ურსულა ფონ დერ ლაიენი – აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საბოლოოდ უნდა გადადგას გადამწყვეტი ნაბიჯი – უკრაინა მსოფლიოს ყველა თავისუფალი ქვეყნის მხარდაჭერას იმსახურებს

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი აშშ-ის კონგრესს მოუწოდებს, უკრაინის დახმარების პაკეტი დაამტკიცოს, რომელიც რამდენიმე თვეა დაბლოკილია. „აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საბოლოოდ უნდა გადადგას გადამწყვეტი ნაბიჯი,“ – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა Redaktionsnetzwerk Deutschland-თან (RND) ინტერვიუში. მისი თქმით, უკრაინისთვის აშშ-ის დახმარების გაწევის შემდგომი დაგვიანება „დააზარალებს არა მხოლოდ უკრაინას, არამედ მთლიანად ატლანტიკურ ალიანსს“. ევროკომისიის ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ […]
მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე – როგორც კი შინაარსში შევედი და დავიწყე საუბარი კანონპროექტზე, იმწუთას გამაწყვეტინეს

როგორც კი შინაარსში შევედი და დავიწყე საუბარი კანონპროექტზე, იმწუთას გამაწყვეტინეს, ნუ ყვირით, – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, ოპოზიციის წარმომადგენლებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს. მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, კანონპროექტის განხილვას ხელი შეუშალოს, რათა საზოგადოებამ სიმართლე არ გაიგოს. “ქალბატონო სალომე, თქვენი დესტრუქცია რაში მდგომარეობს იცით? […]
„არა რუსულ კანონს“ – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციას კახეთიც შეუერთდა

„არა რუსულ კანონს“ – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციას კახეთიც შეუერთდა. თელავის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის 10- მდე წარმომადგენელი შეიკრიბა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათთვის მიუღებელია ხელისუფლების მიერ ხელახლა ინიცირებული კანონპროექტის განხილვა. როგორც ისინი აღნიშნავენ, მთავრობის ეს ქმედება საქართველოს ევროპასთან აშორებს. რაც შეხება გამჭვირვალობას, ამტკიცებენ, რომ […]
ანრი ოხანაშვილი ოპოზიციას – გსურთ დისკუსიის ჩაშლა და ამის საშუალებას არ მოგცემთ – მესმის, რომ რთულია სიმართლის მოსმენა, მაგრამ მოგიწევთ

მომხსენებელი როგორც კი იწყებს შინაარსობრივ მსჯელობას, ორ ხმაში ესაუბრებიან, ქალბატონი თინა და ქალბატონი ანა იყვნენ ახლა, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვისას განაცხადა. ოხანაშვილის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლების ქმედება მიუთითებს ერთადერთზე, „რომ მათ სურთ დისკუსიის ჩაშლა“. „გსურთ დისკუსიის ჩაშლა და ამის საშუალებას არ მოგცემთ. დაელოდეთ, გამობრძანდით […]
სახალხო დამცველი – ყველა აკრედიტებულ მედიას უნდა მიეცეს საშუალება იყოს პარლამენტში და დღევანდელი დღე იმ პერსპექტივიდან გააშუქოს, როგორც მას მიაჩნია სწორად – დასვას კითხვები და მიიღოს პასუხები

ყველა აკრედიტებულ მედიას უნდა მიეცეს საშუალება იყოს პარლამენტში და დღევანდელი დღე იმ პერსპექტივიდან გააშუქოს, როგორც მას მიაჩნია სწორად – დასვას კითხვები და მიიღოს პასუხები, – ასე ეხმაურება სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი პარლამენტში აკრედიტებული მედიასაშუალებების არშეშვების თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას. პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, პარლამენტის შენობაში შესვლისა და დაგეგმილი სხდომების ადგილზე გაშუქების უფლება მხოლოდ ტელევიზიების აკრედიტებულ ჟურნალისტებს […]
აკრედიტებულ მედიას უნდა მიეცეს საშუალება, იყოს პარლამენტში – სახალხო დამცველი

საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ “ყველა აკრედიტებულ მედიას უნდა მიეცეს საშუალება, იყოს პარლამენტში და გააშუქოს დღევანდელი დღე იმ პერსპექტივიდან, როგორც მას მიაჩნია სწორად, დასვას კითხვები და მიიღოს პასუხები”. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც „აგენტების კანონს” პირველი მოსმენით განიხილავენ, ონლაინმედია და პრესა არ დაუშვეს. კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი კი ამტკიცებს, რომ ეს დეზინფორმაციაა. იმ ჟურნალისტების […]
ქუთაისში 720 დევნილი ოჯახისთვის სამი 12-სართულიანი კორპუსი შენდება

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე, 720 დევნილი ოჯახისთვის, სამი, 12-სართულიანი კორპუსი შენდება. ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. ამავე ცნობით, ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ დევნილთა განსახლება სახელმწიფოს პრიორიტეტია და დევნილი ოჯახებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნის მიზნით, ქვეყნის რამდენიმე ქალაქში მასშტაბური სამშენებლო სამუშაოები, ერთდროულად, მიმდინარეობს. სამშენებლო სამუშაოების დასრულების […]
ხორბლის იმპორტი საქართველოში 14%-ით, აზოტოვანი სასუქების ექსპორტი კი 1.9%-ით გაიზარდა

საქართველოში ხორბლის იმპორტის ღირებულება წლიურად 14.0%-ითაა გაზრდილი იანვარ-თებერვალში, ხოლო მოცულობა 44.1%-ით, რაც შემცირებული საშუალო იმპორტის ფასითაა გამოწვეული (-20.9% წ/წ). ინფორმაციას Galt&Taggart-ი ნედლეულის ბაზრის ყოველთვიური მიმოხილვაში აქვეყნებს. მიმოხილვის მიხედვით, აზოტოვანი სასუქების ექსპორტის ღირებულება წლიურად 1.9%-ით გაიზარდა 2024 წლის პირველ ორ თვეში. აღსანიშნავია, რომ მნიშვნელოვნადაა გაზრდილი ექსპორტის მოცულობა (+116.2% წ/წ), ხოლო საექსპორტო ფასი შემცირებულია (-52.9%). რაც შეეხება […]
საქართველოს ექსპორტი და იმპორტი შემცირდა

2024 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 4 699.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 6.5 პროცენტით ნაკლებია. „საქსტატის“ ინფორმაციით, აქედან, ექსპორტი 1 325.7 მლნ. აშშ დოლარი იყო (შემცირდა 9.3 პროცენტით), ხოლო იმპორტი 3 373.6 მლნ. აშშ დოლარი (შემცირდა 5.3 პროცენტით). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2024 წლის იანვარ-მარტში 2 […]
საბა ბუაძე – ივანიშვილი დღეს პირდაპირ კრემლიდან წამოსულ დავალებას ასრულებს – კრემლის და პუტინის ინტერესებშია, რომ საქართველოს ევროპული მომავალი მოუკლან

კარგად ჩანს, რომ „ქართული ოცნება” ჭიპლარით არის მიერთებული კრემლზე. ამიტომ ჩვენი სათქმელი უნდა იყოს – “არა რუსულ კანონს, არა რუსულ მთავრობას“, – ამის შესახებ პარლამენტის უკანა შესასვლელთან მიმდინარე აქციაზე პარტია „ლელოს“ წევრმა საბა ბუაძე განაცხადა. მისი შეფასებით, ხელისუფლება რუსეთიდან წამოსულ დავალებებს ასრულებს. „ივანიშვილი დღეს პირდაპირ კრემლიდან წამოსულ დავალებას ასრულებს. კრემლის და პუტინის ინტერესებშია, რომ საქართველოს […]