გივი მიქანაძე აშშ-ის საელჩოს კულტურის ატაშეს შეხვდა

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს კულტურის ატაშეს ივენ კალის შეხვდა. პარლამენტის ინფრომაციით, შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები მიმოიხილეს. მათივე ცნობით, მხარეებმა განათლების სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. „განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა უმაღლესი განათლების მიმართულებაზე და ამერიკისა და საქართველოს უნივერსიტეტებს შორის გაცვლით პროგრამებზე. საუბარი შეეხო ორ […]
ზურაბ ჭიაბერაშვილი – შოლცმა წერტილი დაუსვა დისკუსიას იმის თაობაზე, არის თუ არა „ქართული ოცნების“ მიერ ხელმეორედ ინიცირებული კანონი რუსული – მან მკაფიოდ თქვა, რომ მსგავსი კანონმდებლობა ევროკავშირში არ არსებობს

კანცლერმა შოლცმა წერტილი დაუსვა დისკუსიას იმის თაობაზე, არის თუ არა „ქართული ოცნების“ მიერ ხელმეორედ ინიციირებული კანონი რუსული. მან მკაფიოდ თქვა, რომ მსგავსი კანონმდებლობა ევროკავშირში არ არსებობს და რომ ეს კანონი არ უნდა იქნას მიღებული, – ამის შესახებ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მიმართულების მდივანმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა. ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, გერმანიის […]
IBSU აბიტურიენტებისთვის ესეების კონკურსს აცხადებს

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი აბიტურიენტებისთვის აცხადებს ესეების კონკურსს თემაზე: “საქართველოს ევროპული არჩევანი”. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ცნობით, ესეების გამოგზავნის ბოლო ვადა 9 მაისია. მათივე ცნობით, ესეს-წერის-კრიტერიუმები გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან IBSU-ს ვაუჩერებით: I ადგილი – 1500 ლარი; II ადგილი – 1000 ლარი; III ადგილი – 750 ლარი. უნივერსიტეტის განცხადებით, დანიტერესებულმა პირებმა ესსე უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელფოსტაზე: [email protected].
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით მარნეულის სკოლების მეთორმეტეკლასელებისათვის ღია კარის დღე გაიმართა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით მარნეულის სკოლების მეთორმეტეკლასელებისათვის ღია კარის დღე გაიმართა. ცენტრის დირექტორმა ნინო წერეთელმა და საგამოცდო პროცესების მართვის სამსახურის უფროსმა მაია გაბუნიამ აბიტურიენტებს 2024 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. აღნიშნულ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ირაკლი კობახიძე გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტს ბერბელ ბასს შეხვდა

შეხვედრის ძირითადი თემები იყო საქართველო-გერმანიის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პოზიტიური დინამიკა და სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა გერმანიის ძლიერ მხარდაჭერას ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების – ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს გაწევრიანების მიმართ და იმედი გამოთქვა, რომ გერმანია ამ გზაზე საქართველოს თანადგომას […]
გრეტა წიწავა – ბრიფინგს პოლიტიკურად ანგაჟირებული „ნაცმოძრაობის“ მეხოტბე რომ თარგმნის, კი არის მისი ნათარგმნი გადასამოწმებელი – ბატონ შოლცს საერთოდ არ უხსენებია სიტყვა „აგენტი“, მაგრამ „ნაცმოძრაობის“ მეხოტბემ თარგმანიც გააყალბა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გრეტა წიწავა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის ერთობლივ პრესკონფერენციას გამოეხმაურა. დეპუტატი აღნიშნავს, რომ “ბრიფინგს პოლიტიკურად ანგაჟირებული, „ნაციონალური მოძრაობის“ მეხოტბე ზაალ ანდრონიკაშვილი თარგმნიდა, რომელმაც თარგმანიც კი გააყალბა, რადგან გერმანიის კანცლერს საერთოდ არ უხსენებია სიტყვა ” აგენტი”. „საქართველოს ჰყავს ღირსეული პრემიერი ირაკლი კობახიძე, რომელსაც ჰქონდა ძალიან […]
„მსხვილი ბიზნესისგან კრიტიკული აზრი თუ მოგისმენიათ… ამას მორალური მნიშვნელობა ექნებოდა“ – „ნერგეტა“ “რუსულ კანონზე”

კომპანია „ნერგეტას“ თანადამფუძნებელი და დირექტორი კოტე ვეკუა აცხადებს, რომ საქართველოში მოქმედი მსხვილი ბიზნესის, ბანკების, სამშენებლო დარგის წარმომადგენლები ქვეყნისთვის გადამწყვეტ კრიზისულ პერიოდებში თავის კრიტიკულ პოზიციას არასდროს აფიქსირებენ. ამის შესახებ მან გადაცემა #რედაქტ2-ში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მმართველი პარტიის მიერ პარლამენტში ხელახლა მობრუნებული კანონის შეფასებისას განაცხადა. თავად კომპანია „ნერგეტას“ ფეისბუკგვერდზე პოსტი გამოქვეყნდა:
სააღდგომოდ კვერცხი არ გაძვირდება – “კუმისის” დირექტორი

“კუმისის” დირექტორის, გოგიტა მაისურაძის თქმით, სააღდგომოდ კვერცხის ფასის ზრდა არ იგეგმება. რაც შეეხება შედარებით შორეულ პროგნოზს ფასებთან დაკავშირებით, Bm.ge-სთან ინტერვიუში მაისურაძემ აღნიშნა, რომ ამის ძირითადი განმსაზღვრელი ქათმის საკვები პროდუქტის, მარცვლეულის ხარჯები იქნება. „სააღდგომოდ სააქციო აქტივობები გვექნება. ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ კვერცხის ფასი არ გაიზრდება. თუმცა, ზოგადად, ფასების პოლიტიკას განსაზღვრავს საკვების თვითღირებულება, ჩვენს შემთხვევაში ხორბალი. ივნის-ივლისში […]
ქართველმა ჩოგბურთელებმა Billie Jean King Cup -ზე პირველი წრიული მატჩების სერია C ჯგუფში მეორე ადგილით დაასრულა

საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ჩოგბურთში, ვილნიუსში მიმდინარე Billie Jean King Cup-ზე, ევროაფრიკული ზონის მეორე ჯგუფის პირველი წრიული მატჩების სერია C ჯგუფში მეორე ადგილით დაასრულა. ნაკრები სამი დღის მანძილზე , სამ ქვეყანას დაუპირისპირდა და ჯამში ცხრა მატჩი ჩაატარა. ჩატარებული ცხრა მატჩიდან, ნაკრებმა ექვსს მატჩში გაიმარჯვა, ხოლო სამ მატჩში დამარცხდა. საუკეთესო მაჩვენებელი ახალგაზრდა ზოზია ქარდავას აქვს, რომელმაც […]
თეირანის პოლიცია ჰიჯაბის სავალდებულო ტარებისთვის ბრძოლის ახალ ეტაპს იწყებს

თეირანის პოლიციამ განაცხადა, რომ 13 აპრილს იწყება ჰიჯაბის სავალდებულო ტარების კანონის დაცვის ახალი ეტაპი, მიუხედავად იმისა, რომ „ჰიჯაბისა და უბიწოების“ ახალი კანონპროექტი ჯერ არ დაუმტკიცებია წესრიგის გუშაგთა საბჭოს. კანონის დაცვის გაკონტროლების გამკაცრების შესახებ პოლიციის უფროსმა აბასალი მოჰამადიანმა განაცხადა, მოგვიანებით ამავე საკითხზე ილაპარაკა ქალაქ ბუშერის პოლიციის უფროსმა. ორივეს შეტყობინებაში ნათქვამია, რომ 13 აპრილიდან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში […]