TI: მოსამართლე შარაძე მეუღლეზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებას დეკლარაციაში მალავს

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს, ზვიად შარაძეს, რომელმაც 2024 წლის 12 აპრილს ლაზარე გრიგორიადისს 9 წლიანი პატიმრობა შეუფარდა, მშობლებისგან 120 000 ლარი აქვს საჩუქრად მიღებული, ხოლო მეუღლის სახელზე რეგისტრირებულ 4 მიწის ნაკვეთს დეკლარაციაში მალავს – ინფორმაციას საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო ავრცელებს. 2020 წლის 7 ოქტომბერს, საქართველო-აზერბაჯანის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის ორი ყოფილი წევრის, ივერი მელაშვილისა და […]

ახალი საავტომობილო ბრენდი ქართულ ბაზარზე ZEEKR საქართველოშია – ხელშეკრულებას ხელი „თეგეტა ჰოლდინგის“ ცენტრალურ ოფისში მოეწერა

Tegeta cars-ი საქართველოში ავტოინდუსტრიის გიგანტის Geely Holding-ის ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური საავტომობილო ბრენდის, ZEEKR-ის ოფიციალური წარმომადგენელი გახდა. Geely Holding-ში შემავალ კომპანიასთან სადილერო ხელშეკრულებას „თეგეტა ჰოლდინგმა“ ხელი უკვე მოაწერა. ხელმოწერის ცერემონიას, რომელიც თეგეტას ცენტრალურ ოფისში გაიმართა, ZEEKR-ის ფინანსური დირექტორი კომპანიის რეგიონულ დირექტორთან და მენეჯმენტის სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. ZEEKR 001 და ZEEKR X – პირველი მოდელებია, რომელთა […]

წყალდიდობა რუსეთში – რამდენიმე ქალაქში ევაკუაცია მიმდინარეობს

რუსეთის ქალაქ ორენბურგის ხელისუფლებამ, ათასობით მის მაცხოვრებელს მოუწოდა, წყალდიდობის გამო, დაუყოვნებლივ დატოვონ ქალაქი. ორენბურგის ოლქში წყალდიდობაა, თოვლის დნობის შედეგად, მდინარეები ადიდდა და ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, წყლის დონე კვლავ იზრდება. წყლის დონემ ასევე სწრაფად იმატა რუსეთის კიდევ ერთ ოლქში, კურგანში. მეზობელ ყაზახეთში კი ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 100 000 მოსახლის ევაკუაცია განახორციელა. იქაც, მკვეთრად დამთბარი ტემპერატურა თოვლისა […]

ხავი: მიღებული გადაწყვეტილების შეცვლას არ ვაპირებ

“ბარსელონას” მწვრთნელმა ხავიმ “მარკასთან” გუნდში თავის მომავალზე და “კადისთან” მატჩზე გააკეთა კომენტარი. “ბარსადან” ჩემი წასვლის შესახებ მუდამ ერთსა და იმავეს ვლაპარაკობ. არაფერი არ შეცვლილა. ახლა ყველაფერი პოზიტიურადაა. დინამიკის კლუბის სასარგებლოდ შეცვლას ვაპირებ. გადაწყვეტილებას არ შევცვლი. “კადისმა” ბოლო ხუთი შეხვედრიდან მხოლოდ ერთი წააგო. გადარჩენისთვის იბრძვიან. ეს თამაში მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. რთული დაპირისპირება გველის. თუ გვინდა ჩემპიონობისთვის […]

“ქალები მომავლისთვის” წევრები ეკონომიკის მინისტრს შეხვდნენ, ისაუბრეს „რუსულ კანონზეც“

ბიზნესფედერაცია “ქალები მომავლისთვის” ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ლევან დავითაშვილს შეხვდა. როგორც ბიზნესფედერაციის მიერ გავრცელებული პრესრელიზიდან ირკვევა, ვიცე-პრემიერთან შეხვედრაზე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტზეც ისაუბრეს. „ფედერაციის წევრებმა მათთვის საინტერესო საკითხები წამოწიეს. შეხვედრაზე შეკითხვები დაისვა ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე დაგეგმილ საკანონმდებლო და ინსტიტუციურ ცვლილებებზე, ამ კონტექსტში ხაზი გაესვა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს და მის შესაძლო გავლენას […]

რატი იონათამიშვილი შოლცის განცხადებაზე – აბა, რუსული კანონიო?! შოლცმა, იმედია, არც ევროკავშირში დაინიცირებულ კანონს მივიღებთ და არც საქართველო მიიღებს იგივე კანონსო – დაადასტურა, რომ მსგავსი კანონპროექტი არის ევროკავშირშიც, ოღონდ არც ერთი მოსწონს და არც მეორე

აბა, რუსული კანონიო?! შოლცმა, იმედია, არც ევროკავშირში დაინიცირებულ კანონს მივიღებთ და არც საქართველო მიიღებს იგივე კანონსო. ანუ, კანცლერმა დაადასტურა, რომ მსგავსი კანონპროექტი არის ევროკავშირშიც, ოღონდ არც ერთი მოსწონს და არც მეორე, – ასე ეხმიანება პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი გერმანიის ფედერალური კანცლერის ოლაფ შოლცის მიერ გაკეთებულ განცხადებას. იონათამიშვილის თქმით, კანონი ევროპაშიც დაინიცირებულია […]

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები „Paragraph Freedom Square, a Luxury Collection Hotel, Tbilisi“-ის მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის – სასტუმრო მომსახურეობა, სტუდენტები, სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ორგანიზებით, “Paragraph Freedom Square, a Luxury Collection Hotel, Tbilisi” -ის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ინფორმაციას სტუ ავრცელებს. როგორც კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი ნატო ქათამაძე აცხადებს, საგანმანათლებლო პროგრამის – სასტუმროს მომსახურება – სტუდენტების ვიზიტი “Paragraph […]

იაგო ხვიჩია – არ არის სწორი, არც კორექტული, არც სასარგებლო ის, რომ გერმანიის კანცლერს ასწავლიდე, რა არის ევროპელობა, რა არის საჭირო ევროპული გზის გასავლელად

ჩემი აზრით, არ არის სწორი, არც კორექტული, არც სასარგებლო ის, რომ გერმანიის კანცლერს ასწავლიდე, რა არის ევროპელობა, რა არის საჭირო ევროპული გზის გასავლელად, – ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის მიერ „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ” გაკეთებული განცხადება შეაფასა. მისივე თქმით, ოლაფ შოლცმა თავისი განცხადებით გვითხრა, რომ „ევროპაში შესასვლელი გზა […]

პროკურატურამ „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე 12 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ „კანონიერი ქურდობის“, ,,ქურდული სამყაროს“ წევრობის და ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე 12 პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ საზღვარგარეთ მყოფმა ორმა „კანონიერმა ქურდმა“, საქართველოში მყოფ „ქურდული სამყაროს“ წევრებს, მათ მიერ „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელებისთვის მიღებული თანხა მოსთხოვეს და საზღვარგარეთ „ქურდული გარჩევისთვის“ დაიბარეს. თავის […]

ნიდერლანდებმა უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის კიდევ 1 მილიარდი ევრო გამოყო

ნიდერლანდებმა უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის კიდევ 1 მილიარდი ევრო გამოყო. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრ, მარკ რუტესთან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ “ტელეგრამის” პირად არხზე წერს. ზელენსკი აღნიშნავს, რომ რუტესგან დასტური მიიღო, რომ ნიდერლანდებმა კიდევ 1 მილიარდი ევრო გამოყო უკრაინისთვის სამხედრო დახმარებაზე და 400 მილიონი ევრო უკრაინის აღდგენაზე. უკრაინის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ სახსრები უსაფრთხოებაზე […]