თავდაცვის მინისტრმა 2025 წლის დადგომა სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად აღნიშნა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ახალი 2025 წლის დადგომა სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად აღნიშნა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ირაკლი ჩიქოვანი ახალ წელს სენაკში, მე-2 ქვეით ბრიგადაში საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან და დასავლეთის სარდალთან, ბრიგადის გენერალ კობა გრიგოლიასთან ერთად იმყოფებოდა. მათ პირად შემადგენლობას და ბრიგადის მეთაურს, პოლკოვნიკ ირაკლი კალანდაძეს ახალი წელი მიულოცეს და სამხედროებს ქვეყნისთვის გაწეული […]

კონგრესმენი ჯო უილსონი აშშ-ის მომავალ ადმინისტრაციას მოუწოდებს, გააფართოოს სანქციები ბიძინა ივანიშვილის ოჯახის უახლოეს წევრებსა და მეგობრებზე

კონგრესმენი ჯო უილსონი ტრამპის ადმინისტრაციის სახელმწიფო მდივნობის კანდიდატსა და ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლობის კანდიდატს მოუწოდებს, “სამიზნეში ამოიღონ “აგრესორთა ღერძი”, მათ შორის “ქართული ოცნება”. ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის, კონგრესმენ ჯო უილსონის (რესპუბლიკური პარტია) წერილის შესახებ ინფორმაციას ამერიკული ტელეარხი Fox News ავრცელებს. წერილს თავად უილსონიც ადასტურებს X-ის საკუთარ გვერდზე. თავის წერილში ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის , დონალდ […]

უნდა გვახსოვდეს, რომ მომავალი ადამიანისა და ერისა უნდა იყოს მშვიდობიანი, მშვიდობა თქვენ ყველას, ღმერთს მადლობა შევთხოვოთ – პატრიარქი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე მოსახლეობას ახალ წელს ულოცავს. ილია მეორეს თქმით, ადამიანებს უნდა ახსოვდეთ, რომ ერის მომავალი უნდა იყოს მშვიდობიანი. „მე დღეს გხვდებით თქვენ, რათა მოგილოცოთ ახალი წელი, იხარეთ ორსავ სოფელსა შინა. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მომავალი ადამიანისა და ერისა უნდა იყოს მშვიდობიანი. მშვიდობა თქვენ ყველას. ღმერთს მადლობა […]

დღეიდან კულტურისა და სპორტის სამინისტრო გაიყო

2025 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ შეტანილი ცვლილებები, რომლის მიხედვითაც კულტურისა და სპორტის სამინისტროები იყოფა. ორივე სამინისტროს წლიური ბიუჯეტი 596 115 000 ლარია, საიდანაც კულტურის მიმართულებით 297 649 500 ლარი დაიხარჯება, სპორტზე კი 298 465 500 ლარი. სამინისტრორების გაყოფის შემდეგ კულტურის მინისტრი იქნება თინათინ რუხაძე, სპორტის მინისტრი კი […]

რა ცვლილებები ამოქმედდება 2025 წელს?

2025 წელს საქართველოში მთელი რიგი ცვლილებების განხორციელებაა დაგეგმილი. წლის განმავლობაში განსახორციელებელი ცვლილებები ეხება სატრანსპორტო მიმართულებას, ტურისტულ საქმიანობას, საბანკო მომსახურებებს და ა.შ. საჯარო დაწესებულებებში ხელფასები იზრდება 2025 წლის 1-ლი იანვრიდან საჯარო სამსახურში დასაქმებულ ყველა პირს ხელფასები 10%-ით გაეზრდება. მომავალი წლიდან გაიზრდება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების ანაზღაურებაც. იმ თანამდებობის პირებს შორის, რომელთა ანაზღაურებაც ყველაზე მეტად გაიზრდება, არიან პრეზიდენტი, […]

2025 წლიდან კულტურისა და სპორტის სამინისტრო იყოფა და ორ დამოუკიდებელ უწყებად იმუშავებს

2025 წლიდან კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბაზაზე ორი ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი უწყება – კულტურის სამინისტრო და სპორტის სამინისტრო ამოქმედდება. პარლამენტის მიერ დეკემბრის თვეში მიღებული კანონი, რომლის საფუძველზეც კულტურისა და სპორტის სამინისტრო გაიყო, 1-ელი იანვრიდან ძალაში შევიდა. კულტურის მიმართულებით კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებები კულტურის სამინისტროს გადაეცა, ხოლო სპორტის სამინისტრო შესაბამისი დარგობრივი მიმართულებით მინიჭებულ უფლებამოსილებებს […]

პოლონეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა

პოლონეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის საბჭოს პოლონეთის თავმჯდომარეობა ავრცელებს. პოლონეთი ევროკავშირის საბჭოს მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში უხელმძღვანელებს. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა, რომ პოლონეთი ევროკავშირის გაფართოების ტემპსა და ხარისხს უზრუნველყოფს, როგორც აღმოსავლეთით, ისე სამხრეთით. ამასთან, სიკორსკიმ აღნიშნა, რომ პოლონეთის თავმჯდომარეობისას მიზანი თავდაცვის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ევროკავშირის ინსტრუმენტების გამოყენება […]

სალომე ზურაბიშვილი: საპროტესტო აქციების 34-ე ღამე 200 000-ზე მეტი დემონსტრანტისთვის სიხარულის, სოლიდარობისა და იმედის ღამე იყო, ერთად აღვნიშნეთ 2025 წელი, როგორც ახალი არჩევნების წელი

სალომე ზურაბიშვილი: საპროტესტო აქციების 34-ე ღამე 200 000-ზე მეტი დემონსტრანტისთვის სიხარულის, სოლიდარობისა და იმედის ღამე იყო, ერთად აღვნიშნეთ 2025 წელი, როგორც ახალი არჩევნების წელი საპროტესტო აქციების 34-ე ღამე 200 000-ზე მეტი დემონსტრანტისთვის სიხარულის, სოლიდარობისა და იმედის ღამე იყო, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, „თვითორგანიზებამ ახალ სიმაღლეებს მიაღწია“. […]

გია ხუხაშვილი: ადამიანმა გუშინაც თუ ვერ დაინახა სად არის რეალური ქართული, ტრადიციული, სიყვარულით სავსე ერთობა, იმას არ ესმის, რას ნიშნავს სამშობლოს სიყვარული, რომელიც განსხეულდა ხალხით გადაჭედილ რუსთაველში

გია ხუხაშვილი: ადამიანმა გუშინაც თუ ვერ დაინახა სად არის რეალური ქართული, ტრადიციული, სიყვარულით სავსე ერთობა, იმას არ ესმის, რას ნიშნავს სამშობლოს სიყვარული, რომელიც განსხეულდა ხალხით გადაჭედილ რუსთაველში ახალი წლის ღამეს გამართულ აქციას, რა დროსაც მოქალაქეები 2025 წელს, რუსთაველის გამზირზე შეხვდნენ, სოციალურ ქსელში გია ხუხაშვილი ეხმაურება. როგორც პოლიტოლოგი აღნიშნავს, სწორედ რუსთაველზე ვნახეთ რეალური ქართული, ტრადიციული, სიყვარულით […]

„დარწმუნებული ვარ, 2025 წელი კიდევ უფრო წარმატებული იქნება“ – ირაკლი კობახიძე

2024 წელი იყო წარმატებული ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისითაც, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საახალწლო მილოცვაში აღნიშნავს. მთავრობის მეთაურის თქმით, განხორციელდა არაერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც ქმნის მყარ საფუძველს საქართველოს უკეთესი მომავლის უზრუნველსაყოფად. „დარწმუნებული ვარ, 2025 წელი კიდევ უფრო წარმატებული იქნება. რაც მთავარია, მინდა ვისურვო, 2025 წელი ყოფილიყოს სიძულვილის დამარცხებისა და სიყვარულის გამარჯვების წელიწადი. სადაც ქართველებს […]