„დიდი შვიდეული“ ისრაელს მხარდაჭერას უდასტურებს და ირანს აფრთხილებს

„დიდი შვიდეულის“(G7) წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა ცალსახად და მტკიცედ დაგმეს ისრაელზე ირანის თავდასხმა და ისრაელს და მის ხალხს გამოუცხადეს სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა. კანადის, იაპონიის, გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის, დიდი ბრიტანეთის და აშშ-ის ლიდერებმა ერთობლივი განცხადება 14 აპრილს გამართული ონლაინ შეხვედრის შემდეგ გამოაქვეყნეს. „დიდი შვიდეულის“ სახელმწიფოების ლიდერთა თანახმად, ირანის ქმედებებმა შესაძლოა, გამოიწვიოს უკონტროლო რეგიონული ესკალაცია, რაც დაუშვებელია, […]
პარლამენტი დღეიდან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვას იწყებს

პარლამენტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის განხილვას იწყებს. ფრაქცია „ქართული ოცნების” მიერ წარდგენილ პროექტს დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, პირველი მოსმენით განიხილავს. მასთან ერთად განიხილავენ ორი ალტერნატიულ პროექტს – ერთია, “ოკუპანტი ქვეყნის – რუსეთის ფედერაციის გავლენებისგან დაცვის შესახებ” პროექტი და თანმდევი “სისხლის სამართლის კოდექსში” შესატანი ცვლილებები, ხოლო მეორე – “გრანტების შესახებ” კანონსა და “ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა […]
რა ფუნქცია ექნება 15 სართულიან შენობას, რომელსაც მეტრო „უნივერსიტეტს“ ზემოდან აშენებენ

თბილისში სანდრო ეულის N2-სა და ვაჟა ფშაველას გამზირის გადაკვეთაზე, მეტრო „სახელმწიფო უნივერსიტეტთან“ 15 სართულიანი სასწავლო დაწესებულების – სამედიცინო უნივერსიტეტის შენობა აშენდება. მშენებლობის დამკვეთი შ.პ.ს. „კაპიტალ ინვესტია“ როგორც განმარტებით ბარათში ვკითხულობთ საპროექტო შენობის ჯამური ფართი 2239კვ.მ-ს შეადგენს. განმარტებითი ბარათის მიხედვით არსებულ ტერიტორიაზე ამ ეტაპზე განთავსებულია მეტროს სავენტილაციო შახტა, რომელიც „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ (მეტრო) – სთან შეთანხმებით […]
ხანმოკლე წვიმა ელჭექით – ამინდი დღეს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოში 15 აპრილს, 16 აპრილამდე, საქართველოს ზოგიერთ რაიონში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი. ქ. თბილისში 15 აპრილს შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 15 აპრილს გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, […]
ვარ ევროპელი, მინდა ევროპაში – ამის მიღწევა მხოლოდ ლოზუნგებით შეუძლებელია. ამას სჭირდება საქმე – გიორგი კალანდია

ისტორიკოსმა, ხელოვნების სასახლის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი კალანდიამ გადაცემაში „იმედი LIVE“, პოლონეთიდან ჩართვისას, 17 აპრილს კრაკოვში დაგეგმილი გამოფენის – „ოქროს საწმისი – ქართული ხელოვნება“ შესახებ ისაუბრა. კალანდიამ აღნიშნა, რომ საზოგადოებაში ქართული კულტურის შესახებ „თემების გადაფარვა ხდება“, როგორიც არის თუნდაც, აღნიშნული გამოფენა. მან იმედი გამოთქვა, რომ ახლად დაფუძნებული „საზოგადოება ქართული“, რომლის საინიციატივო ჯგუფის წევრი თავადაც არის, ხელს […]
პარლამენტში დღეს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს – შეიზღუდება ვიზიტორების შესვლა

პარლამენტში დღეს, რუსული კანონის საკომიტეტო განხილვის პარალელურად, უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს – განცხადებას პრესსამსახური ავრცელებს: „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შეესაბამისად, მიმდინარე წლის 15 აპრილს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე – ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა. დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის […]
პარლამენტი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის განხილვას დღეიდან იწყებს

პარლამენტი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის განხილვას დღეიდან იწყებს. ფრაქცია “ქართული ოცნების” მიერ წარდგენილ პროექტს 15 აპრილს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, პირველი მოსმენით განიხილავს. კომიტეტის სხდომა 10:00 საათზეა ჩანიშნული. მასთან ერთად კანონმდებლები განიხილავენ ორ ალტერნატიულ პროექტს – ერთია, “ოკუპანტი ქვეყნის – რუსეთის ფედერაციის გავლენებისგან დაცვის შესახებ” პროექტი და თანმდევი “სისხლის სამართლის კოდექსში” შესატანი ცვლილებები, ხოლო მეორე […]
ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების მატჩების ბილეთების გაყიდვა დღეიდან დაიწყება

გულშემატკივრები ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩებზე დასასწრები ბილეთების შეძენას 15 აპრილიდან შეძლებენ, – ინფორმაციას სფფ-ს პრესსამსახური ავრცელებს. „უეფა-ს ბილეთების პორტალზე ქართველი გულშემატკივრებისთვის განკუთვნილი ბილეთების რეალიზაცია 15 აპრილს, 13:00 საათზე დაიწყება. დეტალურ ინფორმაციას და გზამკვლევს ჩვენი გუნდის გულშემატკივარს უახლოეს დღეეებში გავუზიარებთ“, – წერია განცხადებაში. ბილეთების შეძენა შესაძლებელია ბმულზე http://euro2024.com/tickets შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ზე […]
„არა რუსულ კანონს!“ – პარლამენტთან დღეს 2 აქციაა დაანონსებული

სამოქალაქო ორგანიზაციების ორგანიზებით, პარლამენტთან იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის განხილვის პარალელურად აქცია გაიმართება. აქცია – „არა რუსულ კანონს“ პარლამენტის შენობასთან 10:00 საათზე არის დაანონსებული, ასევე, აქცია არის ჩანიშნული პარლამენტის წინ 19:00 საათზე. „საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლა გრძელდება. ნუ დარჩები სახლში, გამოდი გარეთ. „რუსული კანონი“ გვეხება საქართველოს ყველა მოქალაქეს! კი ევროპას! არა […]
ანა ნაცვლიშვილი – „ქართულ ოცნებას“ ეშინია საკუთარი მოქალაქეების, განსაკუთრებით მედიასაშუალებების და სწორედ ამიტომ არის შეზღუდული პარლამენტში მათი ყოფნა – ეს არის მკაფიო ილუსტრაცია, რა მოხდება რუსული კანონის მიღების შემთხვევაში

ჯერ კანონი ამოქმედებული არ არის და ჟურნალისტების ნაწილი უკვე არ არის დაშვებული საქართველოს პარლამენტში – ზუსტად ეს არის ძალიან მკაფიო ილუსტრაცია, რა მოხდება „რუსული კანონის“ მიღების შემთხვევაში, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ ეშინია საკუთარი მოქალაქეების ხმის გაგონების, განსაკუთრებით კი, მედიასაშუალებების ეშინიათ და სწორედ ამიტომ არის ეს […]