ლაზარე გრიგორიადისის ბაბუა – ლაზარეს შეწყალებით პრეზიდენტმა ნიშანი მისცა მთავრობას, რომ არასწორად იქცევიან და ქვეყანაში უკანონო, პოლიტიკური დაკავებები ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს

მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისია ბაბუა, გია კალანდაძე პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მივიდა. როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი არის ანტიევროპული, რის გამოც ის დღევანდელ აქციას შეუერთდა. „პირველ რიგში, აქ იმიტომ ვარ, რომ ეს კანონი ჩვენმა მთავრობამ არ უნდა მიიღოს, რადგან ანტიევროპული და ანტიდასავლურია. მეორე მიზეზი არის ის, რომ ლაზარე უნდა იდგეს […]

ალეკო ელისაშვილმა მამუკა მდინარაძეს სახეში მუშტი ჩაარტყა

საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, მამუკა მდინარაძეს, რომელიც ე.წ. „აგენტების კანონს“ წარადგენდა, შეაგინა და სახეში მუშტი ჩაარტყა. „შენი რუსი დედა მო***ან“, – ისმოდა ზუსტად იმ დროს, როცა ალეკო ელისაშვილი მამუკა მდინარაძეს სახეში ხელს ურტყამდა. პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტამდე მისასვლელი ფლიგელები მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა გადაკეტეს და ჟურნალისტებს მიახლოების უფლება არ მისცეს. რამდენიმე […]

პაპუაშვილი მიესალმება ელჩების დებატებში გამოწვევას

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მიესალმება პარტნიორი ქვეყნების ელჩებისადმი საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეთავაზებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის საჯარო განხილვასთან დაკავშირებით. „დიპლომატიური საქმიანობისთვის უცნაური მოვლენაა, როდესაც უცხოელი დიპლომატები საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური დებატების უშუალო მონაწილედ მიიჩნევენ თავს. როგორც წესი, ასეთ დროს გარე მონაწილეებისთვის შეუძლებელია ხოლმე ცხარე პოლიტიკურ კამათში ობიექტური შეფასებების შენარჩუნება, რაც აჩენს რეპუტაციული ზიანის რისკებს. ჩვენ ყოველთვის […]

ესენი უნდა გავყაროთ თავის რუსის კანონთან ერთად, რადგან მიგვათრევენ რუსეთში — ელისაშვილი

პარლამენტარმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან ისაუბრა მას შემდეგ, რაც უმრავლესობის ლიდერ მამუკა მდინარაძეს, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე რუსულ კანონზე საუბრობდა, თავში მუშტი ჩაარტყა. ელისაშვილს დარბაზი დაატოვებინეს. „ეგ კანონი ამათ ტრ**** უნდა გავუკეთოთ, რა არგუმენტები და რის არგუმენტები? ბიძინები და მიშები მიდიან და მოდიან. მიშა რომ გრგვინავდა, კი იცით, ახლა სად არის. ესეც ასე დაამთავრებს და […]

დიდი 10

ბოლნისის ‘ყოჩებმა’ ქუთაისის ‘არესი’ 32:17 დაამარცხა და დიდი 10-ის ფინალის საგზურისთვის, 21 აპრილს ‘ლელოს’ „ლელო არენაზე“ შეერკინება. ქვემო ქართლელები საჩემპიონო ფლეი ოფში რეგულარული სეზონის დასკვნით ტურში მოპოვებული გამარჯვებით, მე-6 გუნდად შევიდნენ, თუმცა იქ შესანიშნავი თამაში აჩვენეს და ჯერ ‘ბათუმი’ დაამარცხეს ბათუმში (11:7), ახლა კი ‘არესს’ მოუგეს ქუთაისში. ‘არესმა’ რეგულარული გათამაშება მე-4 საფეხურზე დაასრულა და საბოლოოდ […]

VIDEO: პარლამენტში რუსული კანონის განხილვისას, ალეკო ელისაშვილმა მამუკა მდინარაძეს ჩაარტყა – კადრები

ამ წუთებში პარლამენტში “რუსული კანონის” განხილვა მიმდინარეობს. პროცესის დროს ალეკო ელისაშვილმა მამუკა მდინარაძეს ჩაარტყა. აღნიშნული კადრები ვირუსულად ვრცელდება. ნახეთ ვიდეო:

ანრი ოხანაშვილი ალეკო ელისაშვილზე – ყველა ოპოზიციონერს მოგიწოდებთ, ამ უღირს საქციელზე, რომელიც ამ კაცად წოდებულმა იკადრა, გააკეთეთ კომენტარი, ასევე, უფლებადამცველებმა, ვინც აქ ხართ, მიეცით შეფასება

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, სადაც „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს განიხილავენ და რომელიც ფიზიკური დაპირისპირების გამო შეწყდა, განახლდა. კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციონერებს მიმართა, რომ ყველა პროვოკაცია, უმკაცრესად პასუხგაცემული იქნება. „ყველა ოპოზიციონერს მოგიწოდებთ, თუ გაქვთ სურვილი, რომ ეს უღირსი საქციელი, რომელიც ამ კაცად წოდებულმა იკადრა, გააკეთეთ კომენტარი, ასევე, უფლებადამცველებმა, ვინც აქ ხართ, მიეცით შეფასება იმას, […]

კახა კალაძემ მუხიანში სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური მუხიანში, IV ბ მიკრორაიონის N33 კორპუსის მიმდებარედ, სკვერის რეაბილიტაციის სამუშაოებს ახორციელებს. თბილისის მერიის ინფორმაციით, მიმდინარე სამუშაო პროცესს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო. „მუხიანში, IV ბ მიკრორაიონში, ახალი პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ეს არის 2 ჰა-ზე მეტი ტერიტორია, რომელიც საცხოვრებელ კორპუსებს შორისაა მოქცეული. აქაურობა წლების […]

ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ბელგიის სამეფოს დედაქალაქ ბრიუსელში WWTG-ის წლიური შეხვედრა იმართება

ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ბელგიის სამეფოს დედაქალაქ ბრიუსელში WWTG-ის წლიური შეხვედრა იმართება. ღვინის სააგენტოს განმარტებით, ბრუსელის შეხვედრაზე შეფასდება ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის (WWTG) საქართველოს თავმჯდომარეობის ერთწლიანი პერიოდი და მიღწეული შედეგები. მათივე ცნობით, თავმჯდომარეობის პერიოდში ორგანიზაციის საქმიანობის მთავარი კოორდინატორი სწორედ ღვინის ეროვნული სააგენტო იყო. „2023 წლის 1-ელი მაისიდან, აღნიშნული ორგანიზაციის თავმჯდომარეობა საქართველოს, ერთი წლის ვადით, ამერიკის […]

თამარ კორძაია ელისაშვილ-მდინარაძის დაპირისპირებაზე – ვწუხვარ, რაც მოხდა იმის გამო, ძალიან მძიმე იყო ეს სანახავად, ნამდვილად! არ ვეთანხმებით მსგავს ქმედებას!

პირველ რიგში, ვწუხვარ, რაც მოხდა იმის გამო, ძალიან მძიმე იყო ეს სანახავად, ნამდვილად! არ ვეთანხმებით მსგავს ქმედებას! – ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომის განახლებისას განაცხადა, რითიც ალეკო ელისაშვილის მხრიდან მამუკა მდინარაძესთან ფიზიკური დაპირისპირების ფაქტს გამოეხმაურა. მის განცხადებას კომიტეტის თავმჯდომარემ უპასუხა და აღნიშნა, რომ უმრავლესობის წევრებს ამ კომენტარის მიღება არ […]