება და გზავნილები, სხვანაირად არც შეიძლება ყოფილიყო. აქედან გამომდინარე, ქართულ ოცნებას აქვს ორი არჩევანი – პირველი, რომ გამოიწვიოს კანონპროექტი უკან და დაუბრუნდეს 9 პუნქტის შესრულებას, რაც არის მოსახლეობის არჩევანი, […]

„მასწავლებლებმა უნდა ვთქვათ, რომ ძალაუფლება არა ხელისუფლებას, არამედ ხალხს ეკუთვნის“ – პეტიცია

“მასწავლებლებმა უნდა ვთქვათ ხმამაღლა, რომ ძალაუფლება არა ხელისუფლებას, არამედ ხალხს ეკუთვნის”, – მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი პედაგოგები რუსული კანონის წინააღმდეგ პეტიციას ავრცელებენ. პეტიცია დღეს, 12 აპრილს გავრცელდა, სადაც პედაგოგები საუბრობენ იმ საფრთხეზე, რაც ამ კანონის მიღებას მოჰყვება. პეტიციის ავტორები მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი პედაგოგები ლადო აფხაზავა, სოფო გოგოხია და როლანდ შავაძე არიან. 14 აპრილს საქართველოში […]

რუსთავის ავტობაზრობის მიმართ კონკურენციის სააგენტომ მოკვლევა დაიწყო

რუსთავის ავტო-ბაზრობის მიმართ, კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სააგენტომ მოკვლევა დაიწყო. როგორც სააგენტოს 2023 წლის ანგარიშიდან ირკვევა, 200-ზე მეტი ავტოიმპორტიორი ჩივის, რომ ავტოსადგომებით სარგებლობის სანაცვლოდ, რუსთავის ავტო-ბაზრობა არასამართლიანად მაღალ ფასს ადგენს. ანგარიშის მიხედვით, საქმეზე მოკვლევა გასული წლის ნოემბერში დაიწყო. „ი/მ ვახტანგ მჟავანაძის და ნიკოლოზ ჯანჯალაშვილის საჩივრის საფუძველზე, რომელსაც თან ერთოდა ორასზე მეტი ავტო-იმპორტიორის ხელმოწერა, საქართველოს […]

ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში „საკურას ყვავილობის დღეები“ გაიმართება

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, 13 და 14 აპრილს „საკურას ყვავილობის დღეები“ გაიმართება. წლევანდელი ღონისძიებისთვის ბოტანიკურ ბაღს, იაპონური ბაღის მიმდებარედ ვარდისფრად და თეთრად მოყვავილე საკურას 10 ახალი ნერგი შეემატა. „საკურას ყვავილობის დღეები“ ტრადიციული იაპონური სახვითი ხელოვნების – „შოდოს“ წარმოდგენითა და იაპონური ჩაის ცერემონიით გაიხსნება. დამთვალიერებელს დახვდება იაპონურ თემატიკაზე ხელნაკეთი ნივთების გამოფენა, იაპონური და ქართული ელემენტებით […]