უზბეკეთი და სომხეთი აზიაში ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ათეულში არიან – Seasia

Insider Monkey-ის მიერ შეგროვებული მონაცემების მიხედვით, აზიაში ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკა მაკაოშია. იქ მშპ-ს რეალური ზრდის ტემპი 2024 წელს 27.1%-ია. მაკაოს მოსდევს ინდოეთი 6.3%-ით და კამბოჯა 6.1%-ით. Insider Monkey წერს, რომ 2024 წლის მშპ-ს რეალური ზრდის ტემპის მონაცემები აღებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემთა ბაზიდან, ხოლო მშპ ერთ სულ მოსახლეზე ზრდა გამოითვლება საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიმდინარე […]

ირანს ხელსაყრელ დროს საფასურს ვაზღვევინებთ – ისრაელის ომის კაბინეტის მინისტრი

ისრაელის ომის კაბინეტის მინისტრმა და ეროვნული ერთიანობის ლიდერმა, ბენი განცმა ირანის თავდასხმაზე თქვა, რომ “მოვლენა არ დასრულებულა”, სტრატეგიულ ალიანსს გააძლიერებენ და ირანს ხელსაყრელ დროს აზღვევინებენ. ამის შესახებ განცმა ომის კაბინეტის კრებამდე გავრცელებულ განცხადებაში ისაუბრა. “ირანის საფრთხის წინაშე, ჩვენ რეგიონულ კოალიციას ავაშენებთ და ირანს საფასურს ვაზღვევინებთ, იმგვარად და მაშინ, როცა ჩვენთვის ხელსაყრელი იქნება”. – თქვა განცმა. […]

ჯონ კირბი – ჯო ბაიდენი არ თვლის, რომ ისრაელზე თავდასხმა უფრო ფართო ომში უნდა გადაიზარდოს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი არ თვლის, რომ ისრაელზე ირანის თავდასხმა უფრო ფართო ომში უნდა გადაიზარდოს,- ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა. ABC-ის გადაცემა Meet the Press-ში საუბრისას, ჯონ კირბის ჰკითხეს, არის თუ არა მოსალოდნელი შემდგომი ესკალაცია. „პრეზიდენტს არ მიაჩნია, რომ ამ მიმართულებით სვლა საჭიროა“, – განაცხადა კირბიმ და […]

16-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს

საქართველოს 16-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე მიიღებს მონაწილეობას. ტურნირს 16 აპრილიდან 21 აპრილის ჩათვლით, სან მარინო უმასპინძლებს. სალომე ხუბულურის გუნდი სან მარინოს, ლუქსემბურგს და ესტონეთს დაუპირისპირდება. საქართველოს 16-წლამდე გოგონათა ნაკრები სან მარინოში 15 აპრილს გაემგზავრება. საქართველოს 16-წლამდე გოგონათა ნაკრების შემადგენლობა: მეკარე: ვიქტორია დობროვოლსკაია (რუსთავი), თათია ფხაკაძე (ვერე) დაცვა: ლიზი კაკულია (დინამო გაგრა), ლოლიტა კალოიანი […]

Marca: ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება

რამდენიმე თვის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ “ბაიერნი” თომას ტუხელს დაემშვიდობება. Marca-ს ცნობით, გერმანული კლუბის წარმომადგენლები ზინედინ ზიდანს დაუკავშირდნენ. მოგეხსენებათ, ფრანგი ლეგენდა 2021 წლის შემდეგ უმუშევარია. გამოცემის ინფორმაციით, “ზიზუს” “რეკორდმაისტერისთვის” ჯერჯერობით თანხმობა არ განუცხადებია, თუმცა მყარად აქვს გადაწყვეტილი, რომ ზაფხულში სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდეს და “ბაიერნის” წინადადებას აუცილებლად განიხილავს. შეგახსენებთ, ზიდანმა სამწვრთნელო კარიერა “რეალის” […]

მოქალაქეებს, რომლებიც ისრაელში ცხოვრობენ, მოვუწოდებთ, რომ გაითვალისწინონ ყველა რეკომენდაცია – საქართველოს ელჩი ისრაელში

საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც ისრაელში ცხოვრობს, მოვუწოდებთ, რომ გაითვალისწინონ ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც ისრაელის ხელისუფლებამ გასცა, – ამის შესახებ ისრაელში საქართველოს ელჩმა, ზაზა კანდელაკმა განაცხადა. ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ნებისმიერ დროს, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია ინფორმაცია საელჩოდან მიიღოს. „მაქსიმალურად ვცდილობთ, ჩვენი მოქალაქეებისთვის ნათელი გახდეს ის უსაფრთხოების ზომები, რომელიც გამოცხადებულია მსგავს სიტუაციაში. ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ნებისმიერ […]

მოლდოვაში შავი ნივრის წარმოება დაიწყეს – კილოგრამის ფასი 750 ლარამდეა

მოლდოვაში შავი ნივრის წარმოება დაიწყეს. ამის შესახებ AgroExpert.md-ზე დაყრდნობით East Fruit წერს. იდეა მოლდოვის ყოფილ სოფლის მეურნეობის მინისტრ, ვასილ ბუმაკოვს ეკუთვნის. მისი თქმით, შავი ფერმენტირებული ნიორი ხანგრძლივი ისტორიის მქონე პროდუქტია და საფუძველს კორეიდან იღებს. ასეთი ეს პროდუქტი პირველად იაპონიაში ნახა და აზიის ქვეყნებში საკმაოდ პოპულარულია. ჯერჯერობით 60 კგ შავი ნიორი სუპერმარკეტების ქსელ Linella-ში იყიდება. მისი […]

ხოშტარიების ანგარიშზე 30 000 ფუნტი ჩაირიცხა. ამ ფაქტმა არ დაგაბნიოთ, ეს ამჯერადაც რუსული რუბლია, უბრალოდ, სხვა ვალუტაში დათვლილი

„ახლახან ელენე ხოშტარიასა და მისი ოჯახის ანგარიშზე მოსკოვიდან ლონდონის ერთ-ერთი ბანკის მეშვეობით თანხა გადაირიცხა. ხოშტარიების ანგარიშზე 30 000 ფუნტი ჩაირიცხა. ამ ფაქტმა არ დაგაბნიოთ, ეს ამჯერადაც რუსული რუბლია, უბრალოდ, სხვა ვალუტაში დათვლილი“, – წერს „ხალხის ძალის” წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში. როგორც მეგრელიშვილი წერს, ოკუპანტისაგან გადმორიცხული ფულის თვლა ხოშტარიების ოჯახს არ ეთაკილება, რადგან ეს ის […]

“ღვინის რეკლამირებაზე მცირე თანხას ვხარჯავთ, უხარისხო ყურძნის სუბსიდირებაზე კი უზარმაზარს” – “ფაფრის ველი”

“თუ უხარისხო ღვინის წარმოებაში დიდ თანხას დებ და ამავე დროს, მის პოპულარიზაციას ათჯერ ნაკლები ბიუჯეტით ცდილობ, ეს ირონიის მომგვრელია და ბევრ კითხვას ბადებს”, – ასე აფასებს “ფაფის ველის” დამფუძნებელი შალვა ქურდაძე ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის სახელმწიფოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს. BMG საკითხით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც საქართველოს მთავრობამ 8 აპრილის სხდომაზე ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინოპროდუქციის პოპულარიზაციის ხელშეწყობის […]

ირანის საგარეო მინისტრი – მეზობელ ქვეყნებს ისრაელზე შეტევამდე 72 საათით ადრე ვაცნობეთ

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანის განცხადებით, ირანმა მეზობელ ქვეყნებს ისრაელზე შეტევის განხორციელებამდე 72 საათით ადრე აცნობა, რომ ისრაელის წინააღმდეგ გარკვეული პასუხი იქნებოდა. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მტკიცებით, ირანმა მეზობელ ქვეყნებს განუცხადა, რომ ოპერაცია ლეგიტიმური თავდაცვის სახით განხორციელდებოდა. „ჩვენი მეზობლებისა და რეგიონის უსაფრთხოებას ირანის ისლამური რესპუბლიკის უსაფრთხოებად მივიჩნევთ“, – დასძინა ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანმა. მან არ დააკონკრეტა, […]