ოდიშარია: მდინარაძისთვის მოქნეული ხელი ჩვენ ყველას მოგვხვდა

მადლობა უმრავლესობის ლიდერს მაღალი პოლიტიკური შეგნებისა და ადამიანური ღირსებისთვის. მინდა, ყველას დამშვიდებისკენ მოვუწოდო. იმას, რაც ამ დარბაზში მოხდა, საზოგადოება თავის სახელს დაარქმევს […] ბევრს გულში უხარია, გული მოეფხანა და ჰგონია, რომ ქართული ოცნების წევრებზე თავდასხმა წაახალისა – ემანდ პირიქით არ გამოვიდეს, ამ ინციდენტით პირიქით წახალისება. ამიტომ, ხალხს მოვუწოდებ, ყველა მხარე დავმშვიდდეთ. უმრავლესობის ლიდერისთვის მოქნეული ხელი […]
საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებული სოფლების, ზემო არცევისა და ოტრევის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს სამი მოქალაქე, ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“. ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგ ფაქტზე დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. „ამოქმედებულია ყველა არსებული […]
„6 მლნ დანაშაული გერმანიაში- ყველაზე მეტი ეჭვმიტანილი ალჟირიდან და საქართველოდანაა“ – Express

„ექვსი მილიონი დანაშაული გერმანიაში: რომელი ქვეყნებიდან არის ყველაზე მეტი ეჭვმიტანილი? – ალჟირიდან და საქართველოდან,“- სტატიას აღნიშნული სათაურით ავსტრიის გაზეთი „ექსპრესი“ ავრცელებს. „2023 წელს გერმანიაში თითქმის 6 მილიონი დანაშაული იქნა დარეგისტრირებული. ეჭვმიტანილთა 40% გერმანიის მოქალაქეებს არ წარმოადგენენ, ისინი მიგრანტები არიან,“ – აღნიშნულია სტატიაში, რომელშიც საქართველოც არის მოხსენიებული. როგორც მასალიდან ირკვევა, გასულ წელს გერმანიაში რეგისტრირებულ დანაშაულთა რაოდენობა […]
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური მუხიანში, სკვერის რეაბილიტაციის სამუშაოებს ახორციელებს

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური მუხიანში, IV ბ მიკრორაიონის N33 კორპუსის მიმდებარედ, სკვერის რეაბილიტაციის სამუშაოებს ახორციელებს. მიმდინარე სამუშაო პროცესს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო. „მუხიანში, IV ბ მიკრორაიონში, ახალი პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ეს არის 2 ჰა-ზე მეტი ტერიტორია, რომელიც საცხოვრებელ კორპუსებს შორისაა მოქცეული. აქაურობა წლების განმავლობაში მიტოვებული და […]
ლევან ხაბეიშვილი „ოცნებას“ – ნატო-ს გენმდივანმა ვერ წაიკითხაო, სახდეპარტამენტში აზრზე არ არიანო, ევროკავშირის ელჩმა შინაარსის გამოტანა არ იცისო – რად გინდათ კანონი, რომელიც დედამიწის ზურგზე არავის ესმის? ხალხს რატომ აგიჟებთ?

გერმანელმა, ფრანგმა, პოლონელმა, ესტონელმა, ლიტველმა, ვერავინ ვერაფერი გაიგო. მერე სასაცილო ხდება. შეურაცხყოფას კი არ ვაყენებ ვინმეს, ეს კანონი მარტო მამუკა მდინარაძემ და ირაკლი ზარქუამ რომ გაიგო, პირობითად ვამბობ და სხვას არავის ესმის დედამიწის ზურგზე, რად გინდათ ეგეთი კანონი? – ეს ახლა რატომ გჭირდებათ, ხალხს რატომ აგიჟებთ? – ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა უმრავლესობას […]
ჯაბა სამუშიამ ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა გახსნა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა გახსნა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს. მათივე ცნობით, ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში დაცული წიგნები, რომლებიც ქართული ენის მეცნიერულ შესწავლას ეძღვნება; ასევე, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის მიერ მომზადებული 14 აპრილის მოვლენების ამსახველი პოსტერები. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ გამოფენის […]
მამუკა მდინარაძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პროექტზე – საფრანგეთში ალგორითმულ ტექნიკაზე დაფუძნებული ფარული საგამოძიებო მოქმედებები დაშვებულია ერთადერთ შემთხვევაში, ეს არის ტერორიზმთან ბრძოლა და მეორე დაუშვეს ამ კანონის მიზნებთან მიმართებაში

ფრანგმა გაიგო, მოეწონა კიდეც და უკვე მიღებული აქვს ქვედა პალატას და მიიღებს სავარაუდოდ ზედა პალატითაც, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვისას განაცხადა. მდინარაძის თქმით, საფრანგეთში ალგორითმულ ტექნიკაზე დაფუძნებული ფარული საგამოძიებო მოქმედებები დაშვებულია ერთადერთ შემთხვევაში, ეს არის ტერორიზმთან ბრძოლა და მეორე დაუშვეს ამ კანონის მიზნებთან მიმართებაში. „შეცდომაც კი […]
„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ – საქართველოს მთავრობა, დასავლეთის ქვეყნების დაფინანსებით, 5.7 მილიარდი ლარის ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ იმ პროექტების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას, რომელიც, მათი თქმით, საქართველოს მთავრობა დასავლური ფულით ახორციელებს. მათი ინფორმაციით, საქართველოს მთავრობა, დასავლეთის ქვეყნების დაფინანსებით, 5.7 მილიარდი ლარის ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს. „რუსული კანონის მიღებით საქართველოს ხელისუფლება დასავლეთის ქვეყნებს მტრულ სახელმწიფოებად აცხადებს. ამავე დროს, დასავლეთის ქვეყნების დაფინანსებით 5.7 მილიარდი ლარის ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების […]
პეტრე ცისკარიშვილი – ეს რეჟიმი რუსეთთან ერთად ცდილობს, კიდევ ერთხელ, ჩაგვიხერგოს ევროპული გზა, რის საშუალებასაც მათ არავითარ შემთხვევაში არ მივცემთ!

ეს რეჟიმი რუსეთთან ერთად ცდილობს, კიდევ ერთხელ, ჩაგვიხერგოს ევროპული გზა, რის საშუალებასაც მათ არავითარ შემთხვევაში არ მივცემთ! როგორც შარშან არ მივეცით უფლება, რომ გაეტანათ რუსული კანონი, არც ახლა მივცემთ ამის საშუალებას! – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა, პარლამენტთან გამართულ აქციაზე განაცხადა. მისივე თქმით, სწორედ ქართველი ხალხის დამსახურებით მიიღო საქართველომ კანდიდატის სტატუსი. […]
თინა ბოკუჩავა – ჩემი მოთხოვნა, რომ შეწყდეს სხდომის მიმდინარეობა და გაიწვიონ რუსული კანონი, დასრულდა ჩემი კომიტეტიდან გაძევებით

ჩვენი მიზანი ამ სხდომის მიმდინარეობისას იყო, რომ კიდევ ერთხელ გაეგო ივანიშვილის პარტიას ქართველი ხალხის ხმა, რომელიც ეუბნება „კი“-ს ევროპას და „არა“-ს რუსულ კანონს. ჩემი მოთხოვნა, რომ შეწყდეს სხდომის მიმდინარეობა და გაიწვიონ რუსული კანონი, დასრულდა ჩემი კომიტეტიდან გაძევებით, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა. მისივე თქმით, ეს კანონი ეწინააღმდეგება ქვეყნის […]