25 ქულა 25 წუთში | შერმადინმა ესპანურ ლიგაში სეზონის უმაღლესი შედეგი დააფიქსირა

გიორგი შერმადინის მორიგი სუპერმატჩი ესპანეთის ჩემპიონატში, რითაც ის დიდი ალბათობით კვლავ ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდება. ქართველი ცენტრის წინამძღოლობით “ლენოვო ტენერიფემ” ესპანეთში ჩემპიონატში ზედიზედ მე-5 მატჩი მოიგო. 29-ე ტურში კანარელებმა “ბილბაო ბასკეტს” უმასპინძლეს და 101:84 გაიმარჯვეს. შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო და 25:53 წუთში 25 ქულა, 5 მოხსნა, 4 პასი და 4 ჩაჭრა მიითვალა, ბურთი კი მხოლოდ […]
სიდნეიში სავაჭრო ცენტრში თავდასხმის მსხვერპლებს შორის ერთი საქართველოს მოქალაქეა

სიდნეის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში შეაიარაღებული თავდასხმის მსხვერპლებს შორის ერთი საქართველოს მოქალაქეა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, თუმცა გარდაცვლილის ვინაობას ამ აეტაპზე არ ავრცელებს. ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ცნობით, დაღუპული საქართველოს მოქალაქე 50 წლამდე ქალია. ის, სავარაუდოდ, ავსტრალიისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქე იყო. “ქართული მხარისთვის ცნობილია სიდნეიში საქართველოს (და ავსტრალიის) მოქალაქის გარდაცვალების შესახებ. ჩვენ ვუთანაგრძნობთ გარდაცვლილის ოჯახის […]
„დამსახურებული პასუხია“ – ამბობს ჰამასი ირანის ოპერაციაზე

ისრაელში ამ წუთებში სიმშვიდეა, თუმცა სამხედრო ექსპერტები ისრაელისგან ირანზე საპასუხო თავდასხმის განვითარება ელოდებიან: “14 აპრილს, ევროპის დროით ღამის 2 საათიდან, ისრაელი საჰაერო განგაშის სიგნალმა გამოაღვიძა. შეტევის ერთ ტალღას მეორე მოჰყვა, თუმცა ცეცხლმა მიზანს ვერ მიაღწია. საბოლოოდ, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ერთი ღამის თავდასხმა ასე შეაჯამა: “ჩვენ მოვიგერიეთ, დავბლოკეთ, ერთად გავიმარჯვებთ ამასთან, გაერო-ში ირანის მისიამ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც […]
დიდი შვიდეულის ქვეყნები ახლო აღმოსავლეთში შექმნილ ვითარებაზე იმსჯელებენ

ომი ახლო აღმოსავლეთში და ირანის თავდასხმა ისრაელზე მთავარი საკითხები იქნება დღეს, 14 აპრილს დიდი შვიდეულის ქვეყნების ლიდერების შეკრებაზე. არსებული ინფორმაციით, შეხვედრა ონლაინ რეჟიმში გაიმართება და ის იტალიის ინიციატივით გაიმართება. მთავარი სასაუბრო თემა ირანიდან მომდინარე საფრთხეები და ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარება იქნება. შეხვედრას წინ უსწრებდა „შურისძიების მოტივით“ ირანის თავდასხმა ისრაელზე. ირანმა 13-14 აპრილს ისრაელზე იერიშები 300-ზე […]
ტოპ 10 ყველაზე შემოსავლიანი ავიარეისი – OAG

OAG-იმ 2023 წლის პირველი ნახევრის 10 ყველაზე მაღალშემოსავლიანი ავიაკომპანიის რეისები დაასახელა. 10-დან 6 ყველაზე ძვირადღირებული რეისი შიდა ფრენებზე მოდის და ყველაზე შემოსავლიანი – $1,21 მლრდ სიდნეი-მელბურნის მიმართულებაა. გარდა ამისა, საუდის არაბეთში, ერ რიადიდან ჯიდაში ფრენების შემოსავალმა შიდა ამერიკული რეისების შემოსავალს გადააჭარბა. რაც შეეხება საერთაშორისო რეისებს, ნიუ-იორკიდან ლონდონამდე ფრენა, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დატვირთული და შემოსავლიანი რეისი […]
ჯოზეფ ბორელის მოთხოვნით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების რიგგარეშე შეხვედრა გაიმართება

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა სამშაბათს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების “რიგგარეშე” შეხვედრა მოითხოვა. „ბიბისის“ ინფორმაციით, შეხვედრაზე ისრაელის წინააღმდეგ ირანის თავდასხმებს განიხილავენ. „ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ რეგიონის დეესკალაციას და უსაფრთხოებას“, – წერს ბორელი სოციალურ მედიაში X -ზე.
კიტეიშვილის გოლი და საგოლე გადაცემა – “შტურმი” “ზალცბურგს” დაეწია [VIDEO]

ავსტრიის ბუნდესლიგის 26-ე ტურში „შტურმმა“ გასვლაზე „ჰარტბერგი“ 3:1 დაამარცხა. სტუმართა გუნდის ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა პენალტით გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა. მის ანგარიშზე მიმდინარე ჩემპიონატზე 20 მატჩში 5 გოლია. კიტეიშვილი 90+1-ე წუთზე შეცვალეს და ორივე გუნდიდან საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. ქართველის თამაში Flashscore-მ 8.2 ქულით შეაფასა, ხოლო Sofascore-მ 8.0-ით. „შტურმი“ 32 ქულით „ზალცბურგთან“ ერთად ლიდერია და […]
სიდნეიში სავაჭრო ცენტრზე თავდასხმის მსხვერპლებს შორის ერთი საქართველოს მოქალაქეა

სიდნეის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში შეაიარაღებული თავდასხმის მსხვერპლებს შორის ერთი საქართველოს მოქალაქეა – ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, თუმცა არ საუბრობს გარდაცვლილის არც ერთ მაიდენტიფიცირებელ გარემოებაზე. რუსთავი 2-ის ცნობით, დაღუპული საქართველოს მოქალაქე 50 წლამდე ქალია. ის სავარაუდოდ ორმაგი მოქალაქე იყო. “ქართული მხარისთვის ცნობილია სიდნეიში საქართველოს (და ავსტრალიის) მოქალაქის გარდაცვალების შესახებ. ჩვენ ვუთანაგრძნობთ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს და […]
უკრაინის გენშტაბი აცხადებს, რომ რუსეთი ამზადებს „პროვოკაციას“ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე

რუსმა სამხედროებმა შესაძლოა პროვოკაცია განახორციელონ ოკუპირებულ ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა 14 აპრილს, დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით განაცხადა. “რუსი ტერორისტები ემზადებიან მორიგი პროვოკაციის განსახორციელებლად ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, ეს იქნება კიდევ ერთი მორიგი ოპერაცია ყალბი დროშის ქვეშ”, – ნათქვამია შეტყობინებაში. აქ იგულისხმება ის, რომ ბოლო კვირების განმავლობაში რუსეთმა რამდენჯერმე სცადა პასუხისმგებლობის […]
პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიას ტერაქტებით ემუქრებიან

პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონია, რომლის ჩატარება მდინარე სენაზე აღლუმით იგეგმებოდა, ტერაქტებით ემუქრებიან და „გეგმა B“-ზე გადასვლის რეკომენდაციას იძლევა, – ამის შესახებ Europe 1 იტყობინება. „გასული კვირის განმავლობაში შეიმჩნეოდა არეულობა ცენტრალური აზიის მოქალაქეებს შორის, რომლებსაც, ჩვეულებრივ, აქტიურად ვაკვირდებით“, – იტყობინება წყარო სპეცსამსახურებიდან. ამასთან დაკავშირებით, დაზვერვამ გადაწყვიტა, „მიმართოს თავისი სენსორები“ თურქმენეთის, ყირგიზეთისა და ყაზახეთის მოქალაქეებზე.