როდის დატოვებს ციხეს ლაზარე გრიგორიადისი?

7-8 მარტის აქციების მონაწილე ლაზარე გრიგორიადისი, რომელსაც თბილისის საქალაქო სასამართლომ 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა ციხეს პრეზიდენტის შეწყალებით დატოვებს. სალომე ზურაბიშვილმა 12 აპრილს განაცხადა, რომ ლაზარეს შეწყალების გადაწყვეტილება მიღებული აქვს, თუმცა შეწყალების აქტზე ხელი ჯერ არ მოუწერა, რამდენადაც წინ ტექნიკური პროცედურებია. „ნეტგაზეთი“ აღნიშნული პროცედურების ასახსნელად ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატს დაუკავშირდა. ადვოკატი გვეუბნება, რომ იმისათვის, რომ შეწყალების აქტი […]

იმერეთის რეგიონს 17 ახალი ნაგავმზიდი მოემსახურება

ნარჩენების მართვის ტექნოლოგიების და მყარი ნარჩენების გატანის გაუმჯობესების მიზნით ახალი ნაგავმზიდები მუნიციპალიტეტებში გადანაწილდება. იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტებისთვის შეძენილია 10 და 16-კუბიანი „ივეკოს“ ფირმის თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი ნაგავმზიდები. „ვაგრძელებთ იმერეთის რეგიონში მუნიციპალური ტექნიკის განახლებას. რამდენიმე თვის წინ, განვაახლეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი სხვადასხვა მუნიციპალიტეტში. ამ ეტაპზე იმერეთმა დამატებით შეიძინა ცხრა მუნიციპალიტეტისთვის 17 დასუფთავების მანქანა, რომლის […]

დიდი ოდენობით ქონების გამოძალვის ფაქტზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით ქონების გამოძალვის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში ბრალდებულმა სხვა პირებთან ერთად დაზარალებულებს სიცოცხლის მოსპობის და ნივთების განადგურების მუქარით 100 000 აშშ დოლარის გადახდა მოსთხოვა. სამართალდამცველებმა ბრალდებული სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 10 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება […]

ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ „რუსული კანონი“ და ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონი არასოდეს არ იყოს საქართველოში

სამეფო უბნის თეატრის რეჟისორმა დათა თავაძემ სცენიდან მაყურებელს მიმართა და აღნიშნა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს რომ არ მიიღონ კანონი „გამჭვირვალობის და ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ. მისი თქმით, „ენა, რომელიც ბრაზს ვერ გამოხატავს, ენა არ არის“ და ამ ენაზე ილაპარაკა ლაზარემ მისი ქმედებით. მანვე აღნიშნა, რომ ასევე თავისუფლებას იმსახურებს ლევან ზურაბაშვილი, რომელიც 2023 წლის 20 ნოემბერს მიკროსაფინანსო […]

ღარიბაშვილი პრეზიდენტზე: რა უნდა ვუწოდო ასეთ გადაწყვეტილებას? ანტი-სახელმწიფოებრივი

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი პრეზიდენტის მიერ ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების გადაწყვეტილებას “ანტი-სახელმწიფოებრივს” უწოდებს. მან გააკრიტიკა სალომე ზურაბიშვილი და მას “ე.წ. პრეზიდენტი” უწოდა. “ძალიან ვცდილობ რომ მოზომილი ვიყო ჩემს შეფასებას. რა უნდა ვუწოდოთ ასეთ გადაწყვეტილებას, როგორ არ ვუწოდოთ ანტისახელმწიფოებრივი. ადამიანმა შეიწყალა პირი, რომელმაც მოლოტოვის კოქტეილი ესროლა ჩვენს საამაყო პოლიციას და ცოცხლად დაწვა სურდა ჩვენი გმირი პოლიციელის. […]

“მილანში” პიოლი შესაძლოა, “რეალის” ყოფილმა მწვრთნელმა ჩაანაცვლოს

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, “მილანი” იმ ვარიანტებს იკვლევს, თუ სეზონის ბოლოს გუნდს მთავარი მწვრთნელი სტეფანო პიოლი დატოვებს. “როსონერის” ბოსებს ერთ-ერთ ვარიანტად მადრიდის “რეალისა” და ესპანეთის ნაკრების ყოფილი დამრიგებელი ხულენ ლოპეტეგი ჰყავთ შერჩეული. არსებული ცნობით, მხარეებს შორის შეხვედრაც გაიმართა და სავარაუდო თანამშრომლობის შესახებ საუბარიც შედგა. ახლა “მილანს” პიოლისთან ერთად ძალიან რთული მისია აქვს გადასალახი. “როსონერი” ევროპის […]

ანტალიაში საბაგიროს კაბინა ბოძს შეეჯახა, რასაც ერთი ადამიანი ემსხვერპლა, 10 კი დაშავდა

თურქეთში, ანტალიის პროვინციაში საბაგიროს კაბინა ბოძს შეეჯახა, რასაც ერთი ადამიანი ემსხვერპლა, 10 კი დაშავდა. თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სამაშველო ოპერაციაში 7 ვერტმფრენი და 500-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. მათი თქმით, მაშველებმა კაბინებიდან 120-ზე მეტი ადამიანის დროულად გამოყვანა შეძლეს. ინციდენტის მიზეზი უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.

სიდნეის სავაჭრო ცენტრში კაცი დანით ხალხს თავს დაესხა – დაიღუპა 5 ადამიანი

სიდნეის სავაჭრო ცენტრში ერთი კაცი დანით მოქალაქეებს თავს დაესხა და 5 ადამიანი მოკლა. პოლიციამ თავდამსხმელი ადგილზე მოკლა. პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელს მას შემდეგ ესროლეს, რაც Westfield Bondi Junction-ის სავაჭრო ცენტრში ცხრა ადამიანს დაესხა თავს. პოლიციისთვის კაცის მოტივაცია უცნობია. ავსტრალიაში იარაღისა და დანის ტარებაზე რეგულაციები ერთ-ერთი ყველაზე მკაცრია და მსგავსი ინციდენტებიც საკმაოდ იშვიათია. ახალი სამხრეთ უელსის სასწრაფო […]

ევროპის რომელი ქვეყნები ხარჯავენ საცხოვრებლებზე ყველაზე მეტს – ჩამონათვალი

საცხოვრებლებზე ყველაზე მეტს ფინეთსა და გაერთიანებულ სამეფოში ხარჯავენ. ამის შესახებ ინფორმაციას euronews ავრცელებს. ბრიტანული ანალიტიკური ცენტრის (Resolution Foundation) მონაცემებით, ფინეთში მოსახლეობის მთლიანი ხარჯების 24% სწორედ საცხოვრებელზე მოდის, რაც ბევრად აღემატება ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელს – 15%-ს. ანგარიშში წარმოდგენილ მონაცემებში, რეალურად გადახდილი ქირის ღირებულება ე.წ. „დარიცხულ ქირასთანაა“ გაერთიანებული – ღირებულება, რომლის გადახდაც მფლობელს ღია ბაზარზე, საკუთარი საცხოვრებლის […]

თამარ ჩიბურდანიძე: პრეზიდენტმა კრიმინალის შეწყალებით ცეცხლი წაუკიდა ყველა პოლიციელს, ვინც ჩვენს და მათ შორის, მის უსაფრთხოებასაც იცავს

“დარჩა კიდევ რაიმე უსინდისობა, რაც არ გაუკეთებია ზურაბიშვილს?” – ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში “ხალხის ძალის” წევრი თამარ ჩიბურდანიძე სალომე ზურაბიშვილის მიერ ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებას. ჩიბურდანიძის თქმით, ამ საქციელით საქართველოს პრეზიდენტმა ცეცხლი წაუკიდა ყველა იმ პოლიციელს, ვინც საქართველოს მოქალაქეების და მათ შორის, პრეზიდენტის უსაფრთხოებას იცავს. “სალომე ზურაბიშვილმა ქართულ პოლიციას აკადრა ის, რაც სააკაშვილსაც კი არ უკადრებია. […]