“ამ კანონს დღეს, პირველი მოსმენით მივიღებთ” – ზარქუა რუსულ კანონზე

ქართული ოცნების დეპუტატის, ირაკლი ზარქუას თქმით, მმართველი პარტია ე.წ. რუსულ კანონს დღეს, პირველი მოსმენით მიიღებს. “ერთადერთი მოიფიქრეს ის, რომ იმ არაკაცს, ელისაშვილს დაავალეს, რომ არ ვიცი, რა ინტერესი ჰქონდა, მერე გაირკვევა, რომ ასე ქურდულად მიპარვოდა და ჩაედინა არაკაცური საქციელი. ამოცანა რა იყო? რომ ჩაეშალა ეს სხდომა. მესამე მსოფლიო ომის ზღვარზეა ჩვენი ქვეყანა. ამ ქვეყანაში თავისი […]

საქართველოს მთავრობა – პრემიერ-მინისტრმა და ელჩებმა შეხვედრაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი განიხილეს – ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ კანონი სრულად შეესაბამება ყველა ძირითად სამართლებრივ პრინციპს

საქართველოს მთავრობა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და უცხოელი ელჩების შეხვედრასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი განიხილეს. „საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რობინ დანიგანს; ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მარკ კლეიტონს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ […]

ჯოზეფ ბორელი – ახლო აღმოსავლეთი ციცაბო კლდის პირასაა, ფეხი მუხრუჭს უნდა დავაჭიროთ და უკუსვლაზე გადავრთოთ

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ახლო აღმოსავლეთი ციცაბო კლდის პირასაა და მნიშვნელოვანია, რომ ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტის დეესკალაცია მოხდეს. „ციცაბო კლდის პირას ვდგავართ და უნდა მოვშორდეთ მას, ფეხი მუხრუჭს დავაჭიროთ და უკუსვლაზე გადავრთოთ“, – აღნიშნა ბორელმა. მისი თქმით, მოელის, რომ ისრაელი ირანის უპრეცედენტო საჰაერო თავდასხმას უპასუხებს, მაგრამ […]

ლევან გოგიჩაიშვილი – საბოლოო ჯამში, „ქართული ოცნების“ დამარცხების ფორმულა არის მხოლოდ არჩევნები – ეს სოციალური მუხტი დაკონვერტირდება ხელისუფლების წინააღმდეგ არჩევნებში

ხელისუფლება ამ ქვეყანას საბოტაჟს უკეთებს ევროპის გზაზე. ხელისუფლებას უნდა, რომ ამ ქვეყანამ ევროპისკენ სვლა შეწყვიტოს, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ რუსულ საქმეს აკეთებს და აღნიშნული კანონპროექტის მიღებაც რუსული საქმეა. „ხელისუფლებას უნდა, რომ არჩევნების მანიპულაციით გაიხანგრძლივოს […]

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა, არქეოლოგიური ექსპედიციისას, ქვემოჭალაში, რომის იმპერიის დამაარსებლის მონეტა აღმოაჩინეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის არქეოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებმა, ცნობილი არქეოლოგებისა და ისტორიკოსების ხელმძღვანელობით, ქვემოჭალის (ქართლი) მიმდებარე ტერიტორიაზე, არქეოლოგიური არტეფაქტების გადარჩენის სამუშაოები აწარმოეს და მნიშვნელოვანი არქეოლოგიური აღმოჩენის უშუალო თანამონაწილეები გახდნენ. ინფორმაციას სტუ ავრცელებს. უნივერსიტეტის ცნობით, ქვემოჭალის მიმდებარე ტერიტორიაზე არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, რომელშიც სტუ-ის არქეოლოგიისა და საქართველოს ისტორიის დეპარტამენტის მკვლევრები და არქეოლოგიის […]

სოფო ჯაფარიძე – მოვითხოვთ, რომ ეს ახალგაზრდები შეუშვან პარლამენტში, ჩახედონ თვალებში და ის პასუხები, რა პასუხებითაც არიან დღეს წარმოდგენილები, ამ ახალგაზრდებს გასცენ

მოვითხოვთ, რომ ეს ახალგაზრდები შეუშვან შიგნით [პარლამენტში], ჩახედონ თვალებში და ის პასუხები, რა პასუხებითაც შიგნით, მიკროფონთან, არიან დღეს წარმოდგენილები, ამ ახალგაზრდებს გასცენ, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ, პარლამენტთან გამართულ აქციაზე განაცხადა. ჯაფარიძის შეფასებით, მმართველი ძალის ქმედებებით ყველა ადამიანის მომავალი იღუპება. „ჩვენი, ყველას მომავალი იღუპება მათი ამ ქმედებით. ველოდებით, როდის შეუშვებენ ახალგაზრდებს […]

„ევროპის უნივერსიტეტში“ საჯარო ლექცია: „ევროპული ღირებულებების სამართლებრივი შედეგები და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება“ გაიმართება

„ევროპის უნივერსიტეტში“ ევროპარლამენტის ყოფილი წევრი, ევროკავშირის საგარეო საქმეთა ჟურნალის მთავარი რედაქტორი (EUFAJ), იურისტი და უნივერსიტეტის უფროსი ლექტორი ჰანს-იურგენ ზახორკა საჯარო ლექციას გამართავს. როგორც „ევროპის უნივერსიტეტის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ჰანს-იურგენ ზახორკა სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ისაუბრებს თემაზე: “ევროპული ღირებულებების სამართლებრივი შედეგები და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება/ Legal Implications of “European Values” and the […]

„ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი გიორგი კუპატაძე – თითოეული ის ადამიანი, ვინც ვდგავართ პარლამენტთან, ვიცავთ ქვეყნის უკეთეს და ევროპულ მომავალს

თითოეული ის ადამიანი, ვინც ვდგავართ აქ, ვიცავთ ამ ქვეყნის უკეთეს მომავალს, ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს და იმ სურვილს, რომელზეც აღიზარდა თაობები, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრმა გიორგი კუპატაძემ, პარლამენტთან გამართულ აქციაზე განაცხადა. მისივე თქმით, დღეს ახალგაზრდები უმნიშვნელოვანესი პროცესის მონაწილეები არიან. „დღეს უმნიშვნელოვანესი პროცესის მომსწრე და მონაწილეები ვართ. თითოეული ის ადამიანი, ვინც […]

Galt & Taggart საფონდო ბირჟებისა და ფასიანი ქაღალდების შესახებ ვებინარს გამართავს

საქართველოში უმსხვილესი საბროკერო, კვლევითი და საინვესტიციო კომპანია, Galt & Taggart 18 აპრილს, 19:00 საათზე საფონდო ბირჟების პირველი კვარტლის შეჯამებისა და ფასიანი ქაღალდების ანალიზის შესახებ ვებინარს გამართავს. „საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, ვებინარს Galt & Taggart-ის საბროკერო დეპარტამენტის უფროსი, დავით ნიშნიანიძე და ასოცირებული ბროკერი, ნიკა მაზანაშვილი გაუძღვებიან. ვებინარის პირველი ნაწილი დაეთმობა საფონდო ბირჟებზე წლის პირველ კვარტალში განვითარებულ მოვლენებს. […]

დავით უსუფაშვილი – ამ ადამიანებს ეშინიათ თავისუფლების და ებრძვიან თავისუფლებას, ეს აქცევს ამ კანონს რუსულ კანონად

ამ ადამიანებს ეშინიათ თავისუფლების და ებრძვიან თავისუფლებას, ეს აქცევს ამ კანონს რუსულ კანონად, – ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, უცხოური დაფინანსების ყველაზე მსხვილი მიმღები საქართველოს მთავრობაა. „რატომ არის ეს კანონი რუსული? რუსულია მიზეზი. ისევე როგორც პუტინი, „ოცნებაც“ გაღიზიანებულია საზღვარგარეთ თავისუფალი სამყაროს კრიტიკული პოზიციებით მათ მიმართ და ქვეყნის შიგნით, თავისუფალი ადამიანების კრიტიკული […]