მდინარაძე ივანიშვილზე: მორჩილება არ გვაქვს, თანაბარ საწყისებზე ვმართავთ პარტიას

შეურაცხყოფაზე გადადიხართ ახლა? ჩვენ მსგავსი მორჩილება, თქვენ რომ გაქვთ ვიღაცების მიმართ, არ გვაქვს. თანაბარ საწყისებზე ვმართავთ პარტიას, მათ შორის. ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ხატია დეკანოიძის რეპლიკაზე. დეპუტატმა მდინარაძეს მიმართა – “ყველამ ძალიან კარგად იცის, ბატონო მამუკა, რომ არცერთი პოლიტიკური ლიდერი ქართულ ოცნებაში არ წარმოადგენს პოლიტიკურ წონას, იმიტომ, რომ ივანიშვილი რასაც გეტყვით, ამას გააკეთებთ […]
სამადაშვილი: ოპოზიციონერ დეპუტატებს გვაძევებენ პარლამენტიდან

ლელოს დეპუტატის, სალომე სამადაშვილის თქმით, ოპოზიციონერ დეპუტატებს აძევებენ პარლამენტიდან. “მეგობრებო, გვაძევებენ ოპოზიციურ დეპუტატებს პარლამენტიდან. ეს არის რუსეთი, თქვენს ემსახურებით რუსეთს, როდესაც ოპოზიციურ დეპუტატებს აძევებენ ოთახიდან” – ამბობს სამსადაშვილი Facebook-ის ლაივში. ამ დროისთვის პარლამენტიდან საკომიტეტო მოსმენის ტრანსლირება შეჩერებულია. ლაივი პარლამენტის გვერდზე მას შემდეგ მას შემდეგ შეწყდა, რაც ალეკო ელისაშვილმა მამუკა მდინარაძეს დაარტყა.
მელია ელისაშვილს: გაგიმარჯოს

გაგიმარჯოს! მიმართა პარტია ახალის ერთერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ პარტია მოქალაქეების ლიდერს, ალეკო ელისაშვილს. ელისაშვილმა იურიდიული კომიტეტის სხდომაზე რუსული კანონის განხილვისას მამუკა მდინარაძეს ჩაარტყა.
სააკაშვილი: მოვუწოდებ მხარდამჭერებს, მონაწილეობა მიიღონ რუსული კანონის წინააღმდეგ აქციებში

მოვუწოდებ ყველა თაობის ჩემს მხარდამჭერებს, მონაწილეობა მიიღონ რუსული კანონის წინააღმდეგ დღეიდან დაწყებულ ყველა აქციაში და დაიცვან საქართველოს თავისუფლება, დამოუკიდებლობა და ევროპული მომავალი! წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი.
კახა კალაძე – იგივე ხდება, რაც ხდებოდა საბჭოთა კავშირში – მითითებები – გინახავთ განვითარებულ ქვეყანაში დიპლომატი, თუნდაც ელჩი, გამოდიოდეს და ერეოდეს იმაში, პარლამენტმა რა კანონი უნდა მიიღოს? – სრული საგიჟეთია უბრალოდ

დღეს იგივე ხდება, რაც ხდებოდა საბჭოთა კავშირში – მითითებები – გინახავთ რომელიმე განვითარებულ ქვეყანაში რომელიმე ქვეყნის დიპლომატი, თუნდაც ელჩი, გამოდიოდეს და ერეოდეს იმაში, პარლამენტმა რა კანონი უნდა მიიღოს, რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს? გაგიგიათ ასეთი რამე? სრული საგიჟეთია უბრალოდ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე განცხადებით, ამდენი ხნის განმავლობაში […]
აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის ელჩებმა მთავრობის ადმინისტრაცია დატოვეს

მთავრობის ადმინისტრაციაში პარტნიორი ქვეყნების ელჩებთან შეხვედრა დასრულდა. მთავრობის კანცელარიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს რობინ დანიგანს, დიდი ბრიტანეთის ელჩს მარკ კლეიტონს და ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს პაველ ჰერჩინსკის შეხვდა. ჯერ კიდევ უცნობია, თუ რა საკითხებზე ჰქონდათ შეხვედრა პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენლებს ირაკლი კობახიძესთან. დიპლომატებმა ადმინისტრაციის შენობა რამდენიმე წუთის წინ დატოვეს.
ალეკო ელისაშვილმა მამუკა მდინარაძეს ხელი დაარტყა – იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ფიზიკური დაპირისპირებაა

იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ მამუკა მდინარაძეს ფიზიკურად დაუპირისპირდა. ელისაშვილმა მდინარაძეს, რომელიც დეპუტატებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს წარუდგენს, ხელი გაარტყა. მომხდარის გამო, კომიტეტის სხდომაზე ამ წუთებში ხმაურია. სხდომა შეჩერებულია.
ალეკო ელისაშვილი – გაილახა მდინარაძე ხოშიანად, მოხვდა რუსულ „სიფათში“ – უწი-პუწის დრო არ არის, რუსეთში მიგვათრევენ გაქანებით

გაილახა მდინარაძე ხოშიანად, ხომ ვთქვი, რომ მე გავაკეთებ გასაკეთებელს, უწი-პუწის დრო არ არის, რუსეთში მიგვათრევენ გაქანებით, – ეს განცხადება „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან მას შემდეგ გააკეთა, რაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უმრავლესობის ლიდერს მამუკა მდინარაძეს ფიზიკურად დაუპირისპირდა. მისი თქმით, ეს კანონპროექტი არ უნდა გავიდეს. ელისაშვილის თქმით, ახლა ვისაც ქვეყანა უყვარს გარეთ უნდა გამოვიდეს. „გაილახა […]
ანრი ოხანაშვილმა სალომე სამადაშვილსა და თინა ბოკუჩავას იურიდიული კომიტეტის სხდომა დაატოვებინა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა, ოპოზიციონერ დეპუტატებს – სალომე სამადაშვილსა და თინა ბოკუჩავას სხდომათა დარბაზი დაატოვებინა. შესაბამისი განცხადება მან, კომიტეტის სხდომის სხდომაზე გააკეთა, რომელიც მცირეხნიანი შეწყვეტის შემდეგ, რამდენიმე წუთის წინ განახლდა. „რეგლამენტის სრული დაცვით სალომე სამადაშვილი გაძევებულია და გაბრძანდით სხდომათა დარბაზიდან… ქალბატონო თინა, გაძევებული ბრძანდებით სხდომათა დარბაზიდან, არაერთხელ დაუმორჩილებლობის გამო, მიკროფონის ჩემი თანხმობის გარეშე […]
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საპროტესტოდ აქცია ბათუმშიც იმართება

„არა რუსულ კანონს“ – ამ ლოზუნგით ბათუმში, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები საპროტესტო აქციას მართავენ. შეკრებილები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ „რუსული კანონი საქართველოს ევროპულ პერსპექტივას საფრთხეს უქმნის“. „აქციის მიზანია, რომ საქართველოში რუსული კანონი არ მიიღონ. ვგმობთ ყოველგვარ მსგავს კანონს. ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს რუსეთის მიერ ქვეყნის […]