„უკრაინისთვის დახმარებას სესხის სახით ვფიქრობთ და არა საჩუქრის“ – დონალდ ტრამპი

უკრაინისთვის დახმარების სესხის სახით გადაცემას განვიხილავთ. ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა და აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა. „ჩვენ მილიარდობით დოლარის საჩუქრების გაცემას ვაგრძელებთ და ამას გადავხედავთ, მაგრამ ჩემთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ევროპა ბევრად აქტიური გახდეს და ფული გასცეს. ისინი უნდა გათანაბრდნენ, თუ ეს არ მოხდება, ძალიან ვწუხვარ, რადგან ეს მათ […]
ჩინეთმა მკვეთრად გაზარდა მიკროელექტრონიკის მიწოდება რუსეთისთვის

ჩინეთმა მკვეთრად გაზარდა რუსეთისთვის ისეთი ჩარხების, მიკროელექტრონიკისა და სხვა ტექნოლოგიების მიყიდვა, რომლებსაც ის უკრაინასთან ომში იყენებს. ამის შესახებ Associated Press-ი აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ორ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იუწყება. ისინი ამტკიცებენ, რომ 2023 წელს ჩინეთიდან იქნა რუსეთში შეტანილი მიკროელექტრონიკის დაახლოებით 90%, რომელიც რაკეტების, ტანკებისა და თვითმფრინავების წარმოებისთვის გამოიყენება. გასული წლის ბოლო კვარტალში, რუსეთის მიერ შესყიდული 900 მილიონი […]
“სალომე ზურაბიშვილმა „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლა პოლიციელს” – ღარიბაშვილი გრიგორიადისის შეწყალებაზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს აკრიტიკებს გასული წლის მარტის აქციების საქმეზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების გადაწყვეტილების მიღების გამო. ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას უწოდებს და ამბობს, რომ რამდენიმე თვეში სალომე ზურაბიშვილი ისტორიაში ჩაეწერება როგორც „მოლოტოვის კოქტეილის“ მსროლელი და თანამონაწილე: „ძალიან ვცდილობ, რომ მოზომილი ვიყო ჩემს შეფასებაში. რა უნდა ვუწოდოთ ამ გადაწყვეტილებას […]
მამუკა მდინარაძე – მოუხსნან სანქციები მოსამართლეებს და ასევე ბოდიში მოუხადონ ლაშა ჩხიკვაძეს – არცერთი მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის და მტკიცებულების გარეშე გამოძიების დაწყება დემოკრატიული სტანდარტი არაა

პირიქით, ჩვენ მათ გაღმა ვედავებით ამ დისკუსიაში, ან მოუხსნან სანქციები მოსამართლეებს, ასევე ბოდიში მოუხადონ (მოსამართლე) ლაშა ჩხიკვაძეს, – ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ შეკითხვას, დაკმაყოფილდება თუ არა აშშ-ს მოთხოვნა, გამოძიება დაიწყოს იმ მოსამართლეების მიმართ, რომლებზეც კითხვის ნიშნები არსებობს. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, აღნიშნულ მოთხოვნაზე მათ მტკიცებულებების წარმოდგენა მოითხოვეს, თუმცა არცერთი მტკიცებულება არ არის, რის […]
მამუკა მდინარაძე სებ-ის საბჭოს წევრების შესარჩევ კომისიაზე – ადამიანი, რომელიც კომისიაში შეიყვანა, მან სალომე ზურაბიშვილის საბოტაჟის გეგმაში მიიღო მონაწილეობა – ეს სქემა მხილებულია, ზურაბიშვილი თავად გახდა „ნაცმოძრაობის“ აქტივისტი, რომელიც ყველაფერს კადრულობს

ეს სქემა მხილებულია, ზურაბიშვილი თავად გახდა „ნაცმოძრაობის“ აქტივისტი, რომელიც ყველაფერს კადრულობს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ სალომე ზურაბიშვილის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების შესარჩევ კომისიასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მდინარაძე აღნიშნავს, სალომე ზურაბიშვილმა კომისია, მათ შორის, იმ ადამიანით დააკომპლექტა, რომელმაც საბოტაჟში მიიღო მონაწილეობა. მისივე განცხადებით, „სალომე ზურაბიშვილი თავად გახდა „ნაცმოძრაობის“ ერთი […]
„სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების სააგენტოს“ თანამშრომლებისთვის პროფესიული გადამზადების საბაზისო კურსი დაიწყო

სამინისტროს თავდაცვის ინსტიტუციურ აღმშენებლობის სკოლაში (DIBS) სსიპ ,,სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების სააგენტოს“ თანამშრომლებისთვის პროფესიული გადამზადების საბაზისო კურსი დაიწყო. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გრიგოლ გიორგაძე დაესწრო. მან მსმენელებს სიტყვით მიმართა და ყურადღება თავდაცვის კოდექსით გათვალისწინებულ სიახლეებზე გაამახვილა. „5-დღიანი ტრენინგის ფარგლებში, მსმენელები სააგენტოს ძირითად მიმართულებებსა და ფუნქციებს, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის რეფორმის ფარგლებში […]
მთავარი არხის კვლევა: ხვალ რომ არჩევნები იყოს – 31.4% ოცნება, 9.6% ენმ, 9.1% ახალი

ტელეკომპანია მთავარის დაკვეთით ჩატარებული კვლევის მიხედვით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს 31.4% ქართულ ოცნებას დაუჭერდა მხარს, 9.6% – ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, ხოლო 9.1% – პარტია ახალს. კვლევა სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა (ISSA) ჩაატარა. მონაცემები შემდეგნარიად გადანაწილდა: ტელეკომპანია მთავარის ცნობით, გამოკითხვა ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, საქართველოს ყველა რეგიონში (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა). შემთხვევითი შერჩევის წესით გამოიკითხა […]
Tasnim – ირანის რევოლუციური გვარდიის საზღვაო ძალებმა ჰორმუზის სრუტესთან ისრაელთან დაკავშირებული გემი დაიკავეს

ირანის რევოლუციური გვარდიის საზღვაო ძალებმა ჰორმუზის სრუტესთან ისრაელთან დაკავშირებული გემი დაიკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Tasnim-ი ავრცელებს. ირანმა ჰორმუზის სრუტესთან ახლოს ისრაელთან დაკავშირებული საკონტეინერო გემის დაკავების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა. The Associated Press-ის ცნობით, ირანის რევოლუციური გვარდიის საზღვაო ძალებმა პორტუგალიის დროშის ქვეშ მცურავი საკონტეინერო გემი MSC Aries-ი დაიკავეს, რომელიც ლონდონში დაფუძნებულ […]
მამუკა მდინარაძე – გერმანიის კანცლერი დაუპირისპირდა ევროკავშირის დირექტივას და ამ სფეროს რეგულირების ევროპისეულ ვერსიასაც შეეწინააღმდეგა – არ უნდათ ორგანიზაციებს, ეს არგუმენტი არ არის

არ უნდათ ორგანიზაციებს, ეს არგუმენტი არ არის, ერთადერთი ვალდებულება არის რეესტრში დარეგისტრირება და დეკლარაციის შევსება, ანუ გამჭვირვალობა,- ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ განაცხადა. მამუკა მდინარაძე ოპონენტებს და კანონპროექტის მოწინააღმდეგეებს, მოუწოდებს არგუმენტები წარადგინონ, თუ რატომ არის კანონპროექტი რუსული. „ვერასდროს დააკონკრეტებენ რა არის ცუდი, არათუ რუსული, არათუ სხვა… ცუდი რა არის, იმასაც ვერ იტყვიან. მათ ამ […]
სალომე ზურაბიშვილმა მოლოტოვის კოქტეილი ესროლა პოლიციელს ამ შეწყალებით
ფაქტებით, მტკიცებულებებით აღიარა ამ კაცმა რომ მე ვესროლე მოლოტოვის კოქტეილიო და ამის შემდეგ ეს რადიკალი ექსტრემისტი პირი შეიწყალა ე.წ. პრეზიდენტმა. მე არ მოვერიდები ამის თქმას, ეს არის უკვე ანტისახელმწიფოებრივი ქმედება, – ასე შეაფასა “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა, სალომე ზურაბიშვილის მიერ ლაზარე გრიგორიადისის შეწყალება, რომელსაც პოლიციელებზე თავდასხმის გამო სასამართლომ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ღარიბაშვილის […]