საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის საბაჟო წესის დარღვევით გადმოტანის ფაქტები გამოავლინა

საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის საბაჟო წესის დარღვევით გადმოტანის ფაქტები გამოავლინა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის საბაჟო წესის დარღვევით გადმოტანის ხუთი ფაქტი გამოავლინეს. გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქეებმა, საბაჟო-გამშვები პუნქტი „სარფი“-ს გავლით, […]

ირანის აეროპორტებში ფრენები განახლდა

ირანის დედაქალაქ თეირანის აეროპორტებში დღეს დილიდან ფრენები განახლდა,. ამის შესახებ ინფორმაციას ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Tasnim-ი ავრცელებს. ნიდერლანდურმა გადამზიდავმა KLM-მა განაცხადა, რომ შეწყვეტს ფრენებს ირანისა და ისრაელის თავზე სიფრთხილის მიზნით. „ავსტრიის ავიახაზებმა“ და „ლუფთჰანზამ“ გამოაცხადეს, რომ თეირანის მიმართულებით და თეირანიდან ავიარეისებს 18 აპრილამდე წყვეტენ. შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ ისრაელმა, იორდანიამ, ერაყმა და ლიბანმა თავიანთი […]

ზარალიანი სადაზღვევო კომპანიები საქართველოში

2023 წლის შედეგებით სადაზღვევო კომპანიების მოგებამ 248,5 მილიონი ლარი შეადგინა, წმინდა მოგებამ კი 73,5 მილიონი ლარი. მაშინ როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში სადაზღვევო მოგება 210 მლნ ლარი, ხოლო წმინდა მოგება 39 მლნ ლარი იყო. რაც შეეხება მოზიდულ სადაზღვევო პრემიას პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან, მან 1.063 მლრდ ლარი შეადგინა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. 2022 წელს მოზიდული პრემია 910 […]

„კრისტალი“ და IFC უკრაინელი იძულებით გადაადგილებული პირებისთვის ბიზნესსაქმიანობის მხარდასაჭერად ახალ თანამშრომლობას იწყებენ

ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალი“ და საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) საქართველოში მუდმივად ან ხანგრძლივად მცხოვრები უკრაინელი იძულებით გადაადგილებული პირების ბიზნესსაქმიანობის მხარდასაჭერად ახალ თანამშრომლობას იწყებენ. თანამშრომლობა უკრაინელი იძულებით გადაადგილებული პირებისთვის მათ კონკრეტულ საჭიროებებზე მორგებული, ფინანსური პროდუქტებისა და სერვისების, ასევე, საკონსულტაციო და ბიზნესის მხარდამჭერი მომსახურებების შეთავაზებას, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდასა და სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობას გულისხმობს. IFC-ის ექსპერტებმა „კრისტალის“ გუნდთან […]

ბექა ლილუაშვილი – თუ „ოცნება“ სახელს ვერ დაარქმევს მტერს და ვერ მიმართავს „რუსულ“ კანონს კონკრეტულად ოკუპანტის წინააღმდეგ, გამოჩნდება, რომ მათი მიზანია საზოგადოება დაყოს მოღალატეებად და ერთმანეთს დაუპირისპიროს

თუ „ქართული ოცნება“ სახელს ვერ დაარქმევს მტერს და ვერ მიმართავს თავის რუსულ კანონს კონკრეტულად ოკუპანტის წინააღმდეგ, მაშინ საზოგადოება კიდევ ერთხელ დაინახავს, რომ მათ აქვთ ერთადერთი მიზანი, გამოგონილი გამჭვირვალობის საფარქვეშ, საზოგადოება დაყონ აგენტებად და მოღალატეებად და ერთმანეთს დაუპირისპირონ, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ყველა დეპუტატმა მტერს უნდა დაარქვას მტერი და […]

პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქცია მიმდინარეობს

საქართველოს პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქცია მიმდინარეობს. ადგილზე სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები არიან შეკრებილი, რომლებსაც გაშლილი აქვთ ბანერები წარწერით „არა რუსულ კანონს!” აქციაზე მყოფები აპროტესტებენ კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომლის განხილვაც იურიდიული კომიტეტის ფარგლებში დღეს დილიდან იწყება. აქციის მონაწილეებმა ასევე პარლამენტის უკან, გაშალეს დიდი ბანერით წარწერით, “დიდება, ვინც კიდევ გვაბრძოლებს იმედით”. ადგილზე ისმის საყვირების […]

ანა ნაცვლიშვილი – ეს არის კონსტიტუციური გადატრიალება – „ქართული ოცნება“ აპირებს გაამრუდოს, ჩახერგოს საქართველოს ევროპული მომავალი

ეს არის კონსტიტუციური გადატრიალება – „ქართული ოცნება“ აპირებს გაამრუდოს, ჩახერგოს საქართველოს ევროპული მომავალი, – ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა ოპოზიციის ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. მან საქართველოს მოქალაქეებს პარლამენტთან მისვლისაკენ მოუწოდებს. „მინდა, მივმართო საქართველოს თითოეულ მოქალაქეს: „ქართული ოცნება“ კრემლის დავალებით აპირებს, მოიპაროს თქვენი დიდი წარმატება. გასული წლის მარტში ერთობით მთელმა საზოგადოებამ შევაჩერეთ რუსული კანონი და ამით […]

ირანის აეროპორტებში ფრენები განახლდა

ირანის დედაქალაქ თეირანის აეროპორტებში დღეს დილიდან ფრენები განახლდა, – ინფორმაციას ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Tasnim-ი ავრცელებს. თეირანის ორივე აეროპორტმა, „იმამ ხომეინის“ და „მეჰრაბადის“ აეროპორტებმა, ავიარეისები კვირას, ისრაელზე ირანის თავდასხმის შემდეგ, შეაჩერეს. ნიდერლანდურმა გადამზიდავმა KLM-მა განაცხადა, რომ შეწყვეტს ფრენებს ირანისა და ისრაელის თავზე სიფრთხილის მიზნით. „ავსტრიის ავიახაზებმა“ და „ლუფთჰანზამ“ გამოაცხადეს, რომ თეირანის მიმართულებით და თეირანიდან ავიარეისებს […]

პაატა მანჯგალაძე – „ქართულ ოცნებას“ არანაირი გამჭვირვალობა და შინაარსი არ აინტერესებს, ეს რომ აინტერესებდეს, მედიის წარმომადგენლებს პარლამენტში გადაადგილების შესაძლებლობას არ დაუბლოკავდა

„ქართულ ოცნებას“ არანაირი გამჭვირვალობა და შინაარსი არ აინტერესებს, ეს რომ აინტერესებდეს, მედიის წარმომადგენლებს საქართველოს პარლამენტში გადაადგილების შესაძლებლობას არ დაუბლოკავდა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა. როგორც ის განმარტავს, კანონი, რომელიც საქართველოს ინტერესებს არ ემსახურება, არ უნდა მიიღონ. „ეს კანონი ბევრი მიზეზის გამო რუსულია, რადგან რუსულ საქმეს ემსახურება. როცა გერმანიის კანცლერი, ნატო-ს […]

საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის საბაჟო წესის დარღვევით გადმოტანის ფაქტები გამოავლინა

საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის საბაჟო წესის დარღვევით გადმოტანის ფაქტები გამოავლინა. აღნიშნულ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, საქართველოს მოქალაქეებმა, საბაჟო-გამშვები პუნქტი „სარფი“-ს გავლით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, ტანსაცმლის ქვეშ, სხეულზე მიმაგრებული სახით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე ჯამში 2 618 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები გადმოიტანეს. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების […]