ბენიამინ ნეთანიაჰუ – ისრაელი ირანის მხრიდან თავდასხმისთვის ემზადებოდა – ვინც გვავნებს, იმას ვავნებთ

ისრაელი ირანის მხრიდან თავდასხმისთვის ემზადებოდა, ვინც გვავნებს, იმას ვავნებთ, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ირანის მხრიდან ისრაელის წინააღმდეგ გაშვებულ დრონებთან დაკავშირებით განაცხადა. „ბოლო წლებში და განსაკუთრებით ბოლო კვირებში, ისრაელი ირანის მხრიდან პირდაპირი თავდასხმისთვის ემზადებოდა… ჩვენი თავდაცვის სისტემები მზადაა; მზად ვართ ნებისმიერ სცენარისთვის, როგორც თავდაცვის მხრივ, ასევე შეტევის მხრივ. ისრაელის სახელმწიფო ძლიერია. ისრაელის თავდაცვის […]

მზად ვართ ნებისმიერი სცენარისთვის – ბენიამინ ნეთანიაჰუ ირანის მიერ ისრაელის მიმართულებით უპილოტო აპარატებით თავდასხმაზე

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი მზად არის ირანიდან პირდაპირი თავდასხმისთვის და თავდასხმას უპასუხებს. „ისრაელის მოქალაქეებო, ბოლო წლებში და მით უმეტეს, ბოლო კვირებში, ისრაელი ემზადებოდა ირანიდან პირდაპირი თავდასხმის შესაძლებლობისთვის“, – აღნიშნა ბენიამინ ნეთანიაჰუმ. „ჩვენი თავდაცვის სისტემები განლაგებულია და მზად ვართ ნებისმიერი სცენარისთვის, როგორც თავდაცვაში, ასევე შეტევაში. ისრაელის სახელმწიფო ძლიერია, „ცაჰალი“ ძლიერია, საზოგადოება ძლიერია“, – […]

მედია: ისრაელმა იორდანიისა და სირიის თავზე ირანიდან გაშვებული დრონების ჩამოგდება დაიწყო

ისრაელური მედია Channel 12-ის ცნობებით, ისრაელმა სირიისა და იორდანიის თავზე ირანიდან გაშვებული დრონების ჩამოგდება დაიწყო. გამოცემის თქმით, ამას ისრაელი აშშ-ს მიერ შექმნილი საჰაერო თავდაცვის “ქოლგის” მეშვეობით ახერხებს, რომელიც რეგიონული მოკავშირეების დახმარებით შეიქმნა. პარალელურად, ირანის თავდაცვის მინისტრი იმუქრება, რომ ნებისმიერი მეზობელი სახელმწიფო, რომელიც ისრაელს ირანული დრონების ჩამოსაგდებად საჰაერო სივრცეს გაუხსნის, ირანის სამიზნე გახდება.

ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი – ირანმა ისრაელის მიმართულებით ათობით დრონი გაუშვა

ირანმა ისრაელის მიმართულებით ათობით დრონი გაუშვა, – ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი დანიელ ჰაგარი ავრცელებს. მისი თქმით, დრონებს რამდენიმე საათი დასჭირდებათ ქვეყნის ტერიტორიამდე მისაღწევად და ისრაელი მათ თვალს ადევნებს. ჰაგარის თქმით, ვინაიდან ისრაელის სამხედროები დრონების ჩამოგდებას ეცდებიან, მოსალოდნელია GPS შეფერხებები. მან აღნიშნა, რომ დამატებითი თავდასხმების შემთხვევაში ისრაელის თავდაცვის ძალები საზოგადოებისთვის ცალკე განცხადებას გაავრცელებენ. […]

ისრაელის წინააღმდეგ ირანის მხრიდან განხორციელებული თავდასხმის ფონზე, აშშ-ის პრეზიდენტი მრჩევლებს შეხვდება

ისრაელის წინააღმდეგ ირანის მხრიდან განხორციელებული თავდასხმის ფონზე, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მრჩევლებს შეხვდება. ამის შესახებ განცხადებას თეთრი სახლი ავრცელებს. განცხადების თანახმად, დღეს აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მისი ეროვნული უსაფრთხოების გუნდთან გამართავს შეხვედრას ირანის მიერ ისრაელის წინააღმდეგ დრონებით განხორციელებული თავდასხმის განსახილველად. “მისი გუნდი მუდმივ კომუნიკაციაშია ისრაელის ოფიციალურ პირებთან, ისევე როგორც სხვა პარტნიორებთან და მოკავშირეებთან. ეს თავდასხმა, […]

მედია: იორდანია მზად არის, საჰაერო სივრცის დამრღვევი ირანული დრონები ჩამოაგდოს

გამოცემა Times of Israel-ის ცნობით, იორდანია მზად არის, ირანიდან ისრაელის მიმართულებით გაშვებული დრონები ჩამოაგდოს, თუკი ისინი იორდანიის საჰაერო სივრცეს დაარღვევენ. მათი თქმით, იორდანიის არმია მაღალ საბრძოლო მზადყოფნაშია და სარადარო სისტემები დრონების გადაადგილებას აკვირდებიან.

“ბარსელონამ” “კადისს” მინიმალური ანგარიშით მოუგო

ლა ლიგის 31-ე ტურში „ბარსელონამ“ გასვლაზე „კადისი“ ჟოაო ფელიქსის ლამაზი გოლით 1:0 დაამარცხა. „ბარსელონა“ 70 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ „რეალს“ კვლავ 8 ქულით ჩამორჩება და შემდეგ შეხვედრას 16 აპრილს, საკუთარ მოედანზე ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ-სთან გამართავს. კადისი – ბარსელონა 0:1 გოლი: ფელიქსი (37)

ჩვენი მხარდაჭერა ისრაელის უსაფრთხოების მიმართ არის რკინასავით მტკიცე – ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თეთრ სახლში ეროვნული უსაფრთხოების გუნდს შეხვდება, რათა განიხილოს ირანის მიერ ისრაელზე მიმდინარე თავდასხმა – ინფორმაციას ისრაელის მედიათეთრ სახლზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ აშშ ისრაელის ოფიციალურ პირებთან მუდმივ კონტაქტზეა: „პრეზიდენტმა ბაიდენმა მკაფიოდ თქვა: ჩვენი მხარდაჭერა ისრაელის უსაფრთხოების მიმართ არის რკინასავით მტკიცე. შეერთებული შტატები დადგება ისრაელის ხალხის გვერდით და მხარს დაუჭერს მათ […]

ირანისგან პირდაპირი დარტყმისთვის მზარდ ვართ, პასუხს გავცემთ – ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერმინისტრმა მოსახლეობას მიმართა და განაცხადა, რომ ირანისგან მომავალი დარტყმისთვის ისრაელი მზად არის და თავდასხმას სათანადო პასუხს გასცემს. “ბოლო წლებში, და უფრო მეტად ბოლო კვირებში, ისრაელი ირანისგან შესაძლო პირდაპირი დარტყმისთვის ემზადებოდა”. – ამბობს ნეთანიაჰუ ვიდეოში. მისი თქმით, ისრაელის თავდაცვითი სისტემები გამზადებულია და ნებისმიერი სცენარისთვის არიან მზად, როგორც თავდაცვის, ასევე თავდასხმის მხრივ. ისრაელის პრემიერმა ასევე თქვა, […]

ისრაელი საჰაერო სივრცეს ხურავს – აეროპორტების ადმინისტრაცია

ისრაელის აეროპორტების ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ისრაელის საჰაერო სივრცე ადგილობრივი დროით 12:30 საათიდან დაიხურება. თუ როდის განახლდება ფრენები, უცნობია.