მესამე კანდიდატი-ეყოლებათ თუ არა ტრამპს და ბაიდენს კონკურენტი?

ამერიკას ახლა ორი მთავარი საპრეზიდენტო კანდიდნატი, ჯო ბაიდენი და დონალდ ტრამპი ყავს, მაგრამ ამერიკელი ამომრჩევლების ნაწილი ელოდება, როდის გამოჩნდება მესამე მხარის კანდიდატი.
ბაიდენი: ირანული საფრთხეების წინაშე ისრაელისადმი ჩვენი მხარდაჭერა რკინასავით მტკიცეა

აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი X-ზე ირანის მხრიდან ისრაელის წინააღმდეგ დაწყებულ თავდასხმას გამოეხმაურა და ისრაელს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა. “ახლახან ისრაელის წინააღმდეგ ირანის თავდასხმის საკითხზე ინფორმაციისთვის ეროვნული უსაფრთხოების გუნდს შევხვდი. ჩვენი მოვალეობა ისრაელის უსაფრთხოების მიმართ, ირანიდან და მისი მარიონეტებისგან მომავალი საფრთხეების წინააღმდეგ, რკინასავით მტკიცეა”. – წერს ბაიდენი X-ზე.
აშშ-მ სამხრეთ სირიაში ირანიდან ისრაელისკენ გაშვებული რამდენიმე დრონი ჩამოაგდო

Reuters-ის ინფორმაციით, რეგიონში საჯაროდ უცნობი სამხედრო ბაზებიდან მოქმედმა აშშ-ს შეიარაღებულმა ძალებმა სამხრეთ სირიაში, იორდანიის საზღვრის მახლობლად, ირანიდან ისრაელის მიმართულებით გაშვებული დრონები ჩამოაგდო. აღნიშნული ინფორმაცია გამოცემას უსაფრთხოების სფეროს წყაროებმა დაუდასტურეს.
დანიელ ჰაგარი – ისრაელის თავდაცვის ძალების ბევრი თვითმფრინავი ცაშია და მზად არიან ნებისმიერ საფრთხე მოიგერიონ – შეიძლება აფეთქებების ხმა გაიგოთ

ისრაელის “მრავალი” თვითმფრინავი ცაშია ირანული თავდასხმის მოსაგერიებლად, – ამის შესახებ განცხადებას ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი, დანიელ ჰაგარი ავრცელებს. „ამ მომენტისთვის ისრაელის თავდაცვის ძალების ბევრი თვითმფრინავი ცაშია და მზად არიან ნებისმიერ საფრთხე მოიგერიონ… შეიძლება აფეთქებების ხმა გაიგოთ ჩამოგდებებისა და ნამსხვრევების ჩამოგდების შედეგად. ვინაიდან უამრავი საფრთხე არსებობს, განგაში შესაძლოა ფართო ტერიტორიებზე გავრცელდეს,” – განაცხადა ჰაგარიმ. მან აღნიშნა, […]
იორდანიის ავიაგამანადგურებლებმა ისრაელისკენ გაშვებული ათეულობით ირანული დრონი ჩამოაგდეს

გამოცემა Times of Israel-ის ცნობით, იორდანიის ავიაგამანადგურებლებმა საკუთარ საჰაერო სივრცეში ისრაელისკენ გაშვებული ათეულობით ირანული დრონი ჩამოაგდეს. აღნიშნულ ინფორმაციას ორი რეგიონული უსაფრთხოების წყარო ადასტურებს. გავრცელებული ინფორმაციით, ავიაგამანადგურებლებმა დრონები იორდანიის ხეობის თავზე ჩამოაგდეს, რომლებიც იერუსალიმის მიმართულებით მიფრინავდნენ.
ირანი ისრაელს თავს ესხმის დრონებითა და რაკეტებით

ისრაელის თავდაცვის ძალების არაბულენოვანი პრესსპიკერი ავიხაი ადრაი ადასტურებს, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით დრონები გაუშვა. მისი თქმით, დრონები ისრაელის ტერიტორიას რამდენიმე საათში მიაღწევს. იგი ასევე ამბობს, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) და საჰაერო ძალები გეგმურ ზომებს იღებენ, რათა თავდასხმას სათანადოდ გაუმკლავდნენ. სპიკერის თქმით, ამ დროისთვის გამორთულია GPS სერვისები. 1-ელ აპრილს სირიაში, დამასკოში ისრაელის მიერ ირანის საელჩოზე […]
მედია – ისრაელის ქალაქებში საჰაერო განგაშის სირენებისა და აფეთქებების ხმა ისმის

ისრაელის ქალაქებში საჰაერო განგაშის სირენებისა და აფეთქებების ხმა ისმის. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემები The Times of Israel და CNN ავრცელებენ. The Times of Israel აღნიშნავს, რომ საჰაერო განგაშის სირენების ხმა ისმის ისრაელის სამხრეთში მდებარე ბეერ-შევა, დიმონა და ნევათიმ ქალაქებში ირანის მიერ დრონების მეშვეობით განხორციელებული თავდასხმის ფონზე. ასევე აღნიშნულია, რომ საჰაერო განგაშის სირენებისა და აფეთქებების ხმა […]
ისრაელმა, აშშ-მ და ბრიტანეთმა 100-ზე მეტი დრონი ჩამოაგდეს

ისრაელის თავდაცვის მაღალჩინოსანმა Army Radio-სთან საუბარში განაცხადა, რომ ირანიდან ისრაელის მიმართულებით გაშვებული 100-ზე მეტი დრონი ისრაელის საჰაერო სივრცის გარეთვე უკვე ჩამოგდებულია. გავრცელებული ცნობით, დრონების ჩამოგდებაში ისრაელის გარდა მონაწილეობა აშშ-მ და გაერთიანებულმა სამეფომაც მიიღეს.
შეერთებული შტატები აცხადებს, რომ ისრაელის გვერდით დგას

ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი შაბათს ვაშინგტონში დაბრუნდა, ეროვნული უსაფრთხოების გუნდთან კონსულტაციისთვის მას შემდეგ, რაც ირანმა ისრაელზე სარაკეტო შეტევა დაიწყო. თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ბაიდენმა შეაჩერა შაბათ-კვირას დაგეგმილი ვიზიტი დელავერში კაბინეტის წევრებთან და აშშ-ის სხვა მაღალჩინოსნებთან შესახვედრად და სიტუაციის განსახილველად. შაბათს, ირანმა ისრაელის მიმართულებით ათეულობით დრონი გაუშვა, რომლებსაც საათები დასჭირდებათ, რათა მიაღწიონ თავიანთ სამიზნეებს, განაცხადეს ისრაელის […]
დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი ირანის მიერ ისრაელზე თავდასხმას გმობენ

დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი ირანის მიერ ისრაელზე თავდასხმას გმობენ. ამის შესახებ განცხადებებს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სტეფან სეჟურნე ავრცელებენ. „მკაცრად ვგმობ ირანული რეჟიმის ისრაელზე უგუნურ თავდასხმას. ირანმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მას საკუთარ შემოგარენში ქაოსის დათესვა სურს… დიდი ბრიტანეთი გააგრძელებს ისრაელის და რეგიონში ყველა ჩვენი პარტნიორის თავდაცვის მხარდაჭერას, მათ […]