თეონა აქუბარდია – „ქართული ოცნება“, მამუკა მდინარაძე დღეს კლასიკური რუსული დეზინფორმაციით ცდილობს იმ კანონის გათეთრებას, რომელიც საქართველოს ევროპულ მომავალს უკეტავს

„ქართული ოცნება“, მამუკა მდინარაძე დღეს კლასიკური რუსული დეზინფორმაციით ცდილობს იმ კანონის გათეთრებას, რომელიც საქართველოს ევროპულ მომავალს უკეტავს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ დასავლეთის დემონიზირებით, დასავლელი ელჩებისთვის სუვერენულობაში ჩარევის ბრალდებით და ამ კანონით, ქვეყნის ევროპული მომავლის დასამარებას აპირებს. როგორც აქუბარდია აღნიშნავს, „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ […]
შალვა პაპუაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ჩინეთის მმართველი პარტიის ცენტრალური კომიტეტის საერთაშორისო დეპარტამენტის მინისტრის მოადგილე ჩენ ჭოუსა და მის თანმხლებ დელეგაციას შეხვდა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეები მიესალმნენ საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობებში მიღწეულ პროგრესს. „აღინიშნა, რომ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების გაფორმებით საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობებში ახალი ერა იწყება. ხაზი გაესვა წარმატებულ მაღალი დონის ვიზიტებს, ასევე, საქართველოს მოქალაქეებისთვის […]
პაატა მანჯგალაძე – დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი წელსაც საკადრისს პასუხს გასცემს ხელისუფლებას

დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი წელსაც საკადრისს პასუხს გასცემს ხელისუფლებას, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგ არის მიმართული, ამიტომ „ბევრი ხალხი უნდა გამოვიდეთ ქუჩაში, რომ დავიცვათ ჩვენი ქართული და ევროპული არჩევანი“. „მე ვსვამ კითხვას – რა მოხდა ასეთი ამ ორ […]
ანჯეი დუდა – უკრაინა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია – სამშვიდობო მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს

უკრაინაში ძალიან მძიმე ვითარებაა, კიევს მოკავშირეებისგან მუდმივი და უწყვეტი დახმარება სჭირდება – უკრაინას ახლა ყველაზე მეტად სჭირდება საბრძოლო მასალა, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ განაცხადა. მისი თქმით, ბოლო დროს გახშირდა წინადადებები, რომ უკრაინამ უნდა დაიწყოს სამშვიდობო მოლაპარაკებები და წავიდეს დათმობებზე. ამავე დროს, ის არ ეთანხმება, რომ იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემები და ახალი დახმარების […]
შალვა პაპუაშვილი – მზად ვართ, ჩავერთო პრემიერ-მინისტრის მიერ დიპლომატებისთვის შეთავაზებულ საჯარო დისკუსიაში – გვჯერა, რომ ჩვენი ქვეყნის მეგობრები საქართველოს საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებენ

საჯაროობა დემოკრატიის საფუძველია. შესაბამისად, მივესალმები პარტნიორი ქვეყნების ელჩებისადმი საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეთავაზებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის საჯარო განხილვასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წერს. პარლამენტის თავმჯდომარე გამოხატავს მზაობას, ჩაერთოს პრემიერ-მინისტრის მიერ შეთავაზებულ საჯარო დისკუსიაში, „რათა კიდევ ერთხელ საზოგადოებას ამომწურავი პასუხი გაეცეს ნებისმიერ კითხვაზე, რომელიც ამ კანონპროექტის გარშემო არსებობს“. „საჯაროობა დემოკრატიის საფუძველია. […]
დავით უსუფაშვილი – როცა ელჩებს რაიმე საქმე აქვთ, ისინი საგარეო საქმეთა მინისტრს ხვდებიან, პრემიერთან შეხვედრა კი ნიშნავს უმაღლეს დონეზე აწეულ პროტესტს, რომ საერთაშორისო საზოგადოება კობახიძის გამოხტომებს, ჭკუა ასწავლოს ელჩებს, არ შეეპუება

როცა ელჩები უშუალოდ პრემიერ-მინისტრთან მიდიან შეხვედრაზე, ეს არის საგანგებო მდგომარეობა, ეს ნიშნავს უმაღლეს დონეზე აწეულ პროტესტს, – ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, დარწმუნებულია, რომ ევროკავშირის საქართველოსთან ურთიერთობა გაგრძელდება. „ირაკლი კობახიძემ აშკარად სახელისუფლებო თრობის ახალ მწვერვალებს მიაღწია და ამ ძილბურანიდან ადგენს ახალ მსოფლიო წესრიგს, მიმართავს ელჩებს და უცხო ქვეყნის მთავრობებს, […]
მინერალური წყალი „მიტარბი“ – ბაქტერიოლოგიურად სუფთა, სამკურნალო, სუფრის წყალი

ქართული მინერალური წყალი „მიტარბი“ მოიპოვება ბუნებრივად, წყაროზე და ჭაბურღილის მეშვეობით. ეს არის ნახშირმჟავა-მინერალური წყლის საბადო სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში მდ. მიტარბულას ხეობაში, ზღვის დონიდან 1322,2 მეტრზეა. წყლის საბადო განლაგებულია აჭარა-თრიალეთის ნაოჭა ზონის წყალნარევიანი ოლქის ფარგლებში, მას ერევა ნაპრალურ-კარსტული წყლები თრიალეთის ქედიდან და, საერთო ჯამში, ვიღებთ საბადოთა მეორე ჯგუფს, რომლისთვისაც დამახასიათებელია რთული ჰიდროგეოლოგიური პირობები. ქიმიური ანალიზების […]
გერმანიის საელჩომ შოლცის მხრიდან რუსული კანონის კრიტიკა ქართულ ენაზე გამოაქვეყნა

გერმანიის საელჩომ ოლაფ შოლცის მხრიდან რუსული კანონის კრიტიკა ქართულ ენაზე გამოაქვეყნა. “გერმანიის ფედერალური კანცლერის ოლაფ შოლცისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის პრესკონფერენციაზე, რომელიც 2024 წლის 12 აპრილს ბერლინში გაიმართა, ფედერალურმა კანცლერმა შოლცმა განაცხადა: მინდა, კიდევ ერთხელ ვთქვა: ჩვენ, ისევე როგორც მთელი ევროკავშირი, კრიტიკულები ვიყავით უცხოური გავლენის ორგანიზაციებთან დაკავშირებულ კანონთან მიმართებაში და როდესაც იგი შეაჩერეს, დიდი […]
ერთ ნაბიჯს ვერ გადადგამდი ცეკასთან რომ არ შეგეთანხმებინა, იგივე ხდება დღეს, სად გაგონილა ელჩი ერეოდეს პარლამენტმა რა კანონი მიიღოს – კალაძე

თბილისის მერი, კახა კალაძე: ,,მე დავიბადე საბჭოთა კავშირის პერიოდში, თუმცა მათი მმართველობა არ მახსოვს, ბავშვი ვიყავი, პატარა ვიყავი, მაგრამ გადმოცემით, რასაც ამბობენ, იგივე ხდება დღეს ერთი ერთში, რაც ხდებოდა საბჭოთა კავშირის პერიოდში. მითითებები, ერთ ნაბიჯს ვერ გადადგამდი ცეკასთან რომ არ შეგეთანხმებინა, იგივე ხდება დღეს, სად გაგონილა, თქვენ გინახავთ საერთოდ რომელიმე განვითარებულ ქვეყანაში რომელიმე ქვეყნის დიპლომატი, […]
თიბისი კონცეპტის და სითი მოლის შეთავაზება 16 აპრილს

თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს, 16 აპრილს, თიბისი კონცეპტის Mastercard ბარათით შესაძლებლობა აქვთ, დაიბრუნონ გადახდილი თანხის 35% სითი მოლის შერჩეულ ობიექტებში. შეთავაზება ვრცელდება მხოლოდ სითი მოლში არსებულ ფიზიკურ ობიექტებში, თიბისის POS ტერმინალზე გადახდისას. შეთავაზება ვრცელდება სითი მოლის ისეთ ობიექტებში, როგორიცაა: Ici Paris, The North Face, Paul & shark, Swarovski, Villeroy & Boch, Karl Lagerfeld, Dressarium Kids, Calzedonia,Intimissimi, […]