სასტიკი ნოკაუტი – მაქს ჰოლოუეიმ ჯასტინ გეიჯი ბოლო წამებზე გათიშა და BMF-ის ქამარი მოიპოვა [VIDEO]

BMF-ის ქამრისთვის ბრძოლაში მსუბუქ წონით კატეგორიაში ერთმანეთს მაქს ჰოლოუეი (26-7) და ჯასტინ გეიჯი (25-5) დაუპირისპირდნენ, ბრძოლა კი ჰოლოუეის გამარჯვებით დასრულდა. მაქსმა ბოლო წამებზე გეიჯი გათიშა და აღნიშნული ტიტული მოიპოვა. შეგახსენებთ, ბრძოლის შემდეგ ჰოლოუეიმ ილია თოფურია გამოიწვია.
მარში “კი – ევროპას, არა – რუსულ კანონს”

მარში 9 აპრილს რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო. მედიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, მოქალაქეები, მშვიდობიანი ფორმით გამოხატავენ უკმაყოფილებას კანონპროექტის მიმართ, რომლის ანალოგი ხელისუფლებამ უკან უკვე წაიღო 2023 წლის მარტში, მასობრივი პროტესტის ფონზე, მისი დაუბრუნებლობის დათქმით.
ირანმა ისრაელის მიმართულებით 200-მდე დრონი და რაკეტა გაუშვა

რა ვიცით ამ დრომდე: · ირანის “ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსმა” ისრაელის მიმართულებით დრონები და რაკეტები გაუშვა. · ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ მოახერხეს მათი უმეტესობის ქვეყნის ტერიტორიის მიღმა ჩამოგდება. ისრაელის განცხადებებითვე, 10 ფრთოსანი რაკეტა, ქვეყნის გარეთ ჩამოაგდეს. გავრცელებული ცნობებით, ირანმა თითქმის 200-მდე დრონი და რაკეტა გაუშვა ისრაელის მიმართულებით. · შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უქმეებზე დელავერის […]
ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ ქვეყნის საჰაერო სივრცის გარეთ 100-ზე მეტი დრონი ჩამოაგდეს

14 აპრილს ევროპის დროით დაახლოებით 1.45 საათიდან ისრაელში დაიწყო საჰაერო განგაშის მაუწყებელი სირენების ხმა. ირანიდან გაშვებული თვითმფრინავები და რაკეტები ისრაელის საჰაერო სივრცეში შევიდნენ. ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემამ უკვე ჩამოაგდო საჰაერო აპარატები, კერძოდ, იერუსალიმის თავზე. ისრაელელი ბლოგერები და ანალიტიკოსები სოციალურ ქსელში აქვეყნებენ ჰაერში ცეცხლწაკიდებული დრონების ვიდეობს, ირანის მხრიდან შესაძლო საავიაციო იერიშების შესახებ ბოლო დღეებში უამრავი მედიასაშუალება […]
დანიელ ჰაგარი – ისრაელმა ირანის მიერ გამოშვებული დრონებისა და რაკეტების აბსოლუტური უმრავლესობა ჩამოაგდო

ისრაელმა ირანის მიერ გამოშვებული დრონებისა და რაკეტების აბსოლუტური უმრავლესობა ჩამოაგდო, – ამის შესახებ განცხადებას ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი, დანიელ ჰაგარი ავრცელებს. მისი თქმით, ირანმა ისრაელის მიმართულებით ათობით ბალისტიკური რაკეტა გამოუშვა, რამაც მცირე ზიანი მიაყენა ისრაელის თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზას. ჰაგარი აღნიშნავს, რომ ირანული დრონებისა და რაკეტების უმრავლესობა შორი მანძილის Arrow საჰაერო თავდაცვის სისტემებით იქნა ჩამოგდებული, […]
გაერო-ს გენერალური მდივანი – მკაცრად ვგმობ სერიოზულ ესკალაციას – მოვუწოდებ ყველა მხარეს, მიმართონ მაქსიმალურ თავშეკავებას – რეგიონს და მსოფლიოს არ შეუძლია კიდევ ერთი ომი დაუშვას

გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში მკაცრად გმობს ირანის თავდასხმას ისრაელზე. ამის შესახებ გუტერეშის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. „მკაცრად ვგმობ სერიოზულ ესკალაციას, რომელსაც ირანის ისლამური რესპუბლიკის მიერ ისრაელზე ამ საღამოს განხორციელებული ფართომასშტაბიანი თავდასხმა წარმოადგენს. მოვუწოდებ ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ. ღრმად შეშფოთებული ვარ რეგიონის მასშტაბით გამანადგურებელი ესკალაციის ძალიან რეალური საფრთხით. მოვუწოდებ ყველა მხარეს, მიმართონ მაქსიმალურ თავშეკავებას, რათა თავიდან […]
IDF: ირანმა ჯამში ისრაელის მიმართულებით 200-ზე მეტი რაკეტა გაუშვა

ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერის დანიელ ჰაგარის ინფორმაციით, ირანმა ისრაელის მიმართულებით ჯამში 200-ზე მეტი რაკეტა გაუშვა. ჰაგარის თქმით, რაკეტების უმეტესობა Arrow-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ჩამოაგდო, ხოლო რაკეტების ჩამოგდების შემთხვევათა უმრავლესობა ისრაელის საჰაერო სივრცეში მოხდა. ამასთანავე, იგი ამბობს, რომ ირანის თავდასხმის ფარგლებში ნეგევში ერთი გოგო დაშავდა და დარტყმებს ერთ-ერთი სამხედრო ბაზის ინფრასტრუქტურის “მცირედი დაზიანება” მოჰყვა.
ანალენა ბერბოკი – ირანის მიერ ისრაელზე თავდასხმა მთლიანი რეგიონის ქაოსში გადაშვების რისკს ქმნის – მკაცრად ვგმობთ მიმდინარე თავდასხმას

ირანის მიერ ისრაელზე თავდასხმა მთლიანი რეგიონის ქაოსში გადაშვების რისკს ქმნის, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს. „ირანმა დრონები და რაკეტები გაუშვა ისრაელისკენ. მკაცრად ვგმობთ მიმდინარე თავდასხმას, რომელსაც მთლიანი რეგიონის ქაოსში გადაშვება შეუძლია. ირანმა და მისმა მარიონეტებმა ეს დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ. ასეთ დროს ჩვენ მყარად ვდგავართ ისრაელთან,” – წერს […]
ჯო ბაიდენის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსთან შეხვედრა დასრულდა

ჯო ბაიდენის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსთან შეხვედრა დასრულდა, მაგრამ მოგვიანებით შეიძლება კვლავ შეიკრიბოს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN თეთრი სახლის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს. „ამ წამს შევხვდი ეროვნულ უსაფრთხოებაზე ჩემს გუნდს ირანის ისრაელზე თავდასხმაზე სიახლეებისთვის. ირანისა და მისი მარიონეტების მხრიდან მომდინარე საფრთხეების წინააღმდეგ ისრაელის უსაფრთხოებისადმი ჩვენი ერთგულება ურყევია,” – დაწერა აქამდე აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა “ტვიტერის” პირად […]
დანიელ ჰაგარი – ისრაელის თავდაცვის ძალების ბევრი თვითმფრინავი ცაშია და მზად არიან ნებისმიერი საფრთხე მოიგერიონ – შეიძლება აფეთქებების ხმა გაიგოთ

ისრაელის მრავალი თვითმფრინავი ცაშია ირანული თავდასხმის მოსაგერიებლად, – ამის შესახებ განცხადებას ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი, დანიელ ჰაგარი ავრცელებს. „ამ მომენტისთვის ისრაელის თავდაცვის ძალების ბევრი თვითმფრინავი ცაშია და მზად არიან ნებისმიერი საფრთხე მოიგერიონ… შეიძლება აფეთქებების ხმა გაიგოთ ჩამოგდებებისა და ნამსხვრევების ჩამოგდების შედეგად. ვინაიდან უამრავი საფრთხე არსებობს, განგაში შესაძლოა ფართო ტერიტორიებზე გავრცელდეს,” – განაცხადა ჰაგარიმ. მან აღნიშნა, […]