ირაკლი ღარიბაშვილი – რაც კანდიდატის სტატუსი მივიღეთ, რატომ მოიწყინა ოპოზიციამ, „ენჯეოებმა“? – სალაპარაკო მივეცით, საჩუქარი გავუკეთეთ, გამოიყენონ, არგუმენტები წარმოადგინონ, დაიცვან საკუთარი სიმართლე, თუ აქვთ

რაც კანდიდატის სტატუსი მივიღეთ, ოპოზიცია ხმას ვერ იღებდა ვერაფერზე, რატომ მოიწყინა ოპოზიციამ, „ენჯეოებმა“? ასეთი სალაპარაკო მივეცით, საჩუქარი გავუკეთეთ, გამოიყენონ საშუალება და საკუთარი აზრი, არგუმენტები წარმოადგინონ, დაიცვან საკუთარი სიმართლე, თუ აქვთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, მთავარი კითხვაა, რატომ უნდა იყოს ტაბუდადებული არასამთავრობო ორგანიზაციების […]

ღარიბაშვილი: სალომე ზურაბიშვილმა მოლოტოვის კოქტეილი ესროლა პოლიციელს ამ შეწყალებით

ახლა ძალიან ვცდილობ, რომ მოზომილი ვიყო ჩემს შეფასებაში. აი რა უნდა ვუწოდოთ ახლა ასეთ გადაწყვეტილებას და როგორ შეიძლება, რომ ამ გადაწყვეტილებას არ ვუწოდოთ ანტისახელმწიფოებრივი. ადამიანმა შეიწყალა პირი, რომელმაც მოლოტოვის კოქტეილი ესროლა ჩვენს საამაყო პოლიციას და ცოცხლად დაწვა სურდა ჩვენი გმირი პოლიციელის, ერთ-ერთი პოლიციელის, ეს ხომ ფაქტია. ყველამ კარგად ნახა ის კადრები მთელმა ქვეყანამ და მთელმა […]

ხუთი ადამიანი დაიღუპა სიდნეის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში დანით თავდასხმის შედეგად

ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა სიდნეის სავაჭრო ცენტრში უცნობი პირის მიერ დანით თავდასხმის შედეგად. რამდენიმე დაჭრილის მდგომარეობა კრიტიკულია. მათ შორის ერთი ბავშვია. თავად თავდამსხმელი კი პოლიციამ მოკლა. ერთ-ერთმა მოწმემ გაზეთ The Sydney Morning Herald-ს უთხრა, რომ თავდამსხმელი „დაბნეულად გამოიყურებოდა“ და ის დანით „წინ და უკან დარბოდა“. თავდამსხმელის ვინაობა ჯერ დადგენილი არ არის, უცნობია მისი […]

საფრანგეთის ხელისუფლებამ ირანიდან დიპლომატების ოჯახის წევრების ევაკუაციის განკარგულება გასცა

საფრანგეთის ხელისუფლებამ ირანიდან დიპლომატების ოჯახის წევრების ევაკუაციის განკარგულება გასცა. ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გაკეთდა განცხადება. ამასთან ერთად, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა მოქალაქეებს, თავი შეიკავონ ირანში, ლიბანსა და ისრაელში გამგზავრებისგან.

აფხაზური ოპოზიცია „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის უკან გატანას ითხოვს

აფხაზურმა ოპოზიციამ დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლებას კოლექტიურად მიმართა და მოითხოვა, პარლამენტიდან უკან გაიტანონ კანონპროექტი „უცხოური აგენტების შესახებ“. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული ონლაინმედია „Кавказский узел“ ავრცელებს. გარდა ამისა, ოპოზიციონერები ითხოვენ, გაუქმდეს სხვა ინიციატივებიც, რომლებიც, ზიანს აყენებს დე ფაქტო რესპუბლიკის მოსახლეობას. ოპოზიციური პოლიტიკური პარტიისა და სხვადასხვა მოძრაობების 30-მდე წევრმა 10 აპრილს მიიღო დადგენილება, რომლითაც მიმართეს დე ფაქტო […]

აზიური ფაროსანას მონიტორინგის მიზნით, დასავლეთ საქართველოში ფერომონიან დამჭერებს ათავსებენ

სურსათის ეროვნული სააგენტო აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებს წელსაც მასშტაბურად განახორციელებს. ბრძოლის ღონისძიებები რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობს. მავნებლის რიცხოვნობის განსაზღვრის მიზნით, უკვე ჩატარდა პირველადი მონიტორინგი საცხოვრებელი სახლების, მიტოვებული შენობებისა და საკარმიდამო ნაკვეთების ტერიტორიაზე. პირველადი მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრმა დასავლეთ საქართველოში ფერომონიანი დამჭერების განთავსება დაიწყო. პირველ ეტაპზე, ყველა რეგიონის ადმინისტრაციულ ერთეულებში განთავსდება 5-5 ფერომონიანი […]

მდინარაძე: პოლიციელსა და მამაზე თავდამსხმელის შეწყალება არის ნაცური გადაწყვეტილება

გია აბდალაძე არის ძალიან ღირსეული ადამიანი და სხვანაირად ვერ მოიქცეოდა ალბათ, არ გამკვირვებია ეს გადაწყვეტილება. უნდა გვახსოვდეს, რომ არა მხოლოდ პოლიციელზე ძალადობაში, არამედ საკუთარ მამაზე ძალადობაში მსჯავრდადებული ადამიანიც არის [ლაზარე] და პოლიციასა და საკუთარ მამაზე ძალადობაში მსჯავრდადებული ადამიანი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა, რაც არის მისი ნაცური გადაწყვეტილება. როდესაც იწყალებ პოლიციელსა და მამაზე თავდამსხმელს, ეს უკვე შენი […]

ირაკლი ღარიბაშვილი – სალომე ზურაბიშვილმა ამ შეწყალებით პოლიციელს „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლა – ეს არის ანტისახელმწიფოებრივი ქმედება

სალომე ზურაბიშვილმა „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლა პოლიციელს ამ შეწყალებით, – ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა პრეზიდენტის მიერ ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების ფაქტი. მან პრეზიდენტის ქმედებას ანტისახელმწიფოებრივი უწოდა და განაცხადა, რომ რამდენიმე თვეში სალომე ზურაბიშვილი ისტორიაში ჩაეწერება როგორც „მოლოტოვის კოქტეილის“ მსროლელი და თანამონაწილე. „ძალიან ვცდილობ, რომ მოზომილი ვიყო ჩემს შეფასებაში. რა უნდა ვუწოდოთ ამ გადაწყვეტილებას და […]

ირაკლი ღარიბაშვილი – გაცხადებული მიზანი გვაქვს, რომ გვინდა მაქსიმალური შედეგის აღება, გვაქვს ამბიცია ავიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობაც

გაცხადებული მიზანი გვაქვს, რომ გვინდა მაქსიმალური შედეგის აღება, გვაქვს ამბიცია, რომ ავიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობაც, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მისი შეფასებით, ამბროლაურში გამართულ შეხვედრაზე ამომრჩევლებთან და პარტიულ აქტივთან ქვეყანაში მოახლოებულ არჩევნებზე ჰქონდათ საუბარი. „ვისაუბრეთ მოსალოდნელ არჩევნებზე, მინდა გითხრათ, რომ მაგარი განწყობაა ამ რეგიონში. ჩვენი მთავარი გზავნილი მოგეხსენებათ რომ არის შემდეგი, […]

ირაკლი ღარიბაშვილი მამის ბიზნესსაქმიანობაზე დასმულ კითხვაზე – ჩემი ოჯახის გასცემს კითხვებს პასუხს და თქვენ მოგიწევთ პასუხის გაცემა სასამართლოში – აღარ ვარ პრემიერ-მინისტრი და მაინც აგრძელებთ ამ კამპანიას

აღარ ვარ პრემიერ-მინისტრი, გააგრძელეს და აგრძელებთ ამ კამპანიას, მაგრამ ერთი რამ ვერ გაიგეთ თქვენ, სამწუხაროდ, რომ არ მუშაობს – ხალხმა ძალიან კარგად იცის, ვინ არის ირაკლი ღარიბაშვილი,- ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის შეკითხვას, რომელიც მისი მამის ბიზნესსაქმიანობაზე მომზადებულ სიუჟეტებს ეხებოდა. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, მიზანმიმართული კამპანია მიმდინარეობს მისი და მისი ოჯახის წინააღმდეგ. „მე […]