“არა რუსულ კანონს!” – 15 აპრილს, პარლამენტთან აქცია საღამოს 19:00 საათზეც გაიმართება

15 აპრილის დილიდან დაიწყება პროტესტი სტუდენტებისა და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობით, სადაო კანონპროექტის საკომიტეტო მოსმენის პარალელურად. როგორც ცნობილი ხდება საპროტესტო აქცია საღამოსაც იქნება. “არა რუსულ კანონს!” – ამ სახელწოდებით ორშაბათს, 19:00 საათზე პარლამენტთან აქცია გაიმართება. აქციის ორგანიზატორები არიან საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო, დემოკრატიის მცველები და საქართველოს მომავლის აკადემია.

ირანმა ჰორმუზის სრუტეში ისრაელთან დაკავშირებული გემი ხელში ჩაიგო

ირანმა ჰორმუზის სრუტეში ისრაელთან დაკავშირებული პორტუგალიური გემი ხელში ჩაიგდო. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისრაელ კაცმა თქვა, რომ ირანი საერთაშორისო მეკობრეობის ბრალდებით უნდა გასამართლდეს. გავრცელებული ინფორმაციით, პორტუგალიური გემი ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) ძალებმა ჩაიგდეს ხელში. როგორც ცნობილია, ჰორმუზის სრუტეში არა სამხედრო, არამედ გადამზიდი ხომალდი შეიპყრეს. “აიათოლა ხამენეის რეჟიმი კრიმინალური რეჟიმია, რომელიც ჰამასს უჭერს მხარს და […]

საზოგადოების 69.5%-ის აზრით, საქართველოში ეკონომიკური კრიზისია – “მთავარი არხის” კვლევა

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა “მთავარი არხის” დაკვეთით, “სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა” (ISSA) ჩაატარა. ეთანხმებით თუ არა მოსაზრებას, რომ დღეს საქართველოში ეკონომიკური კრიზისია? – ამ მოსაზრებას საზოგადოების 69.5% ეთანხმება, 28.0% კი არა. არ ვეთანხმები – 28.0% ვეთანხმები – 69.5% არ ვიცი – 2.5%. ცნობისთვის, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ჩატარდა საქართველოს სრულწლოვან (18 წლის და მეტი ასაკის) მოსახლეობაში. […]

“აბდალაძე ღირსეული ადამიანია, ალბათ სხვანაირად ვერ მოიქცეოდა” – მამუკა მდინარაძე

აბდალაძე არის ძალიან ღირსეული ადამიანი და ალბათ, სხვანაირად ვერ მოიქცეოდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ფოტოგრაფის, გიორგი აბდალაძის მიერ სამსახურის დატოვების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისივე თქმით, საერთოდ არ გაჰკვირვებია მისი გადაწყვეტილება. „უნდა გვახსოვდეს, რომ პოლიციაზე და საკუთარ მამაზე ძალადობაში მსჯავრდებული შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა, რაც არის მისი „ნაცური“ […]

“2019 წელთან შედარებით მოგზაურობა 40-50%-ით გაძვირდა” – Art Travel

მოგზაურობა გაძვირდა. ფასები ავიაბილეთებზეც და განთავსების ობიექტებზეც მომატებულია, გაიზარდა სამოგზაურო პაკეტების ღირებულებაც. ტურისტული კომპანია Art Travel-ის დამფუძნებელი ამბობს, რომ მიმდინარე ზაფხულის სეზონისთვის სამოგზაურო პაკეტების ფასები 10-20 პროცენტით არის დაკორექტირებული, რომლის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი ავიაბილეთების ღირებულება იყო. ანასტასია გაბუნიას მოლოდინით, ფასების ზრდის დინამიკა მომავალ წელსაც გაგრძელდება. “როგორც ყოველთვის წელსაც უკონკურენტო არის თურქეთის მიმართულება ოჯახური დასვენებისთვის, რადგან […]

VIDEO: “საქართველოს ცაზე რუსული რაკეტები გამოჩნდნენ” – რა ვიდეო ვრველდება სოციალურ ქსელში

სოციალურ ქსელში “ჩემი ქალაქი მკლავს” ახალ ვიდეოს აქვეყნებს და წერს რომ საქართველოს თავზე რუსული რაკეტა გამოჩდა. “განახლება, დღეს საქართველოს ცაზე ვინამც დაინახეთ ნათება, გეტყვით რომ რუსული რაკეტა იყო. კერძოდ რუსებმა ასტრახანის ოლქში მდებარე კაპუსტინ იარის სარაკეტო საცდელი პოლიგონიდან, წარმატებით გაუშვეს კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა. ცაზე რუსული რაკეტის კვალი გამოჩნდა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი კავკასიის და […]

“პრეზიდენტისთვის კანონით მინიჭებული უფლება იმას არ ნიშნავს, რომ არგუმენტის გარეშე უნდა გაათავისუფლოს ნებისმიერი ბოროტმოქმედი” – ნანა კაკაბაძე

სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაციის, “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ დამფუძნებელი, ნანა კაკაბაძე, წერს რომ პრეზიდენტისთვის კანონით მინიჭებული დისკრეციული უფლება იმას არ ნიშნავს, რომ ყოველგვარი არგუმენტის გარეშე უნდა გაათავისუფლოს ნებისმიერი ბოროტმოქმედი. როგორც უფლებადამცველი აღნიშნავს, სალომე ზურაბიშვილს, მხოლოდ ის დიდი ვალდებულებები და გეგმები აინტერესებს, რომლის ასრულებასაც სხვა ქვეყანა თუ ქვეყნები დაჰპირდნენ, დავალების კარგად შესრულების შემთხვევაში. „მადამ პრეზიდენტის ვნებანი […]

ირაკლი ღარიბაშვილი: რაც კანდიდატის სტატუსი მივიღეთ, რატომ მოიწყინა ოპოზიციამ და „ენჯეოებმა”?

ირაკლი ღარიბაშვილი: რაც კანდიდატის სტატუსი მივიღეთ, რატომ მოიწყინა ოპოზიციამ და „ენჯეოებმა”? რაც კანდიდატის სტატუსი მივიღეთ, ოპოზიცია ხმას ვერ იღებდა ვერაფერზე, რატომ მოიწყინა ოპოზიციამ, „ენჯეოებმა”? ასეთი სალაპარაკო მივეცით, საჩუქარი გავუკეთეთ, გამოიყენონ საშუალება და საკუთარი აზრი, არგუმენტები წარმოადგინონ, დაიცვან საკუთარი სიმართლე, თუ აქვთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტზე ჟურნალისტებს […]

ხვალ რომ არჩევნები იყოს: 31.4% “ოცნება”, 9.6% ენმ, 9.1% “ახალი” – “მთავარი არხის” კვლევა

ხვალ რომ არჩევნები იყოს: 31.4% “ოცნება”, 9.6% ენმ, 9.1% “ახალი” – “მთავარი არხის” კვლევა ტელეკომპანია მთავარის დაკვეთით ჩატარებული კვლევის მიხედვით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს 31.4% ქართულ ოცნებას დაუჭერდა მხარს, 9.6% – ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, ხოლო 9.1% – პარტია ახალს. კვლევა სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა (ISSA) ჩაატარა. მონაცემები შემდეგნარიად გადანაწილდა: ტელეკომპანია მთავარის ცნობით, გამოკითხვა […]

მახარაძე: ლევან ჩაჩუამ გვაჩუქა თავისი პარტია, რეგისტრაცია გავლილი აქვს

პუტინისტური, ძალადობრივი ალტ-ინფოს ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურა მახარაძემ ქართული ოცნების ოფისთან გამართულ აქციაზე თქვა, რომ პარტია აჩუქეს, რომელიც უკვე საჯარო რეესტრში დარეგისტრირებულია. “ბატონმა ლევან ჩაჩუამ და მისმა თანამებრძოლებმა მოგვცეს, გვაჩუქეს თავისი პარტია. უღრმესი მადლობა მათ ქმედებისთვის. ამ პარტიას წინა არჩევნებზე მონაწილეობა აქვს მიღებული, ამიტომ რეგისტრაციაც გავლილია, არაფერიც არ იქნება”. – თქვა მახარაძემ. ქართული ოცნების ოფისთან ქოც-ორკები […]