დღეს მხოლოდ ერთი ოლიგარქია – ივანიშვილი – პრეზიდენტი დეოლიგარქიზაციაზე

კოალიციური მთავრობა უმთავრესად ნიშნავს დეოლიგარქიზაციას. დღეს ერთადერთი პარტია, ერთადერთი ძალა – ოცნებაა, შესაბამისად, ერთი ოლიგარქია მხოლოდ, ხვალ რომ სხვა ერთპარტიული მთვარობა მოვიდეს, შეიძლება სხვა ოლიგარქთან გვქონდეს საქმე, დღეს მხოლოდ ერთი ოლიგარქია – ივანიშვილი.

“კალაძე წარმოუდგენელია” – სალომე ზურაბიშვილი

კალაძე წარმოუდგენელია. არ მომესალმა, მაგრამ არსად არავინ არ მესალმება, ეს არ არის მნიშვნელოვანი. როგორ შეიძლება, რომ როცა გუნდი გამარჯვებულ გუნდად ჩამოყალიბდა, როგორც საზოგადოებაში შემოაქვთ გაყოფა, ისე ყოფენ გუნდს. რა მნიშვნელობა აქვს “ნაცია”, თუ გახარიას გუნდის წევრი. რა უფლება გაქვს, რომ პოლიტიკური კვალიფიკაცია მისცე ერთ-ერთი გუნდის მონაწილეს და შემდეგ მათ შორის დაიწყოს რაღაც. ,

“ოცნებას 60 კი არა, 25% თუ აქვთ დღეს, ესეც დიდია” – ზურაბიშვილი

პოლიტიკურმა პარტიებმა არ უნდა გამოიყენონ ახალგაზrდების გამოსვლები თავის სასარგებლოდ, ამას ვხედავთ და ეს არ არის სწორი. საზოგადოება – საზოგადოებაა, ახალგაზრდები – ახალგაზრდები, პოლიტიკური პარტიების პასუხისმგებლობა სხვაა. ჩვენ ვიცით ყველამ ოცნებას 60 კი არა, 25 პროცენტი თუ აქვთ დღეს, მათი გამოთქმების, მათი კულტურის მინისტრის უკულტურო გამოთქმების მერე, ესეც დიდია. კულტურის სამინისტროში ბოლშევიზმია. ხალხმა, რომელსაც არც წარსულში […]

გამარჯვების ჩემი ფორმულა ასეთია – ტექნიკური მთავრობა და ორი არჩევნები ერთ წელში – პრეზიდენტი

ჩემი ფორმულა ასეთია – მე არ მჯერა გაერთიანებების, გამოვლილი მაქვს ქუჩაში დგომა, დიდი გაერთიანების ფონზე, მერე იწყებოდა, მე ათი ადგილი, არა – მე და წარმოუდგენელია. დღეს ასეთი გაერთიანება ვერ იქნება. დღეს ერთი შეთანხმებაა – ევროპაზე და ევროპულ გზაზე. უნდა შევთავაზოთ სამოქმედო გეგმა, როგორ უნდა შევასრულოთ – ევროპელები დაგველოდებიან არჩევნებამდე. ვდებთ პირობას, ვაწერთ ხელს, რომ ამას […]

პრეზიდენტი ამბობს, რომ ლაზარე გრიგორიადისის შეწყალება გადაწყვიტა

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ 7-9 მარტის აქციების შედეგად დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ მან ტელეკომპანია “პირველის” ეთერში, გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა. ზურაბიშვილის თქმით, რომ ოფიციალურად შეწყალების აქტისთვის ხელი ჯერ არ მოუწერია. “ეს გადაწყვეტილება მე მივიღე ამ დილით 10 საათზე. არ დაველოდე არც არავის მოწოდებას, ვერავინ ვერ ჩაითვლის ქულებს, არც მუქარებს, იმიტომ, რომ […]

პრეზიდენტი – „აგენტი“ ითქვა, თუ არ ითქვა, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რას მიედ – მოედებიან? მნიშვნელობა აქვს იმას, რომ გერმანიის კანცლერმა, რომელიც ერთ-ერთი მთავარია ლიდერებიდან, თქვა, რომ არ შეიძლება ამის დაბრუნება, ეს არ არის ევროპული კანონი

„აგენტი“ ითქვა, თუ არ ითქვა არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რას მიედ – მოედებიან? მნიშვნელობა აქვს იმას, რომ გერმანიისკანცლერმა, რომელიც არის ერთ-ერთი მთავარი ლიდერებიდან, თქვა, რომ არ შეიძლება ამის დაბრუნება, ეს არ არის ევროპული კანონი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, რითაც გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის […]

გრიგორიადისის დედა: გულით და სულით მჯეროდა, რომ ქალბატონი სალომე შეიწყალებდა ლაზარეს

სულ მჯეროდა, რომ ჩამოვედი ნოემბერში, იქიდან მჯეროდა, რომ ქალბატონი სალომე შეიწყალებდა ლაზარეს. ისეთი არასამართლიანი იყო ეს მიდგომა ლაზარეს მიმართ, ყველას დასანახად ისჯებოდა. დაიწყო მისი გაშავების პროპაგანდით, ძალიან უსიამოვნო იყო ეს პროცესი. გულით და სულით მჯეროდა, რომ ქალბატონი სალომე მას შეიწყალებდა. მინდა, რომ უღრმესი მადლობა გადავუხადო ქალბატონ სალომეს, ყველა ჟურნალისტს, ყველა იმ ადმაიანს, რომელიც გვერდში მედგა […]

“დიდი ალბათობით, კანონი არც იქნება გადაწყვეტილი”- ოლაფ შოლცი ევროპარლამენტში გამჭვირვალობის შესახებ ინიციირებულ დირექტივაზე

“დიდი ალბათობით, კანონი არც იქნება გადაწყვეტილი”- ოლაფ შოლცი ევროპარლამენტში გამჭვირვალობის შესახებ ინიციირებულ დირექტივაზე გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა, რომ ევროკავშირში მსგავსი კანონმდებლობა არ არის, არსებობს დისკუსია გამჭვირვალობის შესახებ, თუმცა, დიდი ალბათობით, დადებითად არ გადაწყდება. ასევე ცნობილია, რომ 9 აპრილს, ევროკავშირის პარტიებმა და ევროკომისიამ ხელი […]

“ამდენი რუსია შემოსული, რომელიც არანაირად კონტროლდება” – რისთვის შეიძლება გამოიყენოს კრემლმა ისინი? – ზურაბიშვილი

დავუბრუნდეთ 15 დეკემბერს, დავივიწყოთ მანამდე რა მოხდა, 15 დეკემბერს მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, ხელისუფლება ამბობს, ჩემი გაკეთებულიაო, სცენაზე ადის, ზეიმობს, მეც მიხარია, იმიტომ რომ ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლება უბრუნდება ევროპულ გზას. მეორე არის ფეხბურთი – გავიმარჯვეთ და სიმბოლურად, ერთი ნაბიჯით გადავდივართ ევროპაში, ასევე ხალხის, პოლიციელების, ვნახე ჩემი თვალით ეს არაჩვეულებრივი სიხარული. არ გვაცალეს ეს გახარება, ერთობა, […]

ზურაბიშვილი: ქართული ოცნება რუსული ოცნებაა

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის თქმით, ქართული ოცნება რუსული ოცნებაა და მმართველი პარტიის პოლიტიკა კრემლისგან არის ნაკარნახევი. ამის შესახებ მან ტვ პირველთან ინტერვიუში განაცხადა. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ უკრაინის ომის შემდეგ, ქართული ოცნების ტოტალური ცვლილება რუსეთის ზეწოლის შედეგადაა გამოწვეული. “უკრაინის ომის შემდეგ, მათი [ქართული ოცნება] ტოტალური ცვლილება არის გამოწვეული იმით, რომ ეს იყო პროცესი რუსეთის ზეწოლის, რომელიც […]