ევროკავშირის წარმომადგენლობა – ევროკავშირი უერთდება დედა ენის დღის აღნიშვნას – საქართველომ შეინარჩუნა თავისი უნიკალური ენა, რომელიც განათლებისა და კულტურის საფუძველია

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა უერთდება დედა ენის დღის აღნიშვნას. “ევროკავშირი უერთდება საქართველოში 14 აპრილის – დედა ენის დღის აღნიშვნას. საქართველომ შეინარჩუნა თავისი უნიკალური ენა, რომელიც განათლებისა და კულტურის საფუძველია”, – ნათქვამია ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. 14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. 35 წლის წინ, 1978 წელს, საბჭოთა ხელისუფლებამ მოკავშირე რესპუბლიკებში ადგილობრივი ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის […]

“ნაციონალური მოძრაობა” – “ქართული ოცნება” პუტინისტური რუსეთის სპეცსამსახურების სტილში პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნის, დიმიტრი ჩიქოვანის წინააღმდეგ თავდასხმას აგრძელებს – ეს იქნება მორიგი ფუჭი საქმე

“ქართული ოცნება” პუტინისტური რუსეთის სპეცსამსახურების სტილში ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნის, დიმიტრი ჩიქოვანის წინააღმდეგ თავდასხმას აგრძელებს. ამის შესახებ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაშია აღნიშნული. „ნაციონალური მოძრაობის“ განმარტებით, „პოსტ ტვ“-ის ჟურნალისტი ავრცელებს სიცრუეს, რომლის მიზანიც ცილისმწამებლური ტალახის სროლა და “რუსული კანონის” წინააღმდეგ არსებული საპროტესტო მუხტის შემცირების მცდელობაა. „პროპაგანდისტული ტელევიზიის “პოსტ ტვ”-ის გამორჩეულად […]

ისრაელში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს საელჩო მოქალაქეებისთვის ინფორმაციას ავრცელებს

ისრაელში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ისრაელში საქართველოს საელჩო მოქალაქეებისთვის ინფორმაციას ავრცელებს. „შეგახსენებთ, რომ ისრაელში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საელჩოში მოქმედებს ცხელი ხაზის ნომრები: +972 52-6919092; +972 52-7583344; +972 54-7386813; მშვიდობას ვუსურვებთ ისრაელს და ისრაელის მოსახლეობას“,- აღნიშნულია საელჩოს ინფორმაციაში.

ირანის მასშტაბური საჰაერო თავდასხმა ისრაელზე – რა ვიცით

ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერ დანიელ ჰაგარის თქმით, მთლიანობაში ირანმა ისრაელის მიმართულებით 300-ზე მეტი ჭურვი გაუშვა, მათ შორის 170 დრონი, 30 ფრთოსანი რაკეტა და 120 ბალისტიკური რაკეტა — მათი 99% გადაჭერილია საჰაერო თავდაცვის მიერ. New York Times-ი კი ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ კომბინირებული იერიში 185 Shaheed-ის ტიპის დრონით, 30 ფრთოსანი და 110 […]

როგორი ამინდი იქნება დღეს და ხვალ საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16 აპრილამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი. რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში 14-15 აპრილს შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 14-15 აპრილს გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, […]

14 აპრილი ქართული ენის დღეა

14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად 1990 წლიდან დაწესდა. 1978 წლის 14 აპრილს თბილისში საქართველოს კომუნისტური პარტიის მიერ ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის შეცვლის მცდელობის საპასუხოდ დემონსტრაციები ჩატარდა. 1978 წლის 14 აპრილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან რუსთაველის გამზირისკენ 15 000-მდე ადამიანი დაიძრა. სტუდენტებსა და ინტელიგენციის წარმომადგენლებს სხვა მოქალაქეებიც შეუერთდნენ და რუსთაველის […]

ჩინეთის საგარეო უწყება – მოვუწოდებთ გავლენიან ქვეყნებს, შეასრულონ კონსტრუქციული როლი ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად

ჩინეთი მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, განსაკუთრებით გავლენიან ქვეყნებს, შეასრულონ კონსტრუქციული როლი ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად,- ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა. „ჩინეთი მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, განსაკუთრებით გავლენის მქონე ქვეყნებს, შეასრულონ კონსტრუქციული როლი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად“, – ნათქვამია სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. შეგახსენებთ, ისრაელმა განაცხადა, რომ ირანმა მისი ტერიტორიის მიმართულებით 300-ზე მეტი […]

IDF: ირანის მიერ ნასროლი რაკეტებისა და დრონების 99% ჩამოგდებულია

IDF-ის სპიკერის, დანიელ ჰაგარის თქმით, ისრაელის მიმართულებით ირანის მიერ გასროლილი რაკეტებისა და უპილოტო საფრენი აპარატების 99% განადგურებულია. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, სულ ირანმა 170 შაჰედის ტიპის დრონი გაუშვა, ვერც ერთმა მათგანმა ისრაელის საჰაერო სივრცეში ვერ შეაღწია. გარდა ამისა, ირანმა გაისროლა 30 ფრთოსანი რაკეტა, რომლიდანაც 25 ისრაელის საჰაერო სამხედრო ძალებმა გაანადგურეს. ჰაგარის თქმით, ირანმა ასევე 120 […]

ვულოცავთ ჩვენს ქართველ მეგობრებს დედაენის დღეს, ჩვენ აღფრთოვანებული ვართ ქართული ენის უნიკალურობითა და სილამაზით – აშშ-ის საელჩო

ვულოცავთ ჩვენს ქართველ მეგობრებს დედაენის დღეს, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. „ჩვენ აღფრთოვანებული ვართ ქართული ენის უნიკალურობითა და სილამაზით. თქვენთან ერთად აღვნიშნავთ მსოფლიოს ამ ერთ-ერთი უძველესი ენის დღეს, რომელიც ქართველებმა წინა და მომავალ თაობებს შემოუნახეთ“, – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

ბაიდენი: ისრაელს თითქმის ყველა დრონისა და რაკეტის ჩამოგდებაში დავეხმარეთ

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განცხადებაში ისრაელზე ირანისა და მისი მარიონეტი მოკავშირეების თავდასხმა “უმკაცრესად დაგმო” და თქვა, რომ ისრაელს დაეხმარნენ, თითქმის ყველა შემავალი დრონი და რაკეტა ჩამოეგდო. “ჩემი მითითებით, აშშ-ს სამხედროებმა წინა კვირის განმავლობაში რეგიონში საჰაერო ხომალდები და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ნაღმოსნები გაგზავნეს. ამ განლაგებისა და ჩვენი სამხედროების არაჩვეულებრივი ოსტატობის დამსახურებით, ისრაელს დავეხმარეთ, თითქმის ყველა შემავალი დრონი […]