ორსულთა მეთვალყურეობაში ჩართული 370 კლინიკიდან სტანდარტები მხოლოდ 170-მა დააკმაყოფილა

ანტენატალური სერვისების მიმწოდებელი 370 დაწესებულებიდან ჯანდაცვის სამინისტროს მოთხოვნები მხოლოდ 170-მა დააკმაყოფილა. შესაბამისად, ანტენატალური ანუ ორსულობის პერიოდისთვის საჭირო მომსახურებას სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 170 კლინიკა ახორციელებს. ეს მონაცემები ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში, გადაცემა “ბიზნესპარტნიორში“ მოიყვანა. „გასულ წელს გაეროს მოსახლეობის ფონდის დახმარებით სამინისტრომ განახორციელა ყველა ანტენატალური სერვისის მიმწოდებელი დაწესებულების ადგილზე მონიტორინგი. ექსპერტები […]
ბელგია გამოიძიებს რუსეთის ჩარევის საქმეს ევროკავშირის მომავალ არჩევნებში

ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე დე კრომ პარასკევს განაცხადა, რომ მიმდინარეობს გამოძიება ივნისში დაგეგმილ ვროპულ არჩევნებში, რუსეთის სავარაუდო ჩარევის შესახებ. მისი თქმით, ბელგიის დაზვერვის სამსახურმა დაადასტურა ქსელის არსებობა, რომელიც ცდილობს, ძირი გამოუთხაროს უკრაინის მხარდაჭერას. „ბელგიის სადაზვერვო სამსახურებმა დაადასტურეს პრორუსული ქსელების ჩარევის მცდელობა ევროპის რამდენიმე ქვეყანაში და ასევე აქ, ბელგიაში“, – თქვა დე კრომ, რომლის ქვეყანა ამჟამად ევროკავშირის […]
გვარამია: ლაზარეს საჯაროდ სჯიან იმისთვის, რომ სამშობლოს ინტერესებს იცავდა

ლაზარეს სასჯელის ოდენობაც იმის პირდაპირი დემონსტრირებაა, რომ საჯაროდ სჯიან ამ ბავშვს, იმისთვის, რომ ის სამშობლოს ინტერესებს იცავდა […] ეს განაჩენი არის გამოწვევა და მეც, ჩემი პარტიაც, სხვა ოპოზიციური, პროდასავლური ძალებიც, არასამთავრობო სექტორიც და დარწმუნებული ვარ, მთელი ქართული საზოგადოება ამ გამოწვევას ადეკვატურად ვუპასუხებთ […] ასევე, ლაზარესთვის 9-წლიანი პატიმრობის მისჯა არის საჩვენებელი დასჯა არა მხოლოდ მისი, არამედ, […]
ალტე უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული გლობალური ჰაკათონი – „Teens in AI 2024“ დასრულდა

წელს პირველად გლობალური ჰაკათონი – Teens in AI 2024 საქართველოში ალტე უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების სკოლის ორგანიზებით ჩატარდა. გამარჯვებული გუნდის „Carrier Connection“ მენტორ-კოორდინატორი ალტე უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის სტუდენტი, ნოდარ ლაგუაშვილი გახლდათ. Teens in AI, ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, ყოველწლიურად ატარებს გლობალურ ტექათონებს, რომლებიც 12-18 წლის მოზარდებს შთააგონებს, გაერთიანდნენ და ერთობლივი მუშაობის შედეგად, AI-სა და მონაცემთა […]
ლევან ხაბეიშვილი – კანცლერმა შოლცმა თქვა, რომ ეს კანონი შეუთავსებელია ევროკავშირთან – ეს კანონი არის საქართველოს მოქალაქეების, ცივილიზებული სამყაროს წინააღმდეგ წასვლა, ამიტომ გაიწვიეთ უკან

დღეს ვნახეთ გერმანიის კანცლერის მკაფიო პოზიცია, რომ ეს კანონი ევროკავშირთან არის შეუთავსებელი – თუ ვინმეს ჯერ კიდევ გონება შერჩენია ხელისუფლებაში, გაიწვიეთ ეს კანონი უკან, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი არავის სჭირდება და ქართველ ხალხს ხელისუფლების მიმართ სულ სხვა დაკვეთა აქვს. „ქართველ ხალხს […]
ლიკანში, ორი სკვერი და სპორტული მოედანი მოეწყობა

ლიკანში, ორი სკვერი და სპორტული მოედანი მოეწყობა. ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში, მესხეთის N 85-ში, სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე სპორტული მოედანი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა, სკვერში დაგეგმილია გამწვანების სამუშაოები, გაზონების და გარე განათების ქსელის მოწყობა, ასევე მოეწყობა მოსასვენეველი სივრცეები. როგორც ბორჯომის მერიაში აცხადებენ, მესხეთის N 39-ში, სკვერის მოწყობის პროექტი ითვალისწინებს, საერთო […]
13-14 აპრილს „ევროპის უნივერსიტეტში” არქეოლოგიის II საერთაშორისო სამეცნიერო სესია გაიმართება

13-14 აპრილს “ევროპის უნივერსიტეტში” არქეოლოგიის II საერთაშორისო სამეცნიერო სესია გაიმართება, რომელზეც არქეოლოგიური ექსპედიციების საველე კვლევა-ძიების უახლესი ანგარიშები იქნება წარმოდგენილი. ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპის უნივერსიტეტი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, სესიის ორგანიზატორები არიან “ევროპის უნივერსიტეტის” აკადემიკოს ანდრია აფაქიძის სახელობის არქეოლოგიის ინსტიტუტი და უნივერსიტეტის ისტორიულ-არქეოლოგიური მუზეუმი. „ღონისძიება გამოჩენილი ქართველი არქეოლოგის, პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის აკადემიკოს ანდრია აფაქიძის დაბადებიდან 110 […]
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯიას“ პრესსამსახური ავრცელებს. „ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 აპრილს, 09:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში ფასანაური, ჭართალი, წითლიანა, ზანდუკი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში ნადოკრა, ბალებისხევი, ცალუღელაანთკარი, ბოკონი და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო […]
განათლების, ენისა და ლიტერატურის საკითხებზე მე-14 საერთაშორისო კონფერენცია 10-11 მაისს გაიმართება

IBSU განათლების, ენისა და ლიტერატურის საკითხებზე მე-14 საერთაშორისო კონფერენციას 10-11 მაისს უმასპინძლებს. IBSU-ს ინფორმაციით, ყოველწლიური კონფერენცია, რომელიც IBSU-ს განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლის ორგანიზებით იმართება, მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს მკვლევარებს, პრაქტიკოსებს, პოლიტიკოსებს და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს იმსჯელონ და განიხილონ განათლებასთან დაკავშირებული საკითხები. წელს ექვსი ამერიკელი განათლების ექსპერტი თავიანთ გამოცდილებას გაუზიარებენ კონფერენციის მონაწილეებს. კონფერენციაზე წარმოდგენილი […]
ჯაბა სამუშიამ თსუ-ში გამარჯვებული კალათბურთელები მიიღო

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კალათბურთელებმა საქართველოს თასი უნივერსიტეტში მოიტანეს, სადაც ჩემპიონებს საზეიმო დახვედრა მოუწყვეს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცნობით, ღონისძიებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯაბა სამუშია, ადმინისტრაციის წარმომადგენლები, სტუდენტები, პროფესორები, გულშემატკივრები ესწრებოდნენ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ მადლობა გადაუხადა საკალათბურთო კლუბის „თსუ“-ს მოთამაშეებს, სამწვრთნელო შტაბს, მენეჯმენტის წარმომადგენლებს. „კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ამ სიხარულის მონიჭებისთვის. თქვენ ისტორია […]