ელისაშვილმაც საკუთარ თავზე აიღო მთელი ნაგავი და ისე მოიქცა, როგორც უკანასკნელი დონის ნაძირალა

გაგიკვირდათ? მე არა, რადგან სწორედ ეგ ალეკო ელისაშვილი იყო, რომ წლების წინ ტელეკომპანია „კავკასიასთან“ პროვოკაცია მოუწყო რამდენიმე ახალგაზრდას და სააკაშვილის ზონდერებს ჯერ აცემინა ახალგაზრდები და შემდეგ წლობით გამოაკეტინა ციხეში…, – ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე, ალეკო ელისაშვილის მიერ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერზე, მამუკა მდინარაძეზე თავდასხმის ფაქტს. ქადაგიძის თქმით, მას შემდეგ, რაც “შაპიტოს” ცირკი ვერ […]

ანრი ოხანაშვილმა სხდომათა დარბაზიდან რომან გოცირიძე გააძევა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს განიხილავენ, კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომათა დარბაზიდან ოპოზიციონერი დეპუტატი, რომან გოცირიძე გააძევა. ანრი ოხანაშვილის განცხადებით, დეპუტატი ერთი და იმავე კითხვის განმეორებით დასმით სხდომის შეგნებულ გაჭიანურებას ცდილობს. „დატოვეთ სხდომათა დარბაზი, გაძევებული ბრძანდებით. ერთი და იგივე შეკითხვა დაგიწერეს. ერთი და იგივე შეკითხვის განმეორების შემთხვევაში იქნება მოხსნილი. ყველა […]

რუსლან აბაშიძე სამხრეთ კავკასიაში ფინეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე სამხრეთ კავკასიაში ფინეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ კირსტი ნარინენს შეხვდა. აფხაზეთის მთავრობის ინფორმაციით, თავმჯდომარემ ფინეთის რესპუბლიკის ელჩს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ვითარება გააცნო. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ფინეთის რესპუბლიკის ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი ქვეყნის ხელისუფლების მტკიცე და ურყევი […]

„ხალხის ნების გათვალისწინება მნიშვნელოვანია“ – „თბილღვინოს“ დირექტორი „რუსულ კანონზე“

ღვინის ადგილობრივი მწარმოებელი კომპანია „თბილღვინოს“ დირექტორი ზურაბ მარგველაშვილი საკანონმდებლო ორგანოში „რუსული კანონის“ განხილვების დაწყებას უარყოფითად აფასებს და აცხადებს, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი ამ კანონის წინააღმდეგია. BM.GE-სთან საუბრისას ის ამბობს, რომ ხელისუფლებამ მოქალაქეების აზრი უნდა გაითვალისწინოს. კომპანიის ხელმძღვანელი იმასაც აღნიშნავს, რომ ევროინტეგრაციის გზაზე, პროცესში ჩართული პარტნიორების შეფასებებიც გათვალისწინებული უნდა იყოს. „როგორც მოქალაქე ვიტყვი, აშკარაა, რომ მოსახლეობის […]

რუსული კანონის განხილვისას, კომიტეტის სხდომა 5 ოპოზიციონერ დეპუტატს დაატოვებინეს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომიდან, სადაც რუსულ კანონის განხილვა მიმდინარეობს, ოთხი ოპოზიციონერი დეპუტატი გააძევეს. კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა თავიდან ლევან ხაბეიშვილს და გიორგი ვაშაძეს მოსთხოვა დარბაზის დატოვება, რამაც ხმაური გამოიწვია და საბოლოოდ, კომიტეტი ხაბეიშვილსა და ვაშაძესთან ერთად ხატია დეკანოიძეს, რომან გოცირიძეა და პაატა მანჯგალაძესაც დაატოვებინეს. სანამ მათ გააძევებდნენ, სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა ხატია დეკანოიძესა და მიხეილ ყაველაშვილს […]

„გამჭვირვალობის კანონის“ მიღებით მმართველ პარტიას მხოლოდ საკუთარი ოჯახებისთვის სურს ევროპული კეთილდღეობის უზრუნველყოფა – გიორგი ქადაგიძე

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებით მმართველ პარტიას სურს, ამ არაკონკურენტულ და მონოპოლიურ გარემოში მთელი მატერიალური სიკეთეების მიღება და, მეორეს მხრივ, – დანარჩენი საქართველოს ხარჯზე საკუთარი ოჯახებისთვის უზრუნველყონ ის, რაც ჩვენ გვინდა ყველასთვის, – ევროპული პენსიები, ევროპული ხელფასები, ევროპული განათება, ევროპული ჯანდაცვა, ევროპული ადამიანის უფლებები, – ამის შესახებ „ნეტგაზეთთან“ ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ […]

ლევან ხაბეიშვილი – ასი ათასობით ახალგაზრდა აპროტესტებდა შარშან და აპროტესტებს დღესაც, ივანიშვილის პარტია კი ხელის გადაგრეხით ესაუბრება საზოგადოებას – ეს კანონი ქართველ ხალხს არ სჭირდება

ასი ათასობით ახალგაზრდა აპროტესტებდა კანონს შარშან და აპროტესტებს დღესაც, ივანიშვილის პარტია კი ხელის გადაგრეხით ესაუბრება ახალგაზრდებს, საზოგადოებას , – განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა. ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი არავის სჭირდება, რაც დღევანდელმა დღემაც აჩვენა. “დღევანდელმა დღემაც, ფაქტობრივად შვიდ – საათიანმა პროცესმა აჩვენა ერთი მარტივი ჭეშმარიტება – ეს კანონი საზოგადოებას […]

საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო სარწმუნოებად გამოცხადების 1700 წლისთავის აღნიშვნის ორგანიზებაში საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია ერთვება

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში შეხვედრა გაიმართა, სადაც 2026 წელს ჩასატარებელ იმ მასშტაბური ღონისძიებების საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელეს, რომლებიც საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო სარწმუნოებად გამოცხადების 1700 წლისთავს მიეძღვნება. ინფორმაციას მეცნიერებათა ეროვნული აკადემია ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრას, რომელსაც საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი როინ მეტრეველი უძღვებოდა, ესწრებოდა მაღალყოვლადუსამღვდელოესი, ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი, რომლის სახელსაც ქრისტიანული ეკლესიის მიმართულებით მრავალი […]

საკვირაო სკოლის მოსწავლეებმა, თამარიონის გუნდთან ერთად ლუქსემბურგის ბაღში კონცერტი გამართა

დასავლეთ ევროპის, მიტროპოლიტ აბრაამის კურთხევით, დედაენის დღესთან დაკავშირებით, საკვირაო სკოლის უმცროსმა და უფროსმა თაობამ, თამარიონის გუნდთან ერთად კონცერტი გამართა ლუქსემბურგის ბაღში. მზიანი ამინდის და უამრავი მაყურებლის ფონზე, ისმოდა ქართული ჰანგები. კონცერტს უამრავი ტურისტი, თუ ადგილობრივი მაცხოვრებელი ესწრებოდა, რომლებიც ანთებული თვალებით უსმენდნენ და უყურებდნენ ქართულ ხალხურ სიმღერებს და ცეკვებს. საზოგადოების დაინტერესებამ მოლოდინს გადააჭარბა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდა […]

ოხანაშვილმა „რუსული კანონის“ საკომიტეტო განხილვიდან ოპოზიციონერი დეპუტატები გააძევა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე „რუსული კანონის“ განხილვიდან ოპოზიციონერი დეპუტატები გააძევეს. კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის გადაწყვეტილებით, სხდომიდან გააძევეს: ლევან ხაბეიშვილი, გიორგი ვაშაძე, პაატა მანჯგალაძე და ხატია დეკანოიძე. მანამდე სხდომიდან ასევე გააძევეს თინა ბოკუჩავა და სალომე სამადაშვილიც. „რუსული კანონის“ საკომიტეტო განხილვა დღეს, 15 აპრილს, დილით დაიწყო და განხილვისას სიტუაცია არაერთხელ დაიძაბა. მიუხედავად იმისა, რომ კომიტეტზე მმართველი პარტიის […]