საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის დაზღვეულები უცხოეთშიც იმკურნალებენ

„საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის“ ერთ-ერთი ძლიერი მხარე – ჯანმრთელობის დაზღვევა კომპანიის მხრიდან პერმანენტული ზრუნვით, სადაზღვევო სერვისები მუდმივ და პრიორიტეტულ განახლებას განიცდის. ბოლო დროს კიდევ ერთი – არცთუ უმნიშვნელო სიახლე განხორციელდა საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის დაზღვეულთათვის. ამის შესახებ კომპანიის სამედიცინო დაზღვევის დირექტორმა, თამარ ცინცაბაძემ იუსაბრა. თამარ ცინცაბაძემ განმარტა, თუ რას მოიცავს და რას შეეხება კომპანიის მიერ დაზღვეულთათვის ბოლო […]

ისრაელის ომის კაბინეტმა ირანის წინააღმდეგ საპასუხო იერიშის ვარიანტები განიხილა

ისრაელის ომის კაბინეტმა ირანის წინააღმდეგ საპასუხო იერიშის ვარიანტები განიხილა, – ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის Channel 12 ავრცელებს. ისრაელის Channel 12-ის ცნობით, ომის კაბინეტმა სხდომა დაასრულა, რომელზეც ირანის წინააღმდეგ „მტკივნეული“ საპასუხო დარტყმის ვარიანტები განიხილეს. გავრცელებული ინფორმაციით, ომის კაბინეტი ისეთ ვარიანტებს განიხილავს, რომლებიც რეგიონულ ომს არ გამოიწვევს და ასევე, მათ ამერიკის შეერთებული შტატები არ დაბლოკავს. შეგახსენებთ, ისრაელის […]

რუსთავის საკრებულოს სამმა წევრმა „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა

რუსთავის საკრებულოს სამმა წევრმა „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ვაჟა მორგოშია ადასტურებს და სოციალურ ქსელში „პოსტს“ აქვეყნებს. „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვეს: რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალექსანდრე ბერიძემ; რუსთავის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარემ, ვაჟა მორგოშიამ და რუსთავის საკრებულოს „ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ზურაბ ბერაძემ. „რუსთავის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა, თინათინ ლოცულაშვილმა გაავრცელა […]

ფუტსალი | საქართველო 3:2 აზერბაიჯანი

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ამხანაგური შეხვედრა აზერბაიჯანის ნაკრების წინააღმდეგ გამართა. თბილისის სპორტის სასახლეში ჩატარებული მატჩი ჩვენი გუნდის გამარჯვებით, 3:2 დასრულდა. საქართველოს ნაკრებმა მეტოქე გიორგი ღავთაძის დუბლით და საბა ტყეშელაშვილის გოლით დაამარცხა. ავთანდილ ასათიანის გუნდი აზერბაიჯანის ნაკრების წინააღმდეგ მეორე ამხანაგურ მატჩს 16 აპრილს გამართავს. მატჩი კვლავ თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება და 19:00 საათზე დაიწყება. nakrebi.ge

დავით უსუფაშვილი „ქართულ ოცნებას“ – სწორედ თქვენი პოლიტიკაა იმის მიზეზი, რომ კანონის მიზანს ყველა ცალსახად ხედავს – ნუ გიკვირთ, რომ მთელი დემოკრატიული სამყარო კარგად არის გარკვეული იმაში, რა გზას ადგახართ

იმ ჩვენი კოლეგის უმსგავსო და გაუმართლებელი საქციელი არა მგონია ორ აზრს იწვევდეს ამ ოთახში, მაგრამ მისი არასწორი საქციელი ამ [უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ] კანონპროექტთან შედარებით არაფერს ნიშნავს, – ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტს სხდომაზე განაცხადა. ამით ის გამოეხმაურა დღეს პარლამენტში მომხდარ ფაქტს, როდესაც „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ მამუკა […]

ანრი ოხანაშვილი ოპოზიციაზე – დეზინფორმაციას ავრცელებენ, რომ პარლამენტი დღეს იღებს პირველი მოსმენით კანონპროექტს – ამაშიც ტყუილს კადრულობთ და როგორი წარმოდგენა გაქვთ ჩვენს საზოგადოებაზე, აქაც ჩანს

ბატონ ირაკლი ზარქუას უთქვამს, რომ დღეს პირველი მოსმენით კომიტეტზე მხარს დავუჭერთო და დეზინფორმაციას ავრცელებენ ახლა, რომ არიქა, დღეს იღებს პარლამენტი პირველი მოსმენით, რაც ნიშნავს თურმე პირველს, მეორე და მესამე მოსმენას. ამაშიც ასეთ ტყუილს კადრულობთ , – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ამავე კომიტეტზე განაცხადა, სადაც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” […]

რუსეთსა და ყაზახეთში, წყალდიდობის გამო ევაკუაცია გრძელდება

ჩრდილოეთ ყაზახეთისა და რუსეთის რეგიონებში წყალდიდობაა, დატბორილია რამდენიმე დასახლებული პუნქტი რის გამოც 125 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. წყალდიდობის მიზეზად ყინულის დნობა სახელდება, რომელმაც მსოფლიოს სიდიდით რიგით მეშვიდე მდინარის სისტემის შენაკადების ადიდება გამოიწვია. სპეციალისტების თქმით, წყლის დონის მატებას ძლიერმა წვიმამაც შეუწყო ხელი. განსაკუთრებით რთული ვითარებაა ყაზახეთში, სადაც საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, ქალაქ პეტროპავლოვსკის რაიონი მთლიანად […]

ბორელი: ევროკავშირმა თავდაცვის პარადიგმა უნდა შეცვალოს

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის თქმით, ევროკავშირმა თავდაცვის პარადიგმა უნდა შეცვალოს. ამის შესახებ ბორელი საკუთარ ბლოგზე წერს. როგორც ბორელი აღნიშნავს, ევროკავშირმა საკუთარი უსაფრთხოება დიდი ხნის განმავლობაში აშშ-ს გადააბარა და ბოლო 30 წლის განმავლობაში, ბერლინის კედლის დაცემის შემდეგ, ევროპამ საკუთარ თავს “ჩუმად განიარაღების” უფლება მისცა. ბორელი წერს, რომ ევროკავშირი შიდა ბაზრისა […]

UG: ვემიჯნებით ისეთი ინსტიტუციების ჩამოყალიბებას, რაც შესაძლოა, რუსეთთან გვაახლოებდეს

გავრცელებულ განცხადებაში უნივერსიტეტი ემიჯნება ქვეყანაში იმგვარი ინსტიტუციების ჩამოყალიბებას, რაც შესაძლოა რუსულ რეჟიმთან გვაახლოებდეს. “ჩვენ ვიზიარებთ ლიბერალურ-ჰუმანურ ღირებულებებს და საკუთარ მისიად მიგვაჩნია საქართველოს დემოკრატიული განვითარების ხელშეწყობა, ამ პროცესში აქტიური თანამონაწილეობით. ჩვენი ღირებულებებიდან გამომდინარე, ყოვლად მიუღებლად მიგვაჩნია ის პრინციპები, რომლებითაც დღევანდელი რუსეთი იმართება. შესაბამისად, სრულიად ვემიჯნებით საკუთარ ქვეყანაში იმგვარი ინსტიტუციების ჩამოყალიბებას, რაც შესაძლოა რუსულ რეჟიმთან გვაახლოებდეს. ისტორიულად, […]