ოდიშარია: მდინარაძეზე მოქნეული ხელი ჩვენ ყველას მოგვხვდა და ეს ჩვენი ღირსების საკითხია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა ოდიშარია ამბობს, რომ მათი ლიდერისთვის, მამუკა მდინარაძისთვის მუშტის დარტყმა მათი ღირსების საკითხია. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც ოდიშარიამ ეს განცხადება გააკეთა, ოპოზიციის ნაწილმა მისი ნათქვამი მუქარად აღიქვა. „იმას, რაც ამ დარბაზში მოხდა, თავის სახელს დაარქმევს საზოგადოება. ამაში საზოგადოება იქნება მკაცრი, ჯანსაღი… აქ ბევრს გულში უხარია, გული მოეფხანა და ჰგონია, რომ წაახალისა […]

რამდენი მილიონი ლარის შემოსავალი აქვს LC Waikiki-ის საქართველოში

საქართველოში ტანსაცმლის ერთ-ერთმა ყველაზე მსხვილმა რიტეილერმა LC Waikiki-მ 2022 წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა. კომპანიის ანგარიშის თანახმად, აღნიშნული წლის განმავლობაში გაყიდვების მნიშვნელოვანი ₾47-მილიონიანი ზრდა დაფიქსირდა, რის შედეგადაც კომპანიის შემოსავალმა 144 მილიონ ლარს მიაღწია. LC Waikiki, რომელიც უმსხვილესი თურქული რიტეილერია, საქართველოს ბაზარზე 15 მაღაზიით არის წარმოდგენილი.

ლოზუნგით – „არა რუსულ კანონს” აქცია ოზურგეთშიც გაიმართა

„არა რუსულ კანონს” – ამ ლოზუნგით ოზურგეთში აქცია გაიმართა. ჭადრების ბაღში ადგილობრივი არასამთავრობო სექტორის და მედიის წარმომადგენლები ასევე, პოლიტიკოსები და მოქალაქეები შეიკრიბნენ და “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი გააპროტესტეს. მათი განცხადებით, დაუშვებელია კანონპროექტის მიღება, რადგან ის ხელს უშლის ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას და სამოქალაქო სექტორის მარგინალიზებას შეუწყობს ხელს. ,,ამ კანონის მიღებით ხელისუფლება ცდილობს ჩვენს ქვეყანას დააკარგვინოს […]

გია ვოლსკი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი გია ვოლსკი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მმართველი პარტიის ცენტრალური კომიტეტის საერთაშორისო დეპარტამენტის მინისტრის მოადგილე ჩენ ჭოუსა და მის თანმხლებ დელეგაციას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, მხარეებმა შეხვედრაზე საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის არსებული ურთიერთობის, მათ შორის საპარლამენტო დონეზე თანამშრომლობის […]

დევიდ კამერონი განმარტავს, რატომ არ შეუძლია დიდ ბრიტანეთს დრონების ჩამოგდებაში უკრაინასაც დაეხმაროს

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, დევიდ კამერონის განცხადებით, დიდი ბრიტანეთის საჰაერო ძალები უკრაინის თავზე დრონებს ვერ ჩამოაგდებენ, რადგან ეს კონფლიქტის ესკალაციას გამოიწვევს. დევიდ კამერონმა განმარტა, თუ რატომ არ შეუძლია გაერთიანებულ სამეფოს, რომ ისრაელის მსგავსად, დრონების ჩამოგდებაში უკრაინასაც დაეხმაროს. „ვფიქრობ, სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ თუ ევროპაში ომის გაფართოების თავიდან არიდება გსურთ, ერთადერთი, რაც თქვენ თავიდან უნდა […]

რუსეთში უკრაინაში მებრძოლ ქართველ მოხალისეზე ძებნა გამოაცხადეს და დაუსწრებლად დააპატიმრეს

რუსეთში უკრაინაში მებრძოლ ქართველ მოხალისეზე, გიორგი გელაშვილზე ფედერალური ძებნა გამოაცხადეს. გარდა ამისა გელაშვილს დაუსწრებლად “ექსტრემიზმისთვის” პატიმრობა მიესაჯეს. ინფორმაციას კრემლის მიერ მართული მედიები, მათ შორის TACC ავრცელებს. “გამოძიებამ ძებნილად გამოაცხადა 2002 წელს დაბადებული გიორგი ბესიკის ძე გელაშვილი, რომელიც ემალება წინასწარი გამოძიების ორგანოებს. მას ბრალი სიძულვილის დანაშაულებსა და დაქირავებულ მებრძოლობაში ედება ბრალი. ამასთან დაკავშირებით გამოძიებამ სასამართლოს დაუსწრებლად […]

NYT: ჯონსონმა უკრაინის დახმარების მიღების პირობა დადო

ამერიკული გამოცემა New York Times-ის ინფორმაციით, იაპონიის პრემიერმინისტრთან ფუმიო კიშიდასთან შეხვედრის შემდეგ, აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერის მაიკ ჯონსონის კაპიტოლიუმის ოფისში უკრაინის დახმარების საკითხის განხილვა დაიწყეს. ბოლო პერიოდში მაიკ ჯონსონს თანაპარტიელი რესპუბლიკელების ნაწილისგან მეთვალყურეობის კანონპროექტთან დაკავშირებით წინააღმდეგობას შეხვდა, ხოლო კონგრესმენი მარჯორი ტეილორ გრინი მას სპიკერის თანამდებობიდან გადაყენების პროცესის დაწყებით კიდევ ერთხელ დაემუქრა. ამის მიუხედავად, ჯონსონმა შეხვედრაზე […]

ლაზარეს ბაბუა: ახლახან დარეკეს ადვოკატებმა, გვითხრეს, რამდენიმე დღე გაიწელება გამოშვება

მთელი დილა ველოდებოდით, გვეუბნებოდნენ, რომ გამოუშვებდნენ მაგრამ ახლახან დარეკეს ადვოკატებმა და გვითხრეს, რომ რამდენიმე დღე კიდევ გაიწელება ეს საკითხი. ვერ გეტყვით [მიზეზს], მე აქციაზე ვარ და ასე ვეღარ ჩავეძიე ადვოკატებს და ალბათ სახლში რომ მივალ […] ახლა ადვოკატებს 5 საათზე დაჯავშნილი ჰქონდათ პაემანი და შევლენ და იქიდან რომ გამოვლენ, ალბათ უფრო დაზუსტებით გვეტყვიან, რაშია საქმე. […]

ევროპულ ახალგაზრდულ ფორუმზე ებრაელ სტუდენტებს თავს დაესხნენ

ევროპარლამენტში ჩატარებულ ღონისძიებაზე – ევროპულ ახალგაზრდულ ფორუმზე ებრაელ სტუდენტებს თავს დაესხნენ. ებრაელი სტუდენტების ევროპულმა გაერთიანებამ დაგმო აღნიშნული თავდასხმა. როგორც ცნობილია, ღონისძიების დასკვნით ეტაპზე რამდენიმე მონაწილემ დაიწყო სკანდირება – “თავისუფლება პალესტინას”. აქტივისტები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ითხოვდნენ და ისრაელს გენოციდში ადანაშაულებდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, აქტივისტების გამოსვლას აუდიტორიის დიდმა ნაწილმა მხარი დაუჭირა, მათ შორის მოდერატორებმა და ევროპული ახალგაზრდული ფორუმის […]

ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა – 15 აპრილის ვაჭრობის შედეგები

ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.1 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან – 0.03 თეთრით. 15 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6699 ლარია, ერთი ევროსი კი – 2.845 ლარი. კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.71 ლარია, ხოლო ევროსი – 2.90 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.67 ლარად შეგიძლიათ, ევროსი – 2.85 ლარად.