პაატა მანჯგალაძე – დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი წელსაც საკადრის პასუხს გასცემს ხელისუფლებას

დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი წელსაც საკადრის პასუხს გასცემს ხელისუფლებას, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგ არის მიმართული, ამიტომ „ბევრი ხალხი უნდა გამოვიდეთ ქუჩაში, რომ დავიცვათ ჩვენი ქართული და ევროპული არჩევანი“. „მე ვსვამ კითხვას – რა მოხდა ასეთი ამ ორ […]

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა განახლდა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა განახლდა. პარლამენტის პირდაპირი ტრანსლირება მას შემდეგ შეწყდა, რაც სხდომათა დარბაზში ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო. იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, სადაც „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს განიხილავენ, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, მამუკა მდინარაძეს ხელი დაარტყა, რაც შემდეგ დეპუტატების დაპირისპირებაში გადაიზარდა. სიტუაციის განმუხტვას მანდატურები ცდილობდნენ.

ბექა ლილუაშვილი – რაც პარლამენტში ხდება, არის ტყუილების კამპანია „ოცნების“ მხრიდან – იმის ნაცვლად, რომ მდინარაძემ არგუმენტებით ილაპარაკოს, კომიტეტი იმის საშუალებასაც არ გვაძლევს, ჩვენი ინიცირებული ანტირუსული კანონი დავუპირისპიროთ

დღეს რაც საქართველოს პარლამენტში, კომიტეტზე ხდება, არის ტყუილების კამპანია „ოცნების“ მხრიდან – იმის ნაცვლად, რომ მდინარაძემ არგუმენტებით ილაპარაკოს, კომიტეტი იმის საშუალებასაც არ გვაძლევს, რომ ჩვენი ინიცირებული ანტირუსული კანონი დავუპირისპიროთ, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ „ქართულ ოცნებას“ ყველა არგუმენტს მოუკლავს, მათ შორის ფსევდო არგუმენტს, რომელიც […]

„ატარებდა გერმანიის ინტერესს“ — მდინარაძე პაპუაშვილის ყოფილ სამსახურზე

იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, მედიისა და არასამთავრობო სექტორის შემზღუდავი რუსული კანონის განხილვისას, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი 17 წლის განმავლობაში გერმანიის ინტერესების გამტარ ორგანიზაციაში მუშაობდა. ასე უპასუხა მან „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, თინა ბოკუჩავას კითხვას იმის შესახებ, ატარებდნენ თუ არა უცხო ქვეყნის ინტერესებს „ქართული ოცნების“ მოქმედი ლიდერები მაშინ, როცა ისინი არასამთავრობო […]

დავით ნარმანია ენერგოეფექტურობისა და მდგრადი გათბობის შესახებ საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით წარდგა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მდგრადი გათბობისა და ენერგოეფექტურობის შესახებ ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია გახსნა. სემეკის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა ენერგეტიკის სექტორში საერთაშორისო თანამშრომლობის, ენერგოეფექტურობისა და მდგრადი გათბობის საკითხებზე, პარტნიორ ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე. დავით ნარმანიამ აღნიშნა, რომ ენერგეტიკის სექტორში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა ევროპული პრაქტიკისა და სტანდარტების დანერგვის კუთხით. […]

კალაძე ევროკავშირსა და აშშ-ს ცეკას ადარებს

თბილისის მერი კახა კალაძე ევროკავშირსა და აშშ-ს ცეკას ადარებს. მისი თქმით, “იგივე ხდება დღეს ერთი ერთში, რაც ხდებოდა საბჭოთა კავშირში”. “მე დავიბადე საბჭოთა კავშირის პერიოდში, თუმცა მათი მმართველობა არ მახსოვს, ბავშვი ვიყავი. გადმოცემით რასაც ამბობენ, ვფიქრობ, იგივე ხდება დღეს ერთი ერთში, რაც ხდებოდა საბჭოთა კავშირში – მითითებები, ერთ ნაბიჯს ვერ გადადგამდი ცეკასთან რომ არ შეგეთანხმებინა. […]

The Times: დიდმა ბრიტანეთმა, შესაძლოა, სომხეთში არალეგალი მიგრანტები გაგზავნოს

დიდმა ბრიტანეთმა, შესაძლოა, სომხეთში არალეგალი მიგრანტები გაგზავნოს. ინფორმაციას გამოცემა The Times ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ბრიტანეთი ამ ეტაპზე მოლაპარაკებებს 4 ქვეყანასთან: სომხეთთან, ბოტსვანასთან, კოტ დივუართან და კოსტა რიკასთან აწარმოებს. როგორც გამოცემა აღნიშნავს, საუბარია ბრიტანეთსა და რუანდას შორის წარსულში მიღწეული შეთანხმების ანალოგის გაფორმებაზე. რუანდასთან გაფორმებული შეთანხმება არალეგალი მიგრანტების მესამე ქვეყანაში გაგზავნას გულისხმობს და მათ სამშობლოში დაბრუნებას გამორიცხავს, […]

გერმანიის საელჩო შოლცის განცხადების ქართულ თარგმანს აქვეყნებს

გერმანიის საელჩო 12 აპრილს საქართველოს პრემიერის, ირაკლი კობახიძისა და გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის ერთობლივ ბრიფინგზე შოლცის მიერ გაკეთებული განცხადების ქართულ თარგმანს აქვეყნებს. “გერმანიის ფედერალური კანცლერის ოლაფ შოლცისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის პრესკონფერენციაზე, რომელიც 2024 წლის 12 აპრილს ბერლინში გაიმართა, ფედერალურმა კანცლერმა შოლცმა განაცხადა: მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა: ჩვენ, ისევე როგორც მთელი ევროკავშირი, კრიტიკულები ვიყავით […]

„იყო გარდაცვალების შემთხვევები“ – ბარიატრიული ოპერაციების ჩასატარებლად საქართველოდან თურქეთში თვეში ათეულობით პაციენტი ჩადის

ბოლო პერიოდში საქართველოში ბარიატრიულ ანუ წონის კლების მიზნით ჩატარებულ ოპერაციებზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა. კლინიკებმა ამ მიმართულების განვითარება უახლოესი წლების გეგმებში ჩადეს. აღნიშნული ოპერაცია 2019 წლიდან საყოველთაო ჯანდაცვის მხრიდან არ ფინანსდება, თუმცა, მიუხედავად ოპერაციის მაღალი ღირებულებისა, პაციენტების მიმართვიანობა იმდენად მაღალია, რომ კლინიკებისთვისა და ცალკეული ქირურგებისთვის ეს ერთ-ერთ წამყვან საქმიანობად იქცა. მოთხოვნის ზრდასთან ერთად იზრდება ასეთ ოპერაციასთან […]

საუდელი მაღალჩინოსანი: ღაზის სექტორში ირანმა ომი ხელოვნურად მოაწყო

გამოცემა Times of Israel-ის ინფორმაციით, საუდის სამეფო ოჯახის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა, რომლის სახელსაც გამოცემა არ ავრცელებს, Kan-ის საზოგადოებრივ მაუწყებლობასთან განაცხადა, რომ ირანმა ღაზის სექტორში ომი ხელოვნურად მოაწყო, რათა ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის შეეშალა ხელი. Times of Israel-ის თქმით, საუდელმა მაღალჩინოსანმა ასევე განაცხადა, რომ ნებისმიერ “საეჭვო ობიექტს”, რომელიც საუდის არაბეთის საჰაერო სივრცეში შევა, ჩამოაგდებენ. “ირანი არის ქვეყანა, რომელიც […]