“ისრაელში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისათვის, ძალიან უსიამოვნო რამ ხდება!” – ლაშა შაყულაშვილი

მეცნიერი, თელ ავივის უნივერსიტეტის, ებრაისტიკის ევროპული ინსტიტიტუტის „პაიდეია“ და ოქსფორდის უნივერსიტეტის იშვიათ ებრაულ ენათა სკოლის კურსდამთავრებული, ბრიტანული Polonsky-ის პრიზიორი, ლაშა შაყულაშვილი:
მოკლედ, ძალიან მიმძიმს ისევ ამ თემაზე წერა, მაგრამ ჩვენთვის, ისრაელში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისათვის, ძალიან უსიამოვნო რამ ხდება!
ჩვენი ერთადერთი საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარემ, ოჯახური ტრაგედიის გამო, თავმჯდომარეობაზე უარი თქვა. არც თავმჯდომარე გვყავს, არც მოადგილე და არც მდივანი! გიორგი მაჩაიძე იყო თავმჯდომარე. დაურეკეს მის მოადგილეს, ზაზა სოხანეიშვილს, რომელიც ამბობს რომ სულ არ იცის რომ კომისიის წევრია და არც უნდა. უბნის მდივანი, ბელა სვანიძემ, 2 კვირის წინ ცესკოს და საელჩოს ოფიციალურად მიმართა რომ არ უნდა კომისიაში ყოფნა. კომისიაში ყოფნაზე უარს ამბობს კიდევ ერთი წევრი – თამარ ღვაჩლიანი. 4 ადამიანმა უკვე უარი თქვა. 3 ადამიანი პასუხს არ გვცემს. ამ სამიდან რომ ერთმა მაინც უარი თქვას – 7 ადამიანი არ იკრიბება და უბანი უქმდება!
დღეს 24 ოქტომბერია, არჩევნებამდე დარჩენილია 40 საათი. რა ვქნათ? მართლა ვკითხულობ!

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ