გაერო-ში ირანის წარმომადგენლობა – ირანის „სამხედრო ქმედება” ისრაელის წინააღმდეგ დასრულებულია

ირანის “სამხედრო ქმედება” ისრაელის წინააღმდეგ დასრულებულია, – ამის შესახებ განცხადებას გაერო-ში ირანის მუდმივი წარმომადგენლობა ავრცელებს. განცხადების თანახმად, ირანის “სამხედრო ქმედება” პასუხად მოჰყვა ისრაელის “აგრესიას დამასკოში ჩვენი დიპლომატიური შენობების წინააღმდეგ.” „საქმე დასრულებულად შეიძლება ჩაითვალოს. თუმცა, თუ ისრაელის რეჟიმი კიდევ ერთ შეცდომას დაუშვებს, ირანის პასუხი გაცილებით უფრო მრისხანე იქნება. ეს არის კონფლიქტი ირანსა და ისრაელის განდეგილ რეჟიმს […]

ისრაელის ქალაქებში, მათ შორის იერუსალიმში, სირენების ხმა ისმის

მედიაში გავრცელებული ცნობებით, ირანიდან დაწყებული თავდასხმის ფონზე, ისრაელის ქალაქებში სირენები ჩაირთო. ამ დროისთვის სირენების ხმა ბეერ-შევას, დიმონას, ნევატიმისა და ისრაელის სხვა ქალაქებში ისმის. ამასთანავე, CNN-ის რეპორტიორი, რომელიც ისრაელში იმყოფება, პირდაპირ ეთერში ამბობს, რომ სირენები იერუსალიმშიც ჩაირთო.

CNN – აშშ-მა ირანის მიერ ისრაელისკენ გაშვებული რამდენიმე დრონი ჩამოაგდო

აშშ-მა ირანის მიერ ისრაელისკენ გაშვებული რამდენიმე დრონი ჩამოაგდო. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ორ ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის წყაროებმა არ დააკონკრეტეს თუ როგორ ჩამოაგდო აშშ-მა ირანული დრონები და სად. აქამდე აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ ისრაელს თავდაცვაში დაეხმარება. „ისრაელის თავდაცვისადმი ერთგულები ვართ. დავეხმარებით ისრაელს. დავეხმარებით ისრაელს საკუთარი თავის დაცვაში და ირანი წარმატებას […]

ისრაელმა, აშშ-მ და ბრიტანეთმა 100-ზე მეტი დრონი ჩამოაგდეს – ისრაელელი მაღალჩინოსანი

ისრაელის თავდაცვის მაღალჩინოსანმა Army Radio-სთან საუბარში განაცხადა, რომ ირანიდან ისრაელის მიმართულებით გაშვებული 100-ზე მეტი დრონი ისრაელის საჰაერო სივრცის გარეთვე უკვე ჩამოგდებულია. გავრცელებული ცნობით, დრონების ჩამოგდებაში ისრაელის გარდა მონაწილეობა აშშ-მ და გაერთიანებულმა სამეფომაც მიიღეს.

ირანმა ისრაელზე იერიში დაიწყო

ირანმა შაბათს ისრაელის მიმართულებით დრონები გაუშვა. სამიზნემდე მათ მისვლას საათები დასჭირდება. ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, შეტევა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს რეგიონული დაპირისპირება, მოწინააღმდეგეებს შორის, “ჰამას”-ისრაელის ომის მნიშვნელოვანი ესკალაციაა. აშშ აცხადებს, რომ მხარს უჭერს ირანს. ამ დრომდე ვრცელდება ცნობები, რომ ირანმა ასევე გამოიყენა ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტები, თუმცა აღიშნული ინფორმაცია დაუდასტურებელია. ისრაელს უტევს ასევე, ირანის მხარდაჭერილი ლიბანური დაჯგუფება […]

სამი ცვლილებით “ფროზინონესთან” – როგორი იქნება “ნაპოლის” შემადგენლობა?

დღეს, სერია A-ს 32-ე ტურში “ნაპოლი” “ფროზინონეს” უმასპინძლებს. ყველა ნეაპოლური გამოცემა იტყობინება, რომ მასპინძელთა გუნდის მწვრთნელ ფრანჩესკო კალცონას “მონცასთან” მოგებული მატჩისგან განსხვავებული ძირითადი შემადგენლობის დაყენება მოუწევს. ჟუან ჟეზუსი და ოლივეირა ტრავმირებულები არიან, ხოლო დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშებს ნგონჟი. მათ ოსტიგარდი, მარიო რუი და პოლიტანო შეცვლიან. ნაპოლი (სასტარტო): მერეტი, დი ლორენცო, რაჰმანი, ოსტიგარდი, მარიო რუი, ანგისა, […]

IRNA: ირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტებიც გაუშვა (VIDEO)

ირანის სამთავრობო მედიის IRNA ცნობით, ირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტებიც გაუშვა. IRNA ასევე ავრცელებს ვიდეოს, რომელშიც სავარაუდოდ ისრაელისკენ გაშვებული ბალისტიკური რაკეტა ჩანს. Footage appearing to show Iranian Ballistic Missiles at High Altitude as the Fly towards Israel. pic.twitter.com/yqifGe7js0— OSINTdefender (@sentdefender) April 13, 2024 Several more Iranian Ballistic Missiles spotted over the Southern Iraqi City of […]

კვლევა – ოპოზიციის საქმიანობას დადებითად მხოლოდ 7,2% აფასებს, უარყოფითად – 58,2%

კვლევა – ოპოზიციის საქმიანობას დადებითად მხოლოდ 7,2% აფასებს, უარყოფითად – 58,2% “მთავარი არხის” მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით: ოპოზიციის საქმიანობას დადებითად მხოლოდ 7,2% აფასებს, უარყოფითად – 58,2%. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა “მთავარი არხის” დაკვეთით, “სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა “(ISSA) ჩაატარა.

ისრაელი vs ირანი – ახლო აღმოსავლეთში ვითარება უკიდურესად დაძაბულია (განახლებადი)

ახლო აღმოსავლეთში ვითარება უკიდურესად დაძაბულია. სხვადასხვა საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის დაფიქსირდა ირანიდან 200-ზე მეტი დრონის გაშვება ისრაელის მიმართულებით. ირანულმა სააგენტო Tasnim-მა გამოაქვეყნა დრონების ფოტოები ერაყის ცაზე. ისრაელმა იორდანიასა და სირიის თავზე ირანული დრონების ჩამოგდება დაიწყო – წერს Kan 12 ინფორმაციის წყაროს მითითების გარეშე. ისრაელის სადაზვერვო მონაცემების საფუძველზე გაჩნდა ირანული სამიზნეების სია – მათ შორის […]

ისრაელი, ერაყი და ლიბანი საჰაერო სივრცეს კეტავენ

ისრაელის წინააღმდეგ ირანის მხრიდან განხორციელებული თავდასხმის ფონზე ისრაელი, ერაყი და ლიბანი საჰაერო სივრცეს კეტავენ. ამის შესახებ ინფორმაციას შესაბამისი ქვეყნების სამინისტროები და ოფიციალური პირები ავრცელებენ. კერძოდ, ისრაელის ტრანსპორტის სამინისტროს ცნობით, ისრაელი მის საჰაერო სივრცეს ადგილობრივი დროით 00:30 საათზე ჩაკეტავს საერთაშორისო და ლოკალური ფრენებისთვის. ერაყის სამოქალაქო ავიაციის ორგანომ განაცხადა, რომ ქვეყნის საჰაერო სივრცე დროებით ჩაიკეტება ყველა შემომავალი, […]