ანტალიაში საბაგიროს ჩამოვარდნის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა

13 აპრილის ღამეს თურქეთის ქალაქ ანტალიაში საბაგიროს ჩამოვარდნის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 10 დაშავდა. მაშველებმა კაბინებიდან 137 ადამიანის ევაკუაცია უკვე მოახერხეს, თუმცა სამაშველო სამუშაოები გრძელდება. საბაგიროს სხვა კაბინებში ჯერ კიდევ დარჩენილია 29 ადამიანი, რომელთა გადარჩენის ოპერაციაც ამ დრომდე მიმდინარეობს. ინფორმაციას ანტალიაში საბაგიროს ჩამოვარდნის შესახებ თურქული მედია ავრცელებს. როგორც ცნობილია, ეიდ ალ-ფითრის დღესასწაულის გამო საბაგირო […]
გრიგორიადისის დედა: სავარაუდოდ, ლაზარეს მომდევნო კვირაში გამოუშვებენ

დღეს ველოდით, რომ გამოუშვებდნენ, იყო ასეთი ხმა, მაგრამ ახლა ველაპარაკე ადვოკატს და სამი სამუშაო დღე გვითხრეს. სავარაუდოდ, მომდევნო კვირაში გამოუშვებენ ლაზარეს. […] გუშინდელი განაჩენის შემდეგ, როდესაც წავედით ორბელიანების სასახლეში განცხადების შესატანად, მქონდა ის განცდა, რომ ქალბატონი სალომე ლაზარეს შეიწყალებდა. საღამოს გადაცემაში გავიგე ეს ამბავი, ყურში მესმოდა, ცოტა უჩვეულო იყო, ემოციური და ძალიან გამიხარდა, მაგრამ ველოდი. […]
პოლიციაზე და საკუთარ მამაზე ძალადობაში მსჯავრდებული ადამიანი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა, რაც არის მისი „ნაცური“ გადაწყვეტილება

არა მხოლოდ პოლიციაზე ძალადობაში, არამედ ოჯახურ ძალადობაში, საკუთარ მამაზე ძალადობაში მსჯავრდებული ადამიანი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პრეზიდენტის მიერ ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების თაობაზე განუცხადა. მდინარაძის თქმით, როდესაც იწყალებ პოლიციელზე და საკუთარ მამაზე თავდამსხმელს, ეს უკვე შენი პოლიტიკური მრწამსის შემადგენელი ნაწილია და სალომე ზურაბიშვილმა „ნაცური“ […]
ბუდუ ზივზივაძე გაციების გამო “პადერბორნთან” მატჩს გამოტოვებს

დღეს, 13 აპრილს, ბუნდესლიგა 2-ის 29-ე ტურში “კარლსრუეს” “პადერბორნთან” მატჩში საქართველოს ნაკრების ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე გაციების გამო ვერ დაეხმარება. შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში ზივზივაძემ გერმანიის ჩემპიონატში 27 მატჩი გამართა, თავი კი 10 გატანილი გოლითა და 2 შედეგიანი პასით გამოიჩინა. “პადერბორნისა” და “კარლსრუეს” შეხვედრა თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება.
ყაზახეთის ნავთობის მარაგი 1 ტრილიონ ტონას მიაღწევს

ყაზახეთის ნავთობის მარაგი 1 ტრილიონ ტონას მიაღწევს. ამის შესახებ ყაზახეთის მრეწველობისა და მშენებლობის სამინისტროს გეოლოგიის კომიტეტის თავმჯდომარემ, ერლან აკბაროვმა განაცხადა. „ამჟამად ქვეყანას 4 მილიარდ 400 მილიონი ტონა ნავთობის მარაგი აქვს. აქედან, C1 კატეგორიის ნავთობის მარაგი, რომელიც გადამუშავებას ექვემდებარება, შეადგენს 2 მილიარდ 900 მილიონ ტონას. ეს არის წიაღის ამჟამინდელი მომხმარებლების მარაგი,“- აღნიშნა აღნიშნააკბაროვმა. მისი თქმით, „ევრაზიის […]
ქალაქ ტოკმაკის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი რვამდე გაიზარდა

13 აპრილის ღამეს, უკრაინის ზაპოროჟიეს რეგიონის რუსეთის მიერ კონტროლირებად ნაწილში, ქალაქ ტოკმაკში ნანგრევებიდან კიდევ ორი მსხვერპლის ცხედარი ამოიღეს. ამრიგად, წინა ღამით მომხდარი დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი რვამდე გაიზარდა. ამის შესახებ რუსეთის მიერ დანიშნულმა რეგიონის ხელმძღვანელმა, ევგენი ბალიცკიმ განაცხადა. დაღუპულთა შორის ორი ბავშვია. 13 ადამიანი დაშავდა, ისინი გადაიყვანეს ტოკმაკის საავადმყოფოში. შაბათს დილით ნანგრევებიდან კიდევ ხუთი ადამიანი […]
მამუკა მდინარაძე – პოლიციაზე და საკუთარ მამაზე ძალადობაში მსჯავრდადებული შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა, რაც მისი „ნაცური“ გადაწყვეტილებაა

პოლიციაზე და საკუთარ მამაზე ძალადობაში მსჯავრდადებული შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა, რაც არის მისი „ნაცური“ გადაწყვეტილება, – ასე აფასებს უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე პრეზიდენტ ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას, ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების შესახებ. როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ზურაბიშვილის ეს გადაწყვეტილება უკვე მისი პოლიტიკური მრწამსის შემადგენელი ნაწილია. „უნდა გვახსოვდეს, რომ არა მხოლოდ პოლიციელზე ძალადობაში, არამედ, ოჯახურ ძალადობაში, საკუთარ მამაზე ძალადობაში მსჯავრდადებული […]
ირაკლი ღარიბაშვილი ოლაფ შოლცის განცხადებაზე – როგორ უნდა შევაფასო? – ყველა ადამიანს საკუთარი აზრი აქვს და ყველა ადამიანის აზრს პატივს ვცემ

როგორ უნდა შევაფასო? – ყველა ადამიანს საკუთარი აზრი აქვს და ყველა ადამიანის აზრს პატივს ვცემ, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა კითხვას, როგორ შეაფასებს „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის გუშინდელ განცხადებას. პრემიერის თქმით, გერმანია საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია. „ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი იყო, გერმანია არის ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი. […]
ირაკლი ღარიბაშვილი – მიუღებელია ყოველგვარი ჩარევა სასამართლოს დამოუკიდებლობაში და კონკრეტული მოსამართლეების გვარების ხსენება – თუ რამე მტკიცებულება არსებობს, უნდა გასაჯაროვდეს

მიუღებელია ყოველგვარი ჩარევა ჩვენი სასამართლოს დამოუკიდებლობაში, კონკრეტული მოსამართლეების გვარების ხსენება, ასევე, მიუღებელია – თუ რამე მტკიცებულება არსებობს, ეს მტკიცებულება უნდა იყოს გასაჯაროებული, ჩვენ არ მიგვიღია არავითარი მტკიცებულება, ჩვენი მცდელობის მიუხედავად, ამიტომ ეს საუბარი უნდა შეწყდეს, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით, რომ აშშ სანქცირებული მოსამართლეების მიმართ გამოძიების დაწყებას ითხოვს. ღარიბაშვილის […]
ირლანდიისა და ესპანეთის პრემიერ-მინისტრებმა პალესტინის სახელმწიფოს აღიარების საკითხი განიხილეს

ირლანდიისა და ესპანეთის პრემიერ-მინისტრებმა პალესტინის სახელმწიფოს აღიარების საკითხი განიხილეს. „ჩვენი შეფასებით, ეს მომენტი ახლოს არის და ჩვენ გვსურს, რომ ეს ნაბიჯი ერთად გადავდგათ“, – განაცხადა ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა, საიმონ ჰარისმა. ირლანდიის ახალი პრემიერ-მინისტრი, საიმონ ჰარისი ესპანელ კოლეგას, პედრო სანჩესს დუბლინში შეხვდა. საიმონ ჰარისი ნორვეგიის პრემიერ-მინისტრს, იონას გარ სტიორესაც შეხვდა და აღნიშნა, რომ პალესტინის აღიარებისთვის ბევრი ევროპული […]