„ირანის რევოლუციური გვარდიის საზღვაო ძალებმა ჰორმუზის სრუტესთან ისრაელთან დაკავშირებული გემი დაიკავეს“ – Tasnim

ირანის რევოლუციური გვარდიის საზღვაო ძალებმა ჰორმუზის სრუტესთან ისრაელთან დაკავშირებული გემი დაიკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Tasnim-ი ავრცელებს. The Associated Press-ის ცნობით, ირანის რევოლუციური გვარდიის საზღვაო ძალებმა პორტუგალიის დროშის ქვეშ მცურავი საკონტეინერო გემი MSC Aries-ი დაიკავეს, რომელიც ლონდონში დაფუძნებულ „ზოდიაქ მერითაიმთან“ არის დაკავშირებული. კომპანია „ზოდიაქ ჯგუფის“ ნაწილია, რომელსაც ისრაელელი მილიარდერი ეიალ ოფერი ფლობს.

“რუსული კანონი კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესს დააზარალებს”- NGO-ები

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით სამოქალაქო პლატფორმა მშვიდობისთვის, რომელიც მშვიდობის მშენებლობის საკითხზე მომუშავე 60-ზე მეტ საზოგადოებრივ ორგანიზაციასა და დამოუკიდებელ ექსპერტს აერთიანებს, აცხადებს, რომ “გმობს „ქართული ოცნების“ მიერ, ქართველი ხალხისთვის არაერთხელ მიცემული დაპირების დარღვევით, ე.წ. „რუსული კანონის“ ხელახლა ინიციირებას”. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, გარდა იმისა, რომ აღნიშნული კანონპროექტი აზარალებს ევროპული ინტეგრაციის პროცესსა და დემოკრატიას, კანონის მიღება […]

ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი – სიტუაციის შემდგომ ესკალაციაზე პასუხისმგებლობა ირანს დაეკისრება

სიტუაციის შემდგომ ესკალაციაზე პასუხისმგებლობა ირანს დაეკისრება, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა. „ირანი მსოფლიოში ტერორიზმის ყველაზე დიდი სპონსორი სახელმწიფოა. მისი ტერორისტული ქსელი საფრთხეს მხოლოდ ისრაელის, ღაზის, ლიბანისა და სირიის ხალხს არ უქმნის. ირანის რეჟიმი უკრაინასა და მის ფარგლებს გარეთ ომს ხელს უწყობს“, – განაცხადა დანიელ ჰაგარიმ. დანიელ ჰაგარიმ აღნიშნა, რომ ისრაელი […]

ალექსანდრე კრევო-ასათიანი – ხელისუფლებამ უნდა იაროს დასავლეთში იმისთვის, რომ ინვესტიციები მოიზიდოს და შექმნას მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები, ამის ნაცვლად პოლიტიკურ კრიზისს გვთავაზობენ

ჩვენმა ხელისუფლებამ უნდა იაროს დასავლეთში იმისთვის, რომ ინვესტიციები მოიზიდოს და შექმნას მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები, მაგრამ ამის ნაცვლად, გვთავაზობენ მხოლოდ პოლიტიკურ კრიზისს. ირაკლი კობახიძე გერმანიაში მხოლოდ და მხოლოდ კრიტიკის მოსასმენად იყო ჩასული, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მიმართულების მდივნის მოადგილემ, ალექსანდრე კრევო-ასათიანმა განაცხადა. მისივე შეფასებით, საქართველო დღეს უფრო და უფრო იზოლირებული ხდება “ქართული ოცნების” […]

რუსული კანონის წინააღმდეგ აქცია 15 აპრილს საღამოსაც დაანონსდა

რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია 15 აპრილს საღამოს 19:00 საათზეც დაანონსდა. მანამდე აქცია იგეგმება ამავე დღეს დილის 10:00 საათზეც. 15 აპრილი ის დღეა, როცა პარლამენტში ხელახლა ინიციირებული რუსული კანონის განხილვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უნდა მოხდეს. სწორედ საკომიტეტო მოსმენის პარალელურად 10:00 საათზე გეგმავენ მოქალაქეები პარლამენტის უკანა შესასვლელთან შეიკრიბონ და კანონპროექტი გააპროტესტონ. 19:00 საათზე კი აქცია უკვე […]

მამუკა მდინარაძე: გარანტიას ვაძლევ ოპოზიციას, ვერასდროს დააკონკრეტებენ, რა არის ცუდი გამჭირვალობის კანონპროექტში, არათუ რუსული, ცუდი რა არის, ამასაც ვერ იტყვიან

მამუკა მდინარაძე: გარანტიას ვაძლევ ოპოზიციას, ვერასდროს დააკონკრეტებენ, რა არის ცუდი გამჭირვალობის კანონპროექტში, არათუ რუსული, ცუდი რა არის, ამასაც ვერ იტყვიან გარანტიას ვაძლევ ოპოზიციას, ვერასდროს დააკონკრეტებენ, რა არის ცუდი გამჭირვალობის კანონპროექტში, არათუ რუსული, ცუდი რა არის, ამასაც ვერ იტყვიან და ამ ფონზე, მათ ამ პროტესტსაც, ამ ვითომ ემოციებსაც აბსოლუტურად ეკარგება ფასი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” […]

ბოლნისში შშმ პირის ცხედარი იპოვეს – გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო

ბოლნისში შშმ პირის ცხედარი იპოვეს, გამოძიება კი განზრახ მკვლელობის მუხლით (სსსკ 108-ე მუხლი) დაიწყო – ტაბულას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს. გავრცელებული ინფორმაციით დაღუპული 33 წლის ისააკ გუსეინოვია, რომლის ცხედარი მომხდარიდან 2 დღის შემდეგ ტყეში იპოვნეს. “სოფელ შაუმიანის ტერიტორიაზე გორაზე ვიპოვეთ მოკლული. შვიდი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. ყელი ჰქონდა გამოჭრილი. კბილები სულ ჩამსხვრეული ჰქონდა და […]

არ დავუშვებთ ამ კანონს, არც მაშინ და არც ახლა! – ნინო ხარატიშვილი „რუსულ კანონზე”

„კვლავ პროტესტის მეშვეობით მოგვიწევს შევახსენოთ ჩვენი პოზიცია: რომ არ დავუშვებთ ამ კანონს, არც მაშინ და არც ახლა!”, – მწერალი ნინო ხარატიშვილი თავის ფეისბუკ გვერდზე ეხმაურება მმართველი პარტიის „რუსული კანონის” მეორედ ინიცირებას: „„ალა” რუსულ კანონს არა – ა რ ა! ერთი წლის წინაც არა და ახლაც არა! არც მომავალ წელს არა! აღარასოდეს არა! არ უნდა იყოს […]

მახარაძის თქმით, „ალტ-ინფოს“ პარტია აჩუქეს

პარტიის რეგისტრაციის გაუქმების შემდეგ პრო-რუსული ალტ-ინფოს „კონსერვატიული მოძრაობა“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას „ქართული იდეის“ პარტიით გეგმავს. განცხადება ამის შესახებ ალტ-ინფოს წარმომადგენელმა ზურა მახარაძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისის მიმდებარედ გამართულ აქციაზე გააკეთა. მახარაძის თქმით, „ქართული იდეის“ ლიდერმა ლევან ჩაჩუამ თანამებრძოლებთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება, რომ პარტია „კონსერვატორული მოძრაობისთვის“ ეჩუქებინა. მახარაძემ ასევე მოუწოდა სხვა „კონსერვატორულ“ პარტიებსაც გაერთიანებისკენ. […]

2023 წელს აზერბაიჯანის სასტუმროები 2 მილიონამდე ადამიანს მოემსახურა – რა ვითარებაა საქართველოში

როგორც ადგილობრივი მედია ტურიზმის სახელმწიფო სააგენტოს ანგარიშზე დაყრდნობით იუწყება, ეს 247 ათას 701 ადამიანით (14,6%-ით) მეტია 2022 წელთან შედარებით. საანგარიშო პერიოდში ყარაბაღში არსებული სასტუმროები 36 856 ადამიანს მოემსახურა (2022 წელთან შედარებით 5 372 ადამინით მეტს) რაც შეეხება ნახჭევას, 2023 წელს სასტუმროები 47 360 ადამიანს მოემსახურა. რაც შეეხება საქართველოს, საქსტატის მონაცემებით, 2022 წელს საქართველოს სასტუმროები და […]