არ თვლის, რომ ისრაელზე თავდასხმა უფრო ფართო ომში უნდა გადაიზარდოს

-ის პრეზიდენტი არ თვლის, რომ ისრაელზე ირანის თავდასხმა უფრო ფართო ომში უნდა გადაიზარდოს,- ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.
ABC-ის გადაცემა Meet the Press-ში საუბრისას, ჯონ კირბის ჰკითხეს, არის თუ არა მოსალოდნელი შემდგომი ესკალაცია.
„პრეზიდენტს არ მიაჩნია, რომ ამ მიმართულებით სვლა საჭიროა“, – განაცხადა კირბიმ და დასძინა, რომ ბაიდენი მუშაობს დიპლომატიური კუთხით და ამ მიზნით „დიდი შვიდეულის“ შეხვედრა მოიწვია.
“ის, რაც ისრაელმა წუხელ აჩვენა, იყო თავდაცვის წარმოუდგენელი უნარი. ძალიან ცოტამ შეაღწია და ზიანი იყო არაჩვეულებრივად მსუბუქი”, – დასძინა კირბიმ.
მისი თქმით, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ნათლად განაცხადა, რომ -ს არ სურს ესკალაცია. „უახლოესი საათები და დღეები ბევრს გვეტყვის“, – დასძინა კირბიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

კალაძე – ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობას ვუსურვებ – საარჩევნო კამპანიის ხელშეშლა დანაშაულია, ძალადობრივი ქმედებებით, „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლითა და ადამიანის ცოცხლად დაწვის მცდელობით, გმირი ვერ გახდები

თაზო დათუნაშვილია ირაკლი კობახიძის მოხსენებაზე – ივანიშვილის პრემიერმა დაადასტურა, რომ ის არის სერიული მატყუარა, ყალიბდება დამწყებ ფაშისტად, მაგრამ ისევ „ოროსანია“ – ვერაფერს უგებს ქართულ ეკონომიკას