თესალონიკში ღონისძიება “გაზაფხული სიყვარულის ჰანგებით” ჩატარდა

თესალონიკში, გენერალური საკონსულოს მხარდაჭერით და პოეტ ნანა ჩხაიძის ორგანიზებით, ღონისძიება “გაზაფხული სიყვარულის ჰანგებით” ჩატარდა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სალონიკში მცხოვრებმა პოეტებმა, თესალონიკში არსებული ქართულის თეატრის მოსწავლეებმა და ვოკალისტმა ხვიჩა თომაშვილმა თავის აღსაზრდელებთან ერთად. საღამოს ესწრებოდნენ ქართული დიასპორის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები. აქვე გეტყვით, რომ 17 აპრილს, 16:00 საათზე, თესალონიკში საქართველოს გენერალურ საკონსულოში, შალვა კამლაძის საავტორო ლიტერატურული […]

Politico წერს, რომ ევროკომისიამ საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდა

“ბრიუსელი შიშობს, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის საბოტაჟს მისივე მთავრობა ახორციელებს” – ამ სათაურით გამოცემა Politico სტატიას აქვეყნებს და წერს, რომ “რუსული კანონმდებლობის მსგავსი” საკამათო კანონპროექტის გამო, თბილისში საპროტესტო მოძრაობა გააქტიურდა. ქართული ოცნების მიერ ინიციირებული რუსული კანონის გარდა, სტატიაში საუბარია პროპაგანდისტულ, ჰომოფობიურ კანონპროექტზეც, რომელიც მმართველმა პარტიამ გასულ კვირას დაამტკიცა. Politico კანონპროექტებს “რეპრესიულებს” უწოდებს და აღნიშნავს, […]

„ეს რუსული კანონია!“ – არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებმა ქუთაისში აქცია გამართეს

სამოქალაქო და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლები ქუთაისში მთავარ მოედანზე შეიკრიბნენ პლაკატებით, რომლებზეც ეწერა: „არა რუსულ კანონს!“ ასე გააპროტესტეს მათ ე.წ. აგენტების კანონი, რომელსაც მმართველი პარტია „გამჭვირვალობის კანონს“ უწოდებს. „ეს არის რეალურად ხელისუფლების პრობლემა, მათ არ უნდათ კრიტიკული აზრის მოსმენა“, – ამბობს თეა ზიბზიბაძე, „ქუთაისიპოსტის“ ხელმძღვანელი. მისი თქმით, ორგანიზაცია ათწლიანი არსებობის განმავლობაში უცხოური ფონდებიდან ფინანსდება. თეა ზიბზიბაძის თანახმად, […]

“მზად ვართ, ვისაუბროთ იმაზე, რაც შეგვიძლია შემდგომში განვახორციელოთ, ანუ ვისაუბროთ ამ საკითხზე” – პრემიერი უკრაინაზე

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერ–მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, გერმანიის კანცლერთან, შოლცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, უკრაინის სამშვიდობო სამიტთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა: საქართველოს და უკრაინას აკავშირებთ ძალიან მჭიდრო, მრავალწლიანი თანამშრომლობა. მათ შორის, ეს თანამშრომლობა აკავშირებს ჩვენს ხალხებსაც და ჩვენ ძალიან მყარ მხარდაჭერას ვუწევთ უკრაინას, ეს არის როგორც პოლიტიკური მხარდაჭერა, ისე ჰუმანიტარული დახმარება. ვაკეთებთ ყველაფერს, რაც ჩვენს ძალებშია […]

რა ქონება დამალა ლაზარეს საქმის მოსამართლემ და რა საჩუქრები მიიღო მშობლებისგან – TI

მოსამართლე ზვიად შარაძემ დეკლარაციებში მეუღლის უძრავი ქონება დამალა და მშობლებისგან 120 000 ლარი საჩუქრად მიიღო – ამ ინფორმაციას “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ავრცელებს. ზვიად შარაძე 2020 წელს განიხილავდა კარტოგრაფების საქმესაც. TI-ის თქმით, სწორედ 2020 წელს დაადეკლარირა მან მსხვილი საჩუქრის მიღება მშობლებისგან, ხოლო მისმა მეუღლემ 4 მიწის ნაკვეთი დაირეგისტრირა. საჩუქრები მშობლებისგან: ზვიად შარაძემ და მისმა მეუღლემ […]

ასაფეთქებელი მოწყობილობები თბილისში – რა იპოვა შსს–მ და სუსმა ეზოში გაჩერებულ მანქანაში?

“ალიას” ექსკლუზიური ინფორმაციით, გუშინ, 11 აპრილის გვიან საღამოს, თითქმის ღამის 12 საათისთვის, თბილისში, ბახტრიონის 13 ნომრის მიმდებარედ, კრიმინალური პოლიციის და სუსის თანამშრომლები იყვნენ მობილიზებულნი. სამძებრო სამუშაოები რამდენიმე საათის მანძილზე გრძელდებოდა, რომლის განმავლობაში, ისინი სახლებისკენ მიმავალ ადამიანებს აყოვნებდნენ და ეზოში არ უშვებდნენ, მიზეზის განმარტების გარეშე, თუმცა, ადგილობრივი მაცხოვრებლებისგან სახლების დაცლა – არ უცდიათ. როგორც თვითმხილველები გვიყვებიან, […]

„საგაზაფხულო ბაზრობა 2024“ „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით გაიმართება

„ქალთა საერთაშორისო ასოციაცია საქართველოს“ (IWAG) ორგანიზებითა და „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა „საგაზაფხულო ბაზრობა 2024“ გაიმართება. ღონისძიებას 14 აპრილს სასტუმრო „პარაგრაფი“ უმასპინძლებს. ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, შეიძინონ ადგილობრივი წარმოების მრავალფეროვანი პროდუქცია. მათ შორის, საგაზაფხულო თემატიკის ნაკეთობები, ხელნაკეთი სამკაულები, ქართველი დიზაინერების მიერ შექმნილი სამოსი და აქსესუარები. გამოფენა-გაყიდვიდან შემოსული თანხა კი სრულად მოხმარდება საქველმოქმედო პროექტების დაფინანსებას, […]

სუდანის ჯარი სამოქალაქო ომში უპირატესობის მოსაპოვებლად ირანულ დრონებს იყენებს

სუდანის არმიის თქმით, სამოქალაქო ომში უპირატესობის მოსაპოვებლად ირანში დამზადებული დრონების გამოყენება დაიწყეს. ირანელმა მაღალჩინოსანმა გამოცემა Reuters-თან დაადასტურა, რომ სუდანის ჯარმა სწრაფი რეაგირების ძალების (RSF) წინააღმდეგ ირანული დრონების გამოყენება დაიწყეს. თუმცა, სუდანი უარყოფს, რომ უპილოტო საფრენი აპარატები უშუალოდ ირანისგან მიიღეს. Reuters-თან საუბრისას სუდანის მოქმედმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ალი სადექმა განაცხადა, რომ “სუდანს ირანისგან შეიარაღება არ მიუღია”. […]

დე კროო: ევროპარლამენტის არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საკითხზე გამოძიება დავიწყეთ

ბელგიის პრემიერმინისტრის, ალექსანდერ დე კროს თქმით, ივნისში დაგეგმილ ევროპარლამენტის არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საკითხზე გამოძიება დაიწყო. ევროკავშირის მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის პრემიერის თქმით, ბელგიის დაზვერვის სამსახურმა დაადასტურა ქსელის არსებობა, რომელიც უკრაინის მხარდაჭერისთვის ხელის შეშლას ცდილობს. დე კროს განმარტებით, მოსკოვის მიზანია ევროპარლამენტში რაც შეიძლება მეტი პრორუსი კანდიდატი შევიდეს. “მათი მიზანი ნათელია: უკრაინის დახმარების შესუსტება ბრძოლის ველზე რუსეთს […]

სოფელ დიღომში 3896.00 კვ.მ მიწა აუქციონზე 2.49 მილიონად იყიდება

სოფელ დიღომში ნინო აბაშიძე-ორბელიანის ქუჩა N30-ში მდებარე 3896.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 2 490 000 ლარად იყიდება. მიწის განმკარგავი სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოა. ობიექტის შესაძლო სამომავლო განვითარების პროფილი – დეველოპერული. აუქციონი 1 აპრილს დაიწყო და 15 აპრილს დასრულდება. გადახდის ბოლო ვადა კი 15 მაისია.