იტალიურმა ტელეარხმა ქართულ-იტალიურ ტელეკომპანია KN TV-ის საეთერო ბადე გამოუყო

იტალიურმა ტელეარხმა, რომელიც კალაბრიის მთელ რეგიონს ფარავს, ქართულ-იტალიურ ტელეკომპანია KN TV-ის საეთერო ბადე გამოუყო. შეიძლება ითქვას, რომ KN TV Canale 14-ის ( მე-14 არხის) შვილობილი გახდა.
„ქართულ-იტალიური ტელეკომპანია KN TV-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დოკუმენტური ფილმი “ცხოვრება მშვენიერია”, რომელიც ორ ქვეყანას შორის კულტურის გაცვლას ემსახურება, RTI Calabria-ს ეთერში აპრილის ბოლოდან გავა. აღნიშნულ ტელეარხზე იტალიური ტელეარხის ლოგოსთან ერთად, ქართულ-იტალიური ტელეკომპანია KN TV-ის ლოგოც გამოჩნდება. ეს იქნება უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც დოკუმენტური ფილმი იტალიის ტელეარხზე ქართული სუბტიტრებით გავა ეთერში“, – განაცხადა ჟურნალისტმა ქეთი ნოგიევამ „ქართულ კვირასთან“ საუბრისას.
ქეთიმ ჩვენს მკითხველებს პატარა სიურპრიზიც გაუმხილა: ქართულ-იტალიური ტელეკომპანია KN TV მალე მალმოში გაემგზავრება საქართველოს წარმომადგენლის – ნუცა ბუზალაძის მხარდასაჭერად. რეპორტაჟის ნახვის შესაძლებლობა, მაყურებელს ქართულ-იტალიური ტელევიზია KN TV-ის ფეისბუკ გვერდზე შეეძლება და რა თქმა უნდა, RTI Calabria-ს არხზე, რომელსაც მე-14 არხზე იპოვიან.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ