„არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსები რომ გამჭვირვალეა, ისეთი გამჭვირვალე რომ იყოს სახელმწიფო ფინანსების ხარჯვა, უკეთესი ქვეყანა ვიქნებოდით“ – გიორგი კეპულაძე

„არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსები რომ გამჭვირვალეა, ისეთი გამჭვირვალე რომ იყოს სახელმწიფო ფინანსების ხარჯვა, უკეთესი ქვეყანა ვიქნებოდით“ – გიორგი კეპულაძე „შავი ფულის გასაკონტროლებლად ძალიან ბევრი მექანიზმი არსებობს ქვეყანაში. ფულის გათეთრების წინააღმდეგ ცალკე სამსახური აქვს ეროვნულ ბანკს, გვყავს ფინანსური პოლიცია, უსაფრთხოების სამსახური, საპატრულო პოლიცია და სისტემა ყველანაირად გვაქვს აწყობილი იმისთვის, რომ შავი ფულის მიმოქცევა არ ხდებოდეს ქვეყანაში. ძალიან […]
კომიტეტის სხდომაზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს განიხილავენ, კვლავ ხმაური იყო – თავმჯდომარემ სხდომათა დარბაზიდან 4 ოპოზიციონერი დეპუტატი გააძევა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს განიხილავენ, კვლავ ხმაური იყო. თავმჯდომარემ სხდომათა დარბაზიდან 4 ოპოზიციონერი დეპუტატი – პაატა მანჯგალაძე, გიორგი ვაშაძე, ლევან ხაბეიშვილი და ხატია დეკანოიძე გააძევა. სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ანა ნაცვლიშვილმა და თამარ კორძაიამ. თავდაპირველად, ანრი ოხანაშვილმა „სტრატეგია აღმაშენებლისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატების გაძევების ბრძანება გასცა, […]
სიდნეიში ეკლესიაში მამაკაცმა რამდენიმე ადამიანი ცივი იარაღით დაჭრა

ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში ეკლესიაში მამაკაცმა რამდენიმე ადამიანი ცივი იარაღით დაჭრა, – ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სამართალდამცავებმა თავდამსხმელი მამაკაცი დააკავეს და ის გამოძიებასთან თანამშრომლობს. პოლიციის ცნობით, დაშავებულებს სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ადგილობრივი მედიის ცნობით, მამაკაცი ეკლესიის წინამძღვარსა და მორწმუნეებს თავს წირვის დროს დაესხა. აღსანიშნავია, რომ ეს სიდნეიში ცივი იარაღით დაჭრის მეორე შემთხვევაა […]
ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის დელეგაციას შეხვდა

“ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მმართველი პარტიის ცენტრალური კომიტეტის საერთაშორისო დეპარტამენტის მინისტრის მოადგილეს, ჩენ ჭოუს და დელეგაციის წევრებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს. პარტიის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ გასულ წელს, საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება კიდევ უფრო გააღრმავებს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში. […]
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დიოკნისში შიდა საუბნო გზების სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დიოკნისში, შიდა საუბნო გზების სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, პროექტი, რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 930 746 ლარს შეადგენს. სამუშაო პროცესს, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად გაეცნენ და ადგილობრივ მოსახლეობას […]
ბორელი: ევროკავშირის მინისტრები 16 აპრილს განიხილავენ ირანის თავდასხმას ისრაელზე

ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები 16 აპრილს შეხვედრას გამართავენ და იმსჯელებენ დაძაბულობის გაღრმავებაზე ახლო აღმოსავლეთში, ირანის მხრიდან ისრაელზე თავდასხმის შემდეგ – აცხადებს ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერი ჟოზეპ ბორელი. “ირანის მხრიდან ისრაელზე თავდასხმის შემდეგ, [16 აპრილს] მოვიწვიე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საგანგებო … შეხვედრა”, – წერს ბორელი პლატფორმა X-ზე და დასძენს: “ჩვენი მიზანია წვლილი შევიტანოთ რეგიონის დეესკალაციასა […]
ირანის ისრაელზე თავდასხმამ საერთაშორისო ავიაკომპანიებს პრობლემები შეუქმნა

ორშაბათს, მას შემდეგ, რაც ისრაელზე ირანის სარაკეტო და დრონებით განხორციელებულმა თავდასხმებმა კიდევ უფრო შეზღუდა ევროპასა და აზიას შორის ნავიგაციის მარშრუტები, გლობალურ ავიახაზების ფრენებს შეფერხებები შეექმნა. ისრაელზე ირანის შეტევამ, საავიაციო ინდუსტრიაში ქაოსი გამოიწვია. ირანი ისრაელს 300-ზე მეტი რაკეტითა და დრონით დაესხა თავს. მათი უმეტესობა ისარელის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ჩამოაგდო. ბოლო ორი დღის განმავლობაში, ფრენების გაუქმება ან […]
ჯონსონი კონგრესში ამერიკის დახმარების კანონპროექტის დამტკიცებას შეეცდება

შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა 14 აპრილს თქვა, რომ ის ამ კვირაში შეეცდება ისრაელს ომში დაეხმაროს და პალატაში ეროვნული უსაფრთხოების საბიუჯეტო კანონპროექტზე კანონმდებელთა შეთანხმების მიღწევაზე იმუშავებს. აღნიშნული კანონპროექტი, ისრაელთან ერთად, მოიცავს უკრაინის სამხედრო დახმარებას რუსეთის წინაააღმდეგ მიმდინარე თავდაცვით ომში და ასევე ითვალისწინებს ტაივანში ამერიკული შეიარაღების გაგზავნის დაფინანსებას. ჯონსონი უზარმაზარი წნეხის ქვეშაა, რათა დააკმაყოფილოს […]
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6699 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6699 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6699 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6709 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0010 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8450 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8453 ლარს შეადგენდა. […]
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია” გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 16 აპრილს, 10:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჩანადირთკარი, წითელსოფელი, ბულაჩაური, აბანოსხევი, ქუბრიაანი, საშაბურო, ბოდორნა, ლაზვიანი და მიმდებარე სოფლებში. 10:00-დან 10:05 საათამდე და 17:55-დან 18:00 საათამდე – აბონენტებს სოფლებში მაღაროსკარი, ბარისახო, […]