„ჩვენ ამ კანონს პირველი მოსმენით დღეს მივიღებთ, რატომ?“ – ირაკლი ზარქუა

„ქართული ოცნების“ დეპუტატი, ირაკლი ზარქუა აცხადებს: „კიდევ ერთხელ გაჟღერდა, ჩვენ ევროპელებს და ჩვენს მეგობარ ქვეყნებს უნდა დავეკითხოთო, თორემ ქართველ ხალხს ვინ ჰკითხავსო. ეს იყო დღეს ამ ხელმოცარულებისგან გაჟღერებული. ეს არის სახელმწიფო, ჩვენ დავიცავთ ქართველი ხალხის ინტერესებს. ეს ნიშნავს, რომ ყველა დაფინანსება, რაც შემოდის მედიაში და არასამთავრობო ორგანიზაციებში, 20 პროცენტზე ზემოთ, იქნება ღია და გამჭვირვალე, როგორც […]

„ან შეურაცხყოფილი არ ხარ, ან აღელვებული?! ბოლობოლო, თავის ტკივილის უფლებაც წართმეული გაქვს?!“ – გვარამია მდინარაძეს

„ან შეურაცხყოფილი არ ხარ, ან აღელვებული?! ბოლობოლო, თავის ტკივილის უფლებაც წართმეული გაქვს?!“ – გვარამია მდინარაძეს

კულება დასავლელ პარტნიორებს სთხოვს საჰაერო თავდაცვის მეტი სისტემის მიწოდებას

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ 15 აპრილს კიევის დასავლელ პარტნიორებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, “დაუყოვნებლივ” მიაწოდონ უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემები, იარაღი და საბრძოლო მასალები იმ ფონზე, როცა რუსეთის საარტილერიო და სარაკეტო დარტყმები ქვეყანას და მის მოსახლეობას კვლავაც დიდ ზიანს აყენებს. ოთხი ადამიანი დაიღუპა სივერსკში, აღმოსავლეთში მდებარე დონეცკის რეგიონში – განაცხადა რეგიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვადიმ ფილაშკინმა […]

დიდი 10

ბოლნისის “ყოჩებმა” ქუთაისის”‘არესი” 32:17 დაამარცხა და დიდი 10-ის ფინალის საგზურისთვის, 21 აპრილს “ლელოს” „ლელო არენაზე“ შეერკინება. ქვემოქართლელები საჩემპიონო პლეი-ოფში რეგულარული სეზონის დასკვნით ტურში მოპოვებული გამარჯვებით, მე-6 გუნდად შევიდნენ, თუმცა იქ შესანიშნავი თამაში აჩვენეს და ჯერ “ბათუმი” დაამარცხეს ბათუმში (11:7), ახლა კი “არესს” მოუგეს ქუთაისში. “არესმა* რეგულარული გათამაშება მე-4 საფეხურზე დაასრულა და საბოლოოდ სეზონიც ამავე პოზიციაზე […]

იტალიურმა ტელეარხმა ქართულ-იტალიურ ტელეკომპანია KN TV-ის საეთერო ბადე გამოუყო

იტალიურმა ტელეარხმა, რომელიც კალაბრიის მთელ რეგიონს ფარავს, ქართულ-იტალიურ ტელეკომპანია KN TV-ის საეთერო ბადე გამოუყო. შეიძლება ითქვას, რომ KN TV Canale 14-ის ( მე-14 არხის) შვილობილი გახდა. „ქართულ-იტალიური ტელეკომპანია KN TV-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დოკუმენტური ფილმი “ცხოვრება მშვენიერია”, რომელიც ორ ქვეყანას შორის კულტურის გაცვლას ემსახურება, RTI Calabria-ს ეთერში აპრილის ბოლოდან გავა. აღნიშნულ ტელეარხზე იტალიური ტელეარხის ლოგოსთან […]

რაქვიაშვილი ელისაშვილზე: სულელი უნდა იყო, წამქეზებელს აყვე და ჩხუბი შენით დაიწყო

ერთმანეთის ცემის რომ გვიხარია, იმიტომაა, რომ 30 წელი სიძულვილში ვცხოვრობთ. არადა, ბევრად მეტი გამბედაობაა საჭირო, რომ ჩხუბი დაასრულო, ხოლო სულელი უნდა იყო, რომ ჩხუბის წამქეზებელს აყვე და ჩხუბი შენით დაიწყო. გირჩის დეპუტატი ალექსანდრე რაქვიაშვილი. პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე რუსული კანონის განხილვისას მოქალაქეების ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ქართული ოცნების აღმასრულებელ მდივანს, მამუკა მდინარაძეს ჩაარტყა.

ზარქუა ელისაშვილზე: დაავალეს, რომ ასე ქურდულად მიპარვოდა და ჩაეშალა სხდომა

ამ უსამშობლოებმა და რადიკალებმა ვერ ახსნეს, რატომ არის გამჭვირვალობა ცუდი. ერთადერთი მოიფიქრეს ის, რომ იმ არაკაცს, ელისაშვილს დაავალეს, რომ არ ვიცი, რა ინტერესი ჰქონდა, მერე გაირკვევა, რომ ასე ქურდულად მიპარვოდა და ჩაედინა არაკაცური საქციელი. ამოცანა რა იყო? – რომ ჩაეშალა ეს სხდომა. კიდევ ერთხელ, როგორც აქ გაჟღერდა, ჩვენ ევროპელებს უნდა დავეკითხოთო და მეგობარ ქვეყნებსო, ქართველ […]

სიდნეიში ქადაგების დროს მღვდელს დანით შეიარაღებული პირი დაესხა თავს – დაჭრილია 4 ადამიანი

სიდნეის ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, დანით შეიარაღებულმა პირმა ეკლესიაში ხალხი დაჭრა. პოლიციამ მომხდარზე ერთი კაცი დააკავა. ქადაგება პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა, სადაც ჩანს, თუ როგორ უახლოვდება დანით შეიარაღებული თავდამსხმელი მღვდელ მარ მარი ემანუელს და ცივი იარაღით რამდენჯერმე ჭრილობას აყენებს. Sky News-ის ცნობით, სულ დაჭრილია ოთხი ადამიანი, თუმცა მიყენებული ჭრილობები მათი სიცოცხლისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. ერთი პირი საავადმყოფოში […]

ლევან ხაბეიშვილი „ოცნებას“ – ნატო-ს გენმდივანმა ვერ წაიკითხაო, სახდეპარტამენტში აზრზე არ არიანო, ევროკავშირის ელჩმა შინაარსის გამოტანა არ იცისო – რად გინდათ კანონი, რომელიც დედამიწის ზურგზე არავის ესმის? ხალხს რატომ აგიჟებთ?

გერმანელმა, ფრანგმა, პოლონელმა, ესტონელმა, ლიტველმა, ვერავინ ვერაფერი გაიგო. მერე სასაცილო ხდება. შეურაცხყოფას კი არ ვაყენებ ვინმეს, ეს კანონი მარტო მამუკა მდინარაძემ და ირაკლი ზარქუამ რომ გაიგო, პირობითად ვამბობ და სხვას არავის ესმის დედამიწის ზურგზე, რად გინდათ ეგეთი კანონი? – ეს ახლა რატომ გჭირდებათ, ხალხს რატომ აგიჟებთ? – ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა უმრავლესობას […]

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი პერსონალის მეშვიდე საერთაშორისო კვირეულს მასპინძლობს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი პერსონალის მეშვიდე საერთაშორისო კვირეულს მასპინძლობს, რომელშიც 16 ქვეყნის 39 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლები მონაწილეობენ. თსუ-ის ინფორმაციით, 5 დღის განმავლობაში კვირეულის მონაწილეები უნივერსიტეტების ეფექტიანად მართვის პროცესში ინტერნაციონალიზაციის მნიშვნელობაზე ისაუბრებენ. ინსტიტუციების ცალკეული აკადემიური ერთეულები განიხილავენ თუ რა ძირითადი პრიორიტეტები გააჩნიათ ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკის მიმართულებით. ასევე, ერთმანეთს გაუზიარებენ გამოცდილებას და თანამშრომლობის პერსპექტივაზე ისაუბრებენ. კვირეულის გახსნის ღონისძიებაზე […]