ლაზარე გრიგორიადისის ბაბუა – თუ საქართველოში ლაზარეს გამამართლებელი განაჩენი არ დადგა, ალბათ, სტრასბურგის სასამართლოს მივმართავთ

საქართველოში თუ არ დადგა ლაზარეს გამამართლებელი განაჩენი, მერე სტრასბურგის სასამართლოს მივმართავთ, – ამის შესახებ ლაზარე გრიგორიადისის ბაბუამ გია კალანდაძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადა. მისი შეფასებით, თუ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლაზარე გრიგორიადისს არ შეიწყალებს, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ. „ყველანაირ გზას მივმართავთ, რაც ჩვენ გვეკუთვნის. დღეს აქ ვართ, პრეზიდენტის სასახლეში, შევიტანთ განცხადებას, რომ ლაზარე შეიწყალოს. არანაირი საფუძველი […]

ი.ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის დარბაზში თბილისის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მესამე კონცერტს გაიმართება

18 აპრილს, ი.ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის დარბაზში, თბილისის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მესამე კონცერტს გაიმართება. მასში მონაწილეობას მიიღებენ: · ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახ. ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის ბავშვთა გუნდი · გორის, ვანო მურადელის სახელობის სამუსიკო სკოლის ბავშვთა გუნდი · ახალგაზრდული გუნდი „თუთარჩელა“ კონცერტზე დასწრება თავისუფალია. თბილისის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი წელს მეთოთხმეტედ ტარდება. ფესტივალის დამფუძნებელი და მუდმივი […]

დონალდ ტრამპი – უკრაინისთვის დახმარებას სესხის სახით ვფიქრობთ და არა საჩუქრის

უკრაინისთვის დახმარების სესხის სახით გადაცემას განვიხილავთ, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა და „რესპუბლიკური პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა. „ჩვენ ახლა ამას განვიხილავთ, ისინი ამის შესახებ საუბრობენ და ჩვენ ამის გაკეთებას სესხის სახით ვფიქრობთ და არა საჩუქრის სახით“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, მაიკ ჯონსონს ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში […]

ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით ქონების გამოძალვის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით ქონების გამოძალვის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა. “საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში ბრალდებულმა სხვა პირებთან ერთად დაზარალებულებს სიცოცხლის მოსპობის და ნივთების განადგურების მუქარით 100 000 აშშ დოლარის გადახდა მოსთხოვა. სამართალდამცველებმა ბრალდებული სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 10 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის […]

“შშმ პირი იყო, ტყეში წაიყვანეს და იქ მოკლეს” – ბოლნისში მომხდარის დეტალები

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მამხუტში 34 წლის კაცი გაურკვეველმა პირებმა რამდენიმე დღის წინ სახლიდან გაიტაცეს. თანასოფლელებმა მისი ცხედარი ტყეში, ნაწამები იპოვეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ განგვიცხადა, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. თუმცა, საქმეზე ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ. ადგილობრივები კი გვიყვებიან, რომ ცხედარს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება. მათი თქმით, დაღუპული ისაუ ჰუსეინოვია, რომელიც […]

“მოლოდინის რეჟიმში ვართ” – ლაზარე გრიგორიადისმა საპატიმრო შესაძლოა დღეს დატოვოს

ლაზარე გრიგორიადისმა ციხე შესაძლოა დღეს დატოვოს. მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა რუსული კანონის საწინააღმდეგო დემონსტრაციების მონაწილის შეწყალების გადაწყვეტილება მიიღო, უფლებადამცველები ათონელის რეზიდენციიდან გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესაბამისი ხელმოწერილი დოკუმენტის გადაგზავნას ელოდებიან. ამის შესახებ კი ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციას ჯერჯერობით არ გაუვრცელებია. “პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს ხელი შეწყალებას, თუ უკვე მოწერილი არ აქვს. მას შემდეგ შეწყალების აქტი იგზავნება პენიტენციურ დაწესებულებაში […]

ზუგდიდში სპეცოპერაცია ჩატარდა – ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ზუგდიდში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი (მ.ჭ.) დააკავეს. სპეცოპერაცია წუხელ ჩატარდა. ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება “სუბოტექსი.” მომხდარზე გამოძიება ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა, გასაღების მუხლით მიმდინარეობს.

ჯაფარიძე კობახიძეს: ნებისმიერ დროს ნებისმიერ ეთერში დავსხდეთ და კანონზე ვილაპარაკოთ

კობახიძეს უთქვამს გუშინ, რომ რუსულ კანონთან დაკავშირებითო, ნებისმიერ უცხოელს ან ქართვეს დავუჯდები და დაველაპარაკები არგუმენტირებულადო. გერმანიაში რომ წავიდა, იქ ეტყობა გული მიეცა, თუ როგორ არის ეს. ხოდა, აგერ ვარ, უცხოელი არა, საქართველოს მოქალაქე, ნებისმიერ დროს ნებისმიერ ეთერში – იმედი, პოსტვ, მაესტრო, საზმაუ, რავი, რა გაქვთ კიდევ, სადაც გინდა, შენი წამყვანით, ვინც გინდა ის დაისვი, თუ […]

#არარუსულკანონს! საქართველოს ეკონომიკური განვითარების სწორი გზა #ევროპულიგზაა – EDA

საქართველოს ექსპორტის განვითარების ასოციაციის (EDA) გამგეობის წევრის გვანცა მელაძის გაუგებარია, რატომ განიხილება საქართველოში ე.წ. რუსული კანონის მიღება, როდესაც ქვეყანას ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი აქვს და ევროპელი პარტნიორების რჩევაა, არ იქნეს მიღებული მსგავსი კანონი. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა და აღნიშნა, რომ პარტნიორი ქვეყნების ფონდების და საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით, 2012 წლიდან დღემდე „ექსპორტის განვითარების […]

„აშშ-ის მაღალჩინოსნების განცხადებით, ჩინეთი მოსკოვს იარაღის წარმოების გაძლიერებაში ეხმარება“ – reuters

ჩინეთი მხარს უჭერს რუსეთის საომარ ძალისხმევას უკრაინაში იმით, რომ მოსკოვს იარაღის წარმოების გაძლიერებაში ეხმარება. ამის შესახებ ინფორმაციას reuters-ი ავრცელებს. როგორც სააგენტო იუწყება, აშშ-ის ანონიმურმა ოფიციალურმა პირებმა განუცხადეს, რომ ჩინეთი ეხმარება რუსეთს უპილოტო საფრენი აპარატებისა და რაკეტების წარმოების გაზრდაში. მათივე თქმით, აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ეს საკითხი ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინპინთან ბოლო სატელეფონო საუბრისას წამოჭრა და […]