პრეზიდენტს დარჩა ერთადერთი კრიმინალი შესაწყალებლად – მიხეილ სააკაშვილი, ოღონდ ჯერ უნდა გადაწყვიტონ მისმა მბრძანებლებმა უცხოეთში, როდის აწყობთ ეს

„სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა. ეს შეწყალება არ იყო სენტიმენტალიზმის შედეგი, პრეზიდენტმა ამით წაახალისა სხვა ახალგაზრდებიც, რომ პოლიციელის ცოცხლად დაწვა მისაღებია და თუკი ვინმე გაიმეორებს, მათაც შეიწყალებს”, – ასე გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი, დიმიტრი ხუნდაძე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების შესახებ. როგორც ხუნდაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, პრეზიდენტმა ამ გადაწყვეტილებით ოპოზიციას ყველაფრის […]

ზურაბიშვილი თავად გახდა ნაცმოძრაობის აქტივისტი, რომელიც ყველაფერს კადრულობს

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე სალომე ზურაბიშვილის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების შესარჩევ კომისიასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბრობს. მდინარაძე აღნიშნავს, რომ სალომე ზურაბიშვილმა კომისია, მათ შორის, იმ ადამიანით დააკომპლექტა, რომელმაც საბოტაჟში მიიღო მონაწილეობა. მისივე განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი თავად გახდა ნაცმოძრაობის ერთი რიგითი აქტივისტი, რომელიც იმ დონის ცუდ რაღაცებს კადრულობს, რომელსაც ყველაზე რადიკალი ნაცები კადრულობენ. […]

პრეზიდენტმა კრიმინალის შეწყალებით ცეცხლი წაუკიდა ყველა პოლიციელს, ვინც ჩვენს და მათ შორის, მის უსაფრთხოებასაც იცავს

“დარჩა კიდევ რაიმე უსინდისობა, რაც არ გაუკეთებია ზურაბიშვილს?” – ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში “ხალხის ძალის” წევრი თამარ ჩიბურდანიძე სალომე ზურაბიშვილის მიერ ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებას. ჩიბურდანიძის თქმით, ამ საქციელით საქართველოს პრეზიდენტმა ცეცხლი წაუკიდა ყველა იმ პოლიციელს, ვინც საქართველოს მოქალაქეების და მათ შორის, პრეზიდენტის უსაფრთხოებას იცავს. “სალომე ზურაბიშვილმა ქართულ პოლიციას აკადრა ის, რაც სააკაშვილსაც კი არ უკადრებია. […]

ლუნინის შეძენა კიდევ ერთ მსოფლიო გრანდს სურს

Defensa Central-ის ინფორმაციით, “ბაიერნი” “რეალის” მეკარე ანდრეი ლუნინის შეძენითაა დაინტერესებული. მიუნხენელებს უკრაინელი კარის დარაჯის გაფორმება 2025 წლამდე სურთ, ვიდრე მას მადრიდელებთან კონტრაქტი ამოეწურება. თავის მხრივ, “ბლანკოსს” მეკარის გაშვება უფასოდ არ სურს და უკრაინელს ახალ კონტრაქტს სთავაზობს. პრესაში უკვე იწერება, რომ ლუნინს “ბაიერნის” გარდა სხვა გრანდებიც აკვირდებიან.

სანაპიროზე, მშვიდობის ხიდთან, გზა გადაკეტილია “ალტ-ინფოს” აქციის გამო

მშვიდობის ხიდთან, სანაპიროზე, სამანქანე გზა გადაკეტილია. პრორუსული, ულტრამემარჯვენე, ძალადობრივი მოწოდებებით ცნობილი „კონსერვატიული მოძრაობა“, რომელიც საზოგადოებაში „ალტ-ინფოს“ სახელითაა ცნობილი, „ქართული ოცნების“ ოფისთან ე.წ. გამაფრთხილებელ აქციას მართავს. აქციაზე შეკრებილები საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც რეესტრმა 8 აპრილს პარტიას რეგისტრაცია გაუუქმა. პარტიის რეგისტრაციის კანონიერების შესწავლა ანტიკორუფციულმა ბიურომ მოითხოვა, საჯარო რეესტრმა კი გადაწყვეტილება ამ მიმართვის საფუძველზე მიიღო. რამდენიმე […]

ირაკლი ღარიბაშვილი ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებაზე: სალომე ზურაბიშვილმა მოლოტოვის კოქტეილი ესროლა პოლიციელს ამ შეწყალებით

ირაკლი ღარიბაშვილი ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებაზე: სალომე ზურაბიშვილმა მოლოტოვის კოქტეილი ესროლა პოლიციელს ამ შეწყალებით მე არ მოვერიდები ამის თქმას, ეს არის უკვე ანტისახელმწიფოებრივი ქმედება, – ასე შეაფასა “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა, სალომე ზურაბიშვილის მიერ ლაზარე გრიგორიადისის შეწყალება, რომელსაც პოლიციელებზე თავდასხმის გამო სასამართლომ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ღარიბაშვილის განცხადებით, ზურაბიშვილმა ამ ნაბიჯით შეურაცხყოფა მიაყენა არა […]

მამუკა მდინარაძე ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებაზე: პოლიციაზე და საკუთარ მამაზე ძალადობაში მსჯავრდებული ადამიანი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა, რაც არის მისი „ნაცური“ გადაწყვეტილება

მამუკა მდინარაძე ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებაზე: პოლიციაზე და საკუთარ მამაზე ძალადობაში მსჯავრდებული ადამიანი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა, რაც არის მისი „ნაცური“ გადაწყვეტილება არა მხოლოდ პოლიციაზე ძალადობაში, არამედ ოჯახურ ძალადობაში, საკუთარ მამაზე ძალადობაში მსჯავრდებული ადამიანი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პრეზიდენტის მიერ ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების თაობაზე განუცხადა. […]

ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ „რუსული კანონი“ და ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონი არასოდეს არ იყოს საქართველოში – დათა თავაძე

სამეფო უბნის თეატრის რეჟისორმა დათა თავაძემ სცენიდან მაყურებელს მიმართა და აღნიშნა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს „გამჭვირვალობის კანონის“ და ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონის არ მისაღებად. მისი თქმით, „ენა, რომელიც ბრაზს ვერ გამოხატავს, ენა არ არის“ და ამ ენაზე ილაპარაკა ლაზარემ მისი ქმედებით. მანვე აღნიშნა, რომ ასევე თავისუფლებას იმსახურებს ლევან ზურაბაშვილი, რომელიც 2023 წლის 20 ნოემბერს მიკროსაფინანსო […]

თურქეთში საბაგირო ჩამოვარდა – არის მსხვერპლი

თურქეთის ქალაქ ანტალიაში საბაგირო ჩამოვარდა. 1 ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. წინასწარი ინფორმაციით, ავარიის მიზეზი ერთ-ერთი საყრდენი ბოძის ჩამოშლა გახდა. სწორედ მას შეეჯახა ფუნიკულიორის ერთ-ერთი კაბინა. შეჯახების შემდეგ ის ნაწილებად დაიშალა და კლდეზე დაეცა. დაიღუპა 54 წლის კაცი. დაშავებულთა შორის ბავშვებიც არიან. საბაგიროს გაჩერების გამო სხვა კაბინებში გაჭედილი ადამიანების ევაკუაცია […]

“ნაცური გადაწყვეტილებაა” – მდინარაძე ლაზარეს შეწყალებაზე

პარლამენტში უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ლაზარე გრიგორიადისის შეწყალება “ნაცური” გადაწყვეტილებაა. “უნდა გვახსოვდეს, რომ არა მხოლოდ პოლიციელზე ძალადობაში, არამედ საკუთარ მამაზე ძალადობაში მსჯავრდადებული ადამიანიც არის [ლაზარე]. პოლიციასა და საკუთარ მამაზე ძალადობაში მსჯავრდადებული ადამიანი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა, რაც არის მისი ნაცური გადაწყვეტილება”, – თქვა მდინარაძემ ჟურნალისტებთან ამბროლაურში მხარდამჭერებთან შეხვედრის შემდეგ.