მამუკა ხაზარაძე – მადლობა პრეზიდენტს, ლაზარე შეწყალებულია – რუსული პოლიტიკის ადგილი საქართველოში არ იქნება

პარტია „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების გადაწყვეტილებას ეხმაურება. “მადლობა პრეზიდენტს, ლაზარე შეწყალებულია. რუსული პოლიტიკის ადგილი საქართველოში არ იქნება! ბრძოლა გრძელდება! წინ ევროკავშირია“, – წერს ხაზარაძე. საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფის და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს შეიწყალებს. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა “ტვ […]
ლაზარე გრიგორიადისი საპატიმროს სავარაუდოდ მომდევნო კვირაში დატოვებს

2023 წლის 7-9 მარტის აქციების მონაწილე, ლაზარე გრიგორიადისი, რომელსაც 12 აპრილის დილას საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად შარაძემ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და რომლის შეწყალების გადაწყვეტილებაც საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მიიღო, საპატიმრო დაწესებულებას სავარაუდოდ მომდევნო კვირას დატოვებს. პრეზიდენტს ჯერ ხელი არ აქვს მოწერილი ოფიციალურ დოკუმენტზე, შეწყალების აქტზე, რომლის გამოცემის შემდეგაც პენიტენციურმა უწყებამ დაუყოვნებლად უნდა გაათავისუფლოს […]
ზურაბიშვილი ყოჩაღ! – ნიკა გვარამია

ლაზარე თავისუფალია! ზურაბიშვილი ყოჩაღ! – ასე ეხმაურება “ახალის” თანათავმჯდომარე ნიკა გვარამია პრეზიდენტის გადაწყვეტილებას.
ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით ერთდროულად 40 რაკეტა ისროლეს

ლიბანის ტერიტორიიდან ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით ერთდროულად 40 რაკეტა ისროლეს. ინფორმაცია მასიური სარაკეტო იერიშის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაავრცელა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ლიბანურმა ტერორისტულმა ორგანიზაცია ჰეზბოლამ აიღო. როგორც ცნობილია, თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა. ისრაელის თავდაცვის ძალებმა რაკეტების ნაწილი გაანეიტრალეს, ნაწილი კი დაუსახლებელ, ვრცელ სივრცეებში ჩამოვარდა. გაშვებული ათობით რაკეტის გამო ჩრდილოეთ ისრაელის დასახლებებში სირენების ხმა ისმოდა. დამასკოში IRGC-ის […]
პრეზიდენტი: აღარ ვართ არც ნორმალურ სახელმწიფოში, არც ნორმალურ ქვეყანაში

დღეს ყველაფერს ვყვები, რადგან დიდი ხანი არაფერს ვამბობდი, იმიტომ, რომ ვთვლიდი, არ ვარგა, როცა [პრეზიდენტსა და მთავრობას შორის] ასეთი ქიშპობა არსებობს. ნორმალურ ქვეყანაში, ნორმალურ სახელმწიფოში თუნდაც ჩემგან ამაზე საუბარი სწორი არ არის. მაგრამ, აღარ ვართ არც ნორმალურ სახელმწიფოში, არც ნორმალურ ქვეყანაში და იმ პერიოდში ვართ, როცა ყველა სიმართლე სათქმელია. არჩევნებამდე 6 თვე გვრჩება.
Microsoft-ი ლონდონში ხელოვნური ინტელექტის ჰაბს გახსნის

Microsoft-ი ლონდონში ხელოვნური ინტელექტის ცენტრის გახსნას გეგმავს. ახალი AI-ცენტრი ორიენტირებული იქნება პროდუქციის განვითარებასა და კვლევებზე. ამის შესახებ ინფორმაციას reuters-ი ავრცელებს. განყოფილებას Google-ის DeepMind-ის თანადამფუძნებელი, მუსტაფა სულეიმანი უხელმძღვანელებს. ის Microsoft-მა გასულ თვეში, შიდა AI-განყოფილების სამართავად დაიქირავა. ბოლო განცხადებით, ამერიკული კომპანია გაერთიანებულ სამეფოში მონაცემთა ცენტრის ინფრასტრუქტურისა და AI-ის განვითარებისთვის $3.16 მილიარდის ინვესტირებას გეგმავს.
ბრიტანეთის საელჩო რუსულ კანონზე: დიდი ბრიტანეთი შეშფოთებულია კანონის ხელახალი წარდგენით

დიდი ბრიტანეთის საელჩომ საქართველოში პარლამენტში რუსული კანონის რეინიცირების შესახებ განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ დიდი ბრიტანეთი შეშფოთებულია საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახალი წარდგენით და თანმხლები რიტორიკით. “გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მიმართ, დიდი ხანია დიდი ბრიტანეთის საქართველოსთან პარტნიორობის ძირითადი საყრდენია. შემოთავაზებული კანონი, თუ ის საბოლოოდ მიღებული იქნება, საფრთხეს შეუქმნის საქართველოს […]
ნიკა მელია – მადლობა სალომე ზურაბიშვილს, საკუთარი დისკრეციული უფლების სწორ დროს და სწორი მიზნით გამოყენებისათვის!

მადლობა სალომე ზურაბიშვილს, საკუთარი დისკრეციული უფლების სწორ დროს და სწორი მიზნით გამოყენებისათვის! – ამის შესახებ პარტია „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ ის ლაზარე გრიგორიადისს შეიწყალებს. „სამართალი ხშირად ურმით, მაგრამ მაინც მოდის; მნიშვნელოვანია სამართლის პოვნა სასამართლოში იყოს შესაძლებელი და ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრობა დასრულდეს“, – წერს […]
პრეზიდენტი – კეთილი ინებე და იქ კი ნუ ეუბნები შოლცს, რომ მე მინდა გამჭვირვალობა თქვენ ფულზე, უთხარი, რომ გამჭვირვალობა გვინდა ჩვენს მოსამართლეებზე, ჩვენს ყოფილ პრემიერზე თუ მომავალ პრემიერზე, ცესკოს თავმჯდომარეზე

კეთილი ინებე და იქ კი ნუ ეუბნები შოლცს, რომ მე მინდა გამჭვირვალობა თქვენ ფულზე, უთხარი, რომ გამჭვირვალობა გვინდა ჩვენს მოსამართლეებზე, ჩვენს ყოფილ პრემიერზე თუ მომავალ პრემიერზე, ცესკოს თავმჯდომარეზე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ტვ პირველთან” ინტერვიუში განაცხადა. პრეზიდენტის განცხადებით, გამჭვირვალობაზე საუბრისას თუ გელათის სამონასტრო კომპლექსის მაგალითს განიხილავთ, „ამერიკელები იხდიდნენ, მაგრამ თაღლითობა ქართველებმა ჩაიდინეს […]
დენის შმიგალი – ვცდილობთ, რომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები არაუგვიანეს ივნისში დავიწყოთ

ვცდილობთ, რომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები არაუგვიანეს ივნისში დავიწყოთ, – ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა. „გათვლა გვაქვს, რომ ევროკავშირი შეფერხებების გარეშე დაამტკიცებს ჩვენთვის მოლაპარაკებების ჩარჩოს. ვერანაირ ობიექტურ დაბრკოლებებს ვერ ვხედავთ, რომლებსაც ამისთვის ხელის შეშლა შეუძლიათ. ჩვენ ყველა ევროპული ქვეყანა აქტიურად გვიჭერს მხარს“, – განაცხადა შმიგალმა. მან აღნიშნა, რომ კიევს ევროკავშირში სანდო პარტნიორები ჰყავს, რომლებიც […]